23 მაისი, 2016
ასლან აბაშიძის შვილი, გიორგი აბაშიძე და ულამაზესი სალომე ბაჯელიძე ტყუპის მშობლები გახდნენ
რამდენიმე წლის წინ ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი აბაშიძის პირად ცხოვრებაზე ბევრს საუბრობდნენ. ზოგისთვის წარმოუდგენელიც იყო, რომ მან ლამაზეს ყოფილ მეუღლეზე, სალომე ბაჯელიძეზე მეორედ იქორწინა.

პირველად, როდესაც წყვილმა იქორწინა, გიორგი აბაშიძე 27 წლის, ხოლო სალომე მასზე ათი წლით უმცროსი, 17 წლის იყო.

წყვილის პირველი ქორწინება 2003 წელს შედგა. სალომეს მამა მისი გათხოვების შემდეგ მალევე გარდაიცვალა, წყვილს არც ჯვრისწერა ჰქონია, არც ქორწილი და არც თაფლობის თვე. 

ამბობდნენ, სალომე მისმა მომავალმა სადედამთილომ ამოირჩიაო.

რძალ - დედამთილს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. მოგვიანებით სალომე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ დედამთილის საფლავზე ხშირად დადიოდა.

მამამთილს ასლან აბაშიძეს კი მისივე თხოვნით ბაბუთი მიმართავდა, რადგან შვილები და
შვილიშვილები ასე მიმართავდნენ და რძლისგანაც იგივე მოითხოვა.

სალომეს და გიორგის ოჯახი რვა თვეში დაინგრა. 

''კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა. დავსხედით და გადავწყვიტეთ დაშორება. მას შემდეგ შერიგების მცდელობა არ გვქონია'', ამბობდა სალომე წლების წინ.

ასლან აბაშიძე ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც გიორგის საყვარელი გოგონა ჰყავდა. ეს ამბავი გიორგის ყოფილი მეუღლესთვის არ დაუმალავს. 

თერთმეტწლიანი განშორების შემდეგ წყვილმა 2015 წელს ხელი მოაწერა.

რამდენიმე საათის წინ კი სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც წყვილი ტყუპებთან ერთად პატრიარქს სტუმრობს. 


RatingRatingRatingRatingRatingRating





FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ლიზა
გიორგი ძალიან კარგი ადამიანია, ღმერთმა გამრავლოთ და გაგახაროთ, დალოცვილები ყოფილიყავით, ბედნიერი და წარმატებული იყოს თქვენი მანაგარი, ღმერთმა გაგაძლიეროთ ლამაზები და კარგი გენის მატარებელი ხართ გამრავლდით,
09:17 / 19-06-2016
გამოხმაურება / 0 /
დათა
ეხლა გახდნენ მამა აბრაამის ბატკნებიი.ფუუუ ბლიაDDD რაა
18:21 / 05-06-2016
გამოხმაურება / 0 /
დალი
ძალიან გამიხარდა,,ღმერთმაგარავლოთ,,გიორგი კარგი ადამიაიანია,არაჩვეულებრივი მშობლების შვილი,,თქვენ კი დაბოღმილებო,არაფერი არ გამოგასწორებთ,როგორცხოვრობთ მუდმივად სიძულვილით?ღმერთი არაგწამთ?
21:13 / 01-06-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ძალიან სასიხარულოა.დალოცვილები ყოფილიყვნენ ღმერთისგან
11:14 / 28-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
დიდი სიხარულია ვულოცავ
10:12 / 27-05-2016
გამოხმაურება / 0 /
რა დამსახურება აქვს რომ პატრიარქმა მიიღო?
ეგ იყო ბათუმის მერი? ფეოდალ ასლანის შვილი გიორგი? რამდენი მილიონი მოიპარეს ამ ქვეყნიდან? ეხლა იმ ფულებით ცხოვრობენ არხეინათ. მთელი აჭარა თავისი ეგონათ.
20:38 / 26-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ანუკა
ძალიან ლამაზი გოგოა,ბედნიერებას ვუსურვებ...
20:12 / 26-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ბათუმი
ვითომ იყო იგი ბათუმის მერი?. ნარკომანების მერი ხომ არ ყოფილა შემთხვევით?. ყველაზე დიდი თანამდებობა და საქმე ეხლა ჩაიბარა მგონი ამ კაცმა-მამის და ოჯახის სიწმინდის დამცველის.
14:08 / 26-05-2016
გამოხმაურება / 0 /
Shoda
გაიხარეთ! ვატყობ ფეოდალიზმი შენ უნდა გქონდეს ტვინში ჩემო გიო!
20:23 / 25-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ნატო
ღმერთმა ამრავლოს თქვენი გვარი.სალომეს და გიორგის ვუსურვებ რომ აღარასოდეს დაშორებულიყვნენ.ბედნიერები იყავით.
03:49 / 25-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS