23 მაისი, 2016
ასლან აბაშიძის შვილი, გიორგი აბაშიძე და ულამაზესი სალომე ბაჯელიძე ტყუპის მშობლები გახდნენ
რამდენიმე წლის წინ ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი აბაშიძის პირად ცხოვრებაზე ბევრს საუბრობდნენ. ზოგისთვის წარმოუდგენელიც იყო, რომ მან ლამაზეს ყოფილ მეუღლეზე, სალომე ბაჯელიძეზე მეორედ იქორწინა.

პირველად, როდესაც წყვილმა იქორწინა, გიორგი აბაშიძე 27 წლის, ხოლო სალომე მასზე ათი წლით უმცროსი, 17 წლის იყო.

წყვილის პირველი ქორწინება 2003 წელს შედგა. სალომეს მამა მისი გათხოვების შემდეგ მალევე გარდაიცვალა, წყვილს არც ჯვრისწერა ჰქონია, არც ქორწილი და არც თაფლობის თვე. 

ამბობდნენ, სალომე მისმა მომავალმა სადედამთილომ ამოირჩიაო.

რძალ - დედამთილს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. მოგვიანებით სალომე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ დედამთილის საფლავზე ხშირად დადიოდა.

მამამთილს ასლან აბაშიძეს კი მისივე თხოვნით ბაბუთი მიმართავდა, რადგან შვილები და
შვილიშვილები ასე მიმართავდნენ და რძლისგანაც იგივე მოითხოვა.

სალომეს და გიორგის ოჯახი რვა თვეში დაინგრა. 

''კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა. დავსხედით და გადავწყვიტეთ დაშორება. მას შემდეგ შერიგების მცდელობა არ გვქონია'', ამბობდა სალომე წლების წინ.

ასლან აბაშიძე ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც გიორგის საყვარელი გოგონა ჰყავდა. ეს ამბავი გიორგის ყოფილი მეუღლესთვის არ დაუმალავს. 

თერთმეტწლიანი განშორების შემდეგ წყვილმა 2015 წელს ხელი მოაწერა.

რამდენიმე საათის წინ კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც წყვილი ტყუპებთან ერთად პატრიარქს სტუმრობს. 


RatingRatingRatingRatingRatingRating





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
gio
არ მგონია პატრიარქი ყველა ახალდაქორწინებულს ასე იღებდეს, რა ხდება ისევ ფეოდალიზმში ვართ?
19:42 / 24-05-2016
გამოხმაურება / 0 /
კახი
ღმერთმა გაგიზარდოთ ჯანმრთელები
11:03 / 24-05-2016
გამოხმაურება / 0 /
თ ბ ი ლ ი ს ი
ყველა წმინდა გფარავდეთ
21:30 / 23-05-2016
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ღმერთმა გაგიზარდოთ ასეთი გახარებულები იყავით მთელი სიცოცხლე
16:19 / 23-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS