31 მაისი, 2016
ცირა კობიაშვილი ბოდიშს იხდის - ''ჩვენ დაუმსახურებელ, ზღვარგადასულ კრიტიკას და შეურაცხყოფას აი, ასე ღილიმით ვხვდებით''
''იქს ფაქტორის'' მორიგ ტურში ცირა კობიაშვილი აუტსაიდერთა შორის მოხვდა. საბოლოოდ ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტში დარჩა. 

ცირა გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში მიმართავს და პირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი სიტუაცია არ განმეორდეს. 

''ბოდიშს გიხდით ჩემო მეგობრებო და გულშემატკივრებო, რომ ასე განერვიულეთ... დღეიდან გაასმაგებული შემართებით ვიქნები მეც და დიდი იმედი მაქვს თქვენც დამეხმარებით იმაში, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს.  ცოტანი ვართ, მაგრამ ნამდვილები და ძლიერები. ჩვენ დაუმსახურებელ და ზღვარგადასულ კრიტიკას ხალხისგან და შეურაცხყოფას შეძლებისდაგვარად აი, ასე ღილიმით ვხვდებით''!
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ნინი
ყოჩაღ სოფოს, რომ ცირას მიერ მის მიმართ განხორციელებულ შეტევას და გვარამიას და გაბუნიას შანტაჟს ყურადღება არ მიაქცია, არ შეეშინდა, რომ ცირას სიძულვილს დააბრალებენ და X Boys დაუჭირა მხარი, რომლებიც წასვლითაც პროექტს დააკლდა ძალიან ნათელი და თბილი ფერები. სამაგიეროდ დარჩა ვულგარული იმიჯის მქონე ცირა.
13:49 / 31-05-2016
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
ცირა გარეგნობით ცუდი გოგო არ არის, კარგად გამოიყურება, მაგრამ არც ისეთი ლამაზია, როგორც აქებენ. ნინა და სოფო ყოველი ტურის მერე აღნიშნავენ, რომ განსაკუთრებით ლამაზი და სექსუალურია, მე მგონი იმის შიშით, რომ შური არ დააბრალონ. ჟიურის მამაკაცმა წევრებმა იმდენი იძახეს, ცირასი გშურთო, რომ დაკომპლექსდნენ.
13:43 / 31-05-2016
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ცირას ჩემი აზრით არ უხდება ის იმიჯი, რომელიც გიორგი გაბუნიიამ მოარგო. სექსუალურად არა, მაგრამ ვულგარულად გამოიყურება.
13:40 / 31-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS