26 მაისი, 2016
ინდირა ჯგერნაიას აღშფოთებული პოსტი -„თუ ვინმე მათხოვარი და გამანძუკებული ჰაბიტუსის მქონე ჩაწოლილი მეოცნებეა, ყველას მიკროფონი მისცეს ხელში, მოგ... პოლიტიკა!“
26 მაისს ქუთაისში გამართული კონცერტის შესახებ მომღერალი ინდირა ჯგერნაია ფეისბუქზე  მწვავე სტატუსს აქვეყნებს.

„მე სახლში უნდა ვიყო და ქუთაისში ჭუჭყიანი ჩამოსულები უნდა ყმუოდნენ სცენაზე, მეტის ღირსი მაინც არ ხართ.

უგემოვნო მთავრობის უგემოვნო კონცერტი.

სხვა დროის 26მაისს რო ვიხსენებ, გული მისკდება რას უსმენთ ზოგადად ხალხოოო, უამრავი მაგარი მომღერალი რეგიონებში დარბის კონცერტზე და ქუთაისს „იმენა“ ჭლექი ჭირს.

სუფთად მაინც უნდა გეცვეს მომღერალს სცენაზე ადამიანმა სელფი რომ მოგთხოვოს. ვინ სვავს ამ ხალხს კონცერტებში, სიმღერაზე და რეპერტუარზე აღარაფერს ვამბობ“!

„დაჟე ისეთები მღეროდნენ, არც იცით“

„მგზავრებმაა რუსეთს ხომ უმღერეს და რატომ არ ჩასვავდნენ?  მერე თუ ვინმე მათხოვარი და გამანძუკებული ჰაბიტუსის მქონე ჩაწოლილი მეოცნებეა, ყველას მიკროფონი მისცეს ხელში მოგ..... პოლიტიკა! ხელოვნებასთან“, წერს ინდირა.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
მარიკა
ამას რომ პრეტენზია ექნება, ხელოვანი ვარო, უნდა ვიცინოთ თუ ვიტიროთ არ ვიცი. ჯერ ელემენტარული კულტურა ისწავლოს და ისე აფრქვიოს ბრძნული აზრები.
00:10 / 27-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ლიანა
რამ გააბოროტა და დაბოღმა ასე ეს გოგო რა ლექსიკონი აქ და საერთოდ ძალიან დაბალი დონეა
00:09 / 27-05-2016
გამოხმაურება / 0 /
მიშკა
ჰმ მომღერალსაც ეძახის თავს რატო ღმერთი არ გაიცინებს.თფუუ ყველგან როგორ ბოღმა და შური მძვინვარებს ეს რა სახადი გაქ საქართველო.
23:58 / 26-05-2016
გამოხმაურება / 0 /
გიო
ამ გოგოს ზოგადად აქვს ბევრი რამე შესასწორებელი, მაგრამ ასეა თუ ისეა ძლიერი ადამიანი აღმოჩნდა. ძლიერი ქალი სად ნახეთ ნაზი და უსიტყვო. ძლიერ ქალებს იმდენი ბრძოლა და უმადურების გადატანა უწევთ კაცებზე მეტად უხეშებს ხდით ცხოვრება. ინდირა, ეცადე დავარცხნო შენი ტექსტი როცა მას საქვეყნოდ გამოდებ. მარიამ, გამანძუკებული იმერულ კილოკავზე წუნკალს ნიშნავს.
23:19 / 26-05-2016
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ეს გოგო მომწონდა ხოლმე, როცა სხვადასხვა პროექტებში მღეროდა, მაგრამ მისი აზრის გამოხატვის ფორმა და წერის კულტურა მისი განათლების დაბალ დონეზე და კიდევ ბევრ რამეზე მეტყველებს. ისე "გამანძუკებული" რას ნიშნავს, ხომ არ იცით?
22:48 / 26-05-2016
გამოხმაურება / 0 /
123
ბოლოსდაბოლოს ნებით თუ არა,ძალით მაინც უმკურნალონ ამ გოგოს,ცოდოა. ასეთი ლექსიკის და "კულტურის" მქონეს სცენასთან არაფერი არ გესაქმება,ჯერ ზრდილობა ისწავლე და მერე მიმართე სხვებს! რა მაგარი მომღერალიც არ უნდა იყო,არავის მოეწონები,ასეთი უზრდელი.
22:25 / 26-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS