07 მაისი, 2013
ბაკურ სვანიძის სკანდალური პასუხი ვანო ჯავახიშვილს
''არა, ამ საცოდავ უტვინო ბიჭზე საუბარი სერიოზულად ნაღდად არ შემიძლია. კაია ჯიპი ვანო? კაია ბევრი ფული პატარა უტვინო ბიჭო? და რას მიედ-მოედები და ვისზე მიედ-მოედები ვეღარ ხვდები?'' ''რეიტინგის'' 6 მაისის ნომერში საკმაოდ ვრცელი მასალა დაიბეჭდა ''კომედი შოუს'' ჯგუფზე და მასთან დაპირისპირებულ მხარეებზე. მკითხველს შევახსენებთ, რომ გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილის პაროდისტმა გიორგი აფციაურმა პრესკონფერენცია გამართა და ვანო ჯავახიშვილს ბრალი დასდო, რომ მან პრეზიდენტის პაროდიის გაკეთება აუკრძალა.
''კომედი შოუს'' გუნდს დაუპირისპირდა მათი ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი ბაკურ სვანიძეც. მასალაში,
რომელიც ''რეიტინგში'' გამოქვეყნდა, ყველა დაპირისპირებული მხარე ჩავწერეთ და მათ შორიც ბაკურ სვანიძეც. ჟურნალის გამოსვლის შემდეგ, ბაკურ სვანიძემ ვანო ჯავახიშვილის ინტერვიუს ნაწყვეტი ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა:


''მთელი გუნდის პროდიუსერი ვიყავიო, რომ ამბობს, იტყუება. ის იყო სამეურნეო რგოლის ხელმძღვანელი, ხუთი კაცი ებარა. ადამიანები რომლებიც ინტერიერის აწყობას უზრუნველყოფდნენ. შპალერის გაკვრას, ჭანჭიკების მორგებას. ამ ხუთ კაცსაც ვერ აქცევდა ყურადღებას, იჯდა და სულ ლექსებს წერდა. საახალწლო კონცერტების დროს ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას, მაგალითად სალაროში ბილეთები აღარ იყო, ის კი კომპიუტერთან იჯდა და თამაშობდა. 7 ნოემბრის მერე რამდენიმე თვე იმუშავა კიდევ და გავათავისუფლეთ სამსახურიდან. შემიძლია ოჯახის ყველა წევრი დავიფიცო, რომ ის პროტესტის ნიშნად არ წასულა სამსახურიდან"

აქ ალბათ დიდი ხარხარის ნიშანი მჭირდება:))))))))))))))
ამას ამბობს, ვანო ჯავახიშვილი ჩემზე, ბაკურ სვანიძეზე:))))
ბიჭო, ვანო, დებილი რომ იყავი ყოველთვის გეტყობოდა, მაგრამ ასე ძაან დებილი საერთოდ ადამიანი თუ არსებობდა დედამიწაზე, ნაღდად არ მეგონა.

და ა.შ. დაპირისპირებისა და ბრალდებების სკანდალური გაგრძელება შეგიძლიათ აქვე იხილოთ, ხოლო მომხდარ ამბებზე გიორგი აფციაურის, ალეკო მალხაზიშვილის, ვანო ჯავახიშვილის, ნიკა გრიგოლიას, ბაკურ სვანიძის და სხვა იუმორისტების ვრცელი კომენტარები შეგიძლიათ ჟურნალ ''რეიტინგის'' 6 მაისის ნომერში წაიკითხოთ.

Rating

Rating
Rating
Rating
ბაკურ სვანიძე
''რეიტინგში'' დაბეჭდილ საკუთარ ინტერვიუსაც გამოეხმაურა. კერძოდ, იმ მონაკვეთს, სადაც ამბობს, რომ 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების დროს, როდესაც ''კომედი შოუს'' გუნდი მომხდარს ერთ ოთახში ადევნებდა თვალს და ზოგიერთები მომიტინგეების მიმართ აგრესიას გამოთქვამდნენ, საკუთარ ფრაზაზე ''ფაქო განსაკუთრებით აგრესიული იყო'', განმარტების გაკეთება გვთხოვა:
''ვადასტურებ რომ ეს ადამიანები (ფაქო და სხვა ახალწვეულები) მაგ ამბების დროს იქ იყვნენ. მაგრამ ფაქოს ''განსაკუთრებული აგრესიულობა'' 7 ნოემბერთან დაკავშირებით ნამდვილად არ მახსოვს. როგორც ჩანს, სწორად ვერ გავიგე კითხვა და ალბათ ვიფიქრე, რომ ზოგადად მაშინდელ სიტუაციაზე მეკითხებოდი. ვაღიარებ იმასაც, რომ მაგ ინტერვიუს ჩაწერისას ვიყავი ძალიან ემოციურად განწყობილი. ინტერვიუ ჩაწერილია სამშაბათს, ანუ ერთი კვირის წინ. მე პირადად შევხვდი ფაქოს ამ თემაზე, ჩვენ ერთმანეთში გავიარეთ ეს ამბავი და მოვაგვარეთ. ვფიქრობ, ეს თემა ამოწურულად უნდა ჩავთვალოთ და არც იმის პრობლემა მაქვს, რომ ფაქოს პირადად ბოდიში მოვუხადო ამ გაუგებრობისთვის. ''კავკასიაზე'' სტუმრობისას მე ბოდიში მოვიხადე ყველასთან, ვისთანაც ემოციურად გადავაჭარბე. მაგრამ ფაქტებს ნამდვილად ვერ უარვყოფ. პატივისცემით, ბაკურ სვანიძე''

ქეთი მელაძე

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 54 /
ცუცა
კომედი შოუზე ხომ ლაპარაკიც არ არის, ნამდვილი კოშმარია. უგემოვნობის, უნიჭობის, თავხედობის, გოიმობის ზენიტია. გვეყოფა რა, აღარა კმარა? დავიღალეთ ამ დოგსოპულოების და მანქურთების და მათი კარის მასხარების ყურებით და მოსმენით. ევროპისკენ რომ მივილტვით, რითი, ვანოს შოუსნაირი დონით? ნამდვილად "წინ ვართ"...
22:41 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ივანე
მთელი კომედი ხროვა პასუხისგებასი უნდა მიეცეს ქართველი ხალხის აზროვნების დეგრადაციაში დიდი წვლილის შეტანის მუხლით
22:34 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ცუცა
დღეს საქართველოში პროფესიონალები და გემოვნება საერთოდ დეფიციტშია. მე ეჭვი მაქვს, რომ ნაცები შეგნებულად ამკვიდრებდნენ უგემოვნებას, უნიჭობას, არაპროფესიონალიზმს, რომ ხალხი დაედებილებინათ და მონებად ექციათ. ჯავახიშვილის და მალხაზიშვილის ნაირი ფინიები გამოწვრთნეს და ელიტად აქციეს. თავად ნაცები მოემზადნენ ნეტარი ცხოვრებისთვის, კონსტიტუცია ჯიბეში ჩაიდეს, პარლამენტი ქუთაისში მოისროლეს, ხალხი დაავადმყოფეს, გაამათხოვრეს, დააჩმორეს, ღირსება აყარეს. რუსული ლამის აკღძალეს, თავის შვილებს კი რუსულენოვანი ძიძები ჰყავთ. ფასადებს ღებავდნენ და ალამაზებდნენ, ფასადის უკან კი ყველაფერი დამპალი იყო და ყარდა. რაც მაგათმა ქვეყანას და ხალხს აკადრეს, არ უნდა შევარჩინოთ, ნაძირლები!!!
22:01 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვასიკო
უკვე რამდენი წელია ვამბობ, რომ ეს ვითომ კომედია უნდა დაიხუროს, ქართველებს იუმორის გრძნობა წაართვით, ვაი არტისტებო, მან სან კანის ნარჩენებო,უგემოვნების ზეიმია დღეს საქართველოს ტელევიზიაში, დილეტანტიზმი და უნიჭობა, არაპროფესიონალიზმი... მოკლედ რა....
21:34 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
ოქროს ზარდახშას რომ ნახავენ და მერე ერეთმანეთს ჭამენ, ისე დაგემართათ ყველას, ამ "იუმორისტებს"
21:31 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
vai tqvens patronss...
salaroshi biletebi ar iyovoo :D:D:D kargad maxsovs shignid rac xdeboda,ixvewebodnen ogond vinme misuliyo koncertze...axloblebit da natesavebit avsebdnen darbazebs :D:D:d es namdvilad vici :D:d
21:20 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაკურ სვანიძე
თუ ადამიანთან პირისპირ შეხვედრა და დეტალების დაზუსტება "მიჩმორებაა" მაშინ კი.მაგრამ მე ამას ასე არ მივიჩნევ. მე არ მგონია რომ თვითნ ფაქო მაგას ეგრე ფიქრობდეს და მე პირადად არ მეუბნებოდეს. არ მაქვს მაგ ადამიანზე ეგეთი წარმოდგენა. და შენ კიდევ ნუი გაქვს იმედი, რომ ამით რამეს მიაღწევ და სიტუაციას დაძაბავ. ფაქოზე დაახლოებით რვაჯერ მაღლები და ოთჯერ განიერები იყვნენ ის ხალხი არჩევნებამდე ქვებით და ტყვიებით რომ დამსდევდნენ და რატომღაც ვერ "მიმაჩმორეს" :)) ასე რომ, ავთო, გთხოვთ, თქვენი უაზრო აზრები თქვენთვის შეინახოთ:) მე უსაფუძვლოდ ადამიანების განაწყენება არ მიყვარს. განმარტება გავაკეთე. მიუღებელია შენთვის? იყოს... მე შენ არ გიცნობ. თუ რამე გსურს პირადად მითხრა, დამირეკე და "მიმაჩმორე" არ გინდა? თუ ფაქოს დონეზე ვერ ქაჩავ?:) მეცოდებიან სენნაირები უბრალოდ:)
19:59 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კროშკა
ბაკურ,სირცხვილია საერთოდ ხმას რომ იღებ და სიტყვის უფლებას გაძლევენ. შენი იუმორისტებში ხსენება სირცხვილია!!! სად გაქვს იუმორი,იხუმრე აბააა?! :დ :)))))))))
19:55 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ავთო
ბაკურ მიგაჩმორა ამიკომ და ფაქომ?:))
19:49 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვვვ
მართლა ნიჭიერ ხალხს რომ სათოფეზე არ იკარებდნენ ნაცები, ეგ ფაქტია. მაგრამ თავგასიებულისგანაც თუ შეზლებდნენ კაცუნას შექმნას-არ მეგონა. ეხლა მაინც მიუშვით ნიჭიერი ხალხი(საქართველოში იუმორის დეფიციტია?)
19:32 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS