07 მაისი, 2013
ბაკურ სვანიძის სკანდალური პასუხი ვანო ჯავახიშვილს
''არა, ამ საცოდავ უტვინო ბიჭზე საუბარი სერიოზულად ნაღდად არ შემიძლია. კაია ჯიპი ვანო? კაია ბევრი ფული პატარა უტვინო ბიჭო? და რას მიედ-მოედები და ვისზე მიედ-მოედები ვეღარ ხვდები?'' ''რეიტინგის'' 6 მაისის ნომერში საკმაოდ ვრცელი მასალა დაიბეჭდა ''კომედი შოუს'' ჯგუფზე და მასთან დაპირისპირებულ მხარეებზე. მკითხველს შევახსენებთ, რომ გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილის პაროდისტმა გიორგი აფციაურმა პრესკონფერენცია გამართა და ვანო ჯავახიშვილს ბრალი დასდო, რომ მან პრეზიდენტის პაროდიის გაკეთება აუკრძალა.
''კომედი შოუს'' გუნდს დაუპირისპირდა მათი ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი ბაკურ სვანიძეც. მასალაში,
რომელიც ''რეიტინგში'' გამოქვეყნდა, ყველა დაპირისპირებული მხარე ჩავწერეთ და მათ შორიც ბაკურ სვანიძეც. ჟურნალის გამოსვლის შემდეგ, ბაკურ სვანიძემ ვანო ჯავახიშვილის ინტერვიუს ნაწყვეტი ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა:


''მთელი გუნდის პროდიუსერი ვიყავიო, რომ ამბობს, იტყუება. ის იყო სამეურნეო რგოლის ხელმძღვანელი, ხუთი კაცი ებარა. ადამიანები რომლებიც ინტერიერის აწყობას უზრუნველყოფდნენ. შპალერის გაკვრას, ჭანჭიკების მორგებას. ამ ხუთ კაცსაც ვერ აქცევდა ყურადღებას, იჯდა და სულ ლექსებს წერდა. საახალწლო კონცერტების დროს ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას, მაგალითად სალაროში ბილეთები აღარ იყო, ის კი კომპიუტერთან იჯდა და თამაშობდა. 7 ნოემბრის მერე რამდენიმე თვე იმუშავა კიდევ და გავათავისუფლეთ სამსახურიდან. შემიძლია ოჯახის ყველა წევრი დავიფიცო, რომ ის პროტესტის ნიშნად არ წასულა სამსახურიდან"

აქ ალბათ დიდი ხარხარის ნიშანი მჭირდება:))))))))))))))
ამას ამბობს, ვანო ჯავახიშვილი ჩემზე, ბაკურ სვანიძეზე:))))
ბიჭო, ვანო, დებილი რომ იყავი ყოველთვის გეტყობოდა, მაგრამ ასე ძაან დებილი საერთოდ ადამიანი თუ არსებობდა დედამიწაზე, ნაღდად არ მეგონა.

და ა.შ. დაპირისპირებისა და ბრალდებების სკანდალური გაგრძელება შეგიძლიათ აქვე იხილოთ, ხოლო მომხდარ ამბებზე გიორგი აფციაურის, ალეკო მალხაზიშვილის, ვანო ჯავახიშვილის, ნიკა გრიგოლიას, ბაკურ სვანიძის და სხვა იუმორისტების ვრცელი კომენტარები შეგიძლიათ ჟურნალ ''რეიტინგის'' 6 მაისის ნომერში წაიკითხოთ.

Rating

Rating
Rating
Rating
ბაკურ სვანიძე
''რეიტინგში'' დაბეჭდილ საკუთარ ინტერვიუსაც გამოეხმაურა. კერძოდ, იმ მონაკვეთს, სადაც ამბობს, რომ 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების დროს, როდესაც ''კომედი შოუს'' გუნდი მომხდარს ერთ ოთახში ადევნებდა თვალს და ზოგიერთები მომიტინგეების მიმართ აგრესიას გამოთქვამდნენ, საკუთარ ფრაზაზე ''ფაქო განსაკუთრებით აგრესიული იყო'', განმარტების გაკეთება გვთხოვა:
''ვადასტურებ რომ ეს ადამიანები (ფაქო და სხვა ახალწვეულები) მაგ ამბების დროს იქ იყვნენ. მაგრამ ფაქოს ''განსაკუთრებული აგრესიულობა'' 7 ნოემბერთან დაკავშირებით ნამდვილად არ მახსოვს. როგორც ჩანს, სწორად ვერ გავიგე კითხვა და ალბათ ვიფიქრე, რომ ზოგადად მაშინდელ სიტუაციაზე მეკითხებოდი. ვაღიარებ იმასაც, რომ მაგ ინტერვიუს ჩაწერისას ვიყავი ძალიან ემოციურად განწყობილი. ინტერვიუ ჩაწერილია სამშაბათს, ანუ ერთი კვირის წინ. მე პირადად შევხვდი ფაქოს ამ თემაზე, ჩვენ ერთმანეთში გავიარეთ ეს ამბავი და მოვაგვარეთ. ვფიქრობ, ეს თემა ამოწურულად უნდა ჩავთვალოთ და არც იმის პრობლემა მაქვს, რომ ფაქოს პირადად ბოდიში მოვუხადო ამ გაუგებრობისთვის. ''კავკასიაზე'' სტუმრობისას მე ბოდიში მოვიხადე ყველასთან, ვისთანაც ემოციურად გადავაჭარბე. მაგრამ ფაქტებს ნამდვილად ვერ უარვყოფ. პატივისცემით, ბაკურ სვანიძე''

ქეთი მელაძე

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 54 /
ცუცა
სამარცხვინოები ხართ ერთნიც და მეორენიც. მე არ ვიცი ვინ არის მართალი და მტყუანი, მაგრამ სამარცხვინოები ხართ. ჯავახიშვილი და მისი გუნდი რომ მედროვეები არიან და პროვინციული იუმორი აქვთ და რომ უკვე ყველში ამოვიდა მაგათი გომური ხუმრობები, ამის დანახვას ლუპა არ სჭირდება, მაგრამ არც სვანიძის მონოლოგით ვარ აღტაცებული. მოკლედ, ვაი სირცხვილო!!!
19:18 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთო
ძლივს უწოდა ვიღაცამ მალხაზიშვილს თავისი ნამდვილი სახელი...უნიჭო რომაა ისიც თქვით,რა...ოღონდ მშვიდად...
19:07 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
შავი ზაქი
მე ვმუშაობდი ბაკურ სვანიძესთან პირადად, დაახლოებით სამი წელი..და იმ სამ ბრალდებას,რომელსაც ბაკურმა გაუსვა ხაზი,მე მართლა სასაცილოდ მივიჩნევ...) ბაკურს ვინც იცნობს მაინც მსგავს ვერაფერს იტყვი...ეს უაზრო კომენტარები და ბრალდებები,რაც ბაკურის მიმართ ამ დღეების განმავლობაში ბატონი ვანო ჯავახიშვილისგა,ალეკო მალხაზიშვილისგან,თანდარაშვილისგან და ამ ''სასტავისგან'' ისმის, მართალი რომც იყოს,მაინც ამაზრზენი და გულის ამრევია,იმის გამო რომ თქვენ პოპულარობაში,ამბიციებში და ფულში გაცვალეთ მეგობრობა,რაც ცხოვრების განმავლობაში ყველაზე ძვირფასია და არა ის,თუ ვინ რამდენ ხანს ზის კამერის წინ,ვინ უფრო მეტხანს ჩანს ტელევიზორში და ვინ რა სამსახურს ეწევა... ''ჭანჭიკების დამამაგრებელი'' თუ თავგასიებული ტელეწამყვანი... მადლობას უნდა უხდიდეთ ბაკურს იმის გამო,რომ დღეს თქვენ ხართ ის-ვინც დღეს თქვენ ხართ.........
18:38 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
შალვა
ვანომ რაც ბოლო პერიოდში გააკეტა და აკეთებს სრულიად ადასტურებს , რომ პატარა, საცოდავი, ვაზელინიანი კაცმაცუნაა. ბაკური ეკრანის იქით არ ვიცი რას აკეთებდა , მაგრამ ეკრანზე, რომ ჩნდებოდა არ მომწონდა, მისი საქმე არ იყო
18:36 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სულაც არა
ვის უნდა შურდეს ვანოს ფსევდოპოპულარობა? ზოგჯერ რას დააბრეხვებენ, ა?)))
18:36 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ვანოს კი არ შურს ვინმეს,ხალხო,სცორად გაიგეთ,ამ უსამართლობას რომ ვუკურებთ,ეგაა საცოდაობა,მერაბიშვილის დაბადების დგეზე რა უნდოდა ამ მართლაც რომ თავგასიებულს,მაგრამ დროით სარგებლობს და პატარა ფინიასავით შეკურებს კველას,ცუდია,როცა პოლიტიკაზე და დროის ბატონობაზე ცვლი დზველ მეგობრებს,არადა,იმ ცუდ ხანაში ერთად იკავით და რამდენი რამ გადაგიტანიათ ერთად
18:22 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო
რა ქალივით ილანძღება, ეგ ჰგონია ინტელექტი ამ სვანიძეს? შურიანი და ბოღმიანი კაცუნას შთაბეჭდილებას ტოვებს.
18:08 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯოჯო
გაბოროტებული და დამარცხებული კაცის ემოციებს და ბოღმას ვხედავ ბატონო ბაკურ..ამიდ საკუთარ უსუსურობას წევთ წინა პლანზე. ვანო რაცაა ყველამ კარგად ვიცით,მაგრამ ლანძღვასაც ცოდნა და ინტელექტი სჭირდება.ეგეც არ გამოგდით.აი ასე ჩანს სორიდან ნეიტრარული ადამიანების თვალში
18:01 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სხვა
პატარა და უტვნო რომ იყო ვანო ჯავახიშვილი გამოჩენის დღიდან ეტყობოდა მაგრამ დებილია დებილიას ზახილში "კაცი" გახდა ასე რომ გასაკვირია არაა ეხლა რომ ხმა ამოიღო და ვითომ კაცობს, პატარა ადამიანების ჩვევააა
17:36 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დია
ვინ უნდა გასკდეს გულზე ? როგორ გაგვაცინე რაცარუნდა მილიონები მომცენ მწამებლების გუნდში როგორ ვიქნები და ჩაუხდი ვანოსავიტ.
17:23 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS