07 მაისი, 2013
ბაკურ სვანიძის სკანდალური პასუხი ვანო ჯავახიშვილს
''არა, ამ საცოდავ უტვინო ბიჭზე საუბარი სერიოზულად ნაღდად არ შემიძლია. კაია ჯიპი ვანო? კაია ბევრი ფული პატარა უტვინო ბიჭო? და რას მიედ-მოედები და ვისზე მიედ-მოედები ვეღარ ხვდები?'' ''რეიტინგის'' 6 მაისის ნომერში საკმაოდ ვრცელი მასალა დაიბეჭდა ''კომედი შოუს'' ჯგუფზე და მასთან დაპირისპირებულ მხარეებზე. მკითხველს შევახსენებთ, რომ გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილის პაროდისტმა გიორგი აფციაურმა პრესკონფერენცია გამართა და ვანო ჯავახიშვილს ბრალი დასდო, რომ მან პრეზიდენტის პაროდიის გაკეთება აუკრძალა.
''კომედი შოუს'' გუნდს დაუპირისპირდა მათი ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი ბაკურ სვანიძეც. მასალაში,
რომელიც ''რეიტინგში'' გამოქვეყნდა, ყველა დაპირისპირებული მხარე ჩავწერეთ და მათ შორიც ბაკურ სვანიძეც. ჟურნალის გამოსვლის შემდეგ, ბაკურ სვანიძემ ვანო ჯავახიშვილის ინტერვიუს ნაწყვეტი ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა:


''მთელი გუნდის პროდიუსერი ვიყავიო, რომ ამბობს, იტყუება. ის იყო სამეურნეო რგოლის ხელმძღვანელი, ხუთი კაცი ებარა. ადამიანები რომლებიც ინტერიერის აწყობას უზრუნველყოფდნენ. შპალერის გაკვრას, ჭანჭიკების მორგებას. ამ ხუთ კაცსაც ვერ აქცევდა ყურადღებას, იჯდა და სულ ლექსებს წერდა. საახალწლო კონცერტების დროს ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას, მაგალითად სალაროში ბილეთები აღარ იყო, ის კი კომპიუტერთან იჯდა და თამაშობდა. 7 ნოემბრის მერე რამდენიმე თვე იმუშავა კიდევ და გავათავისუფლეთ სამსახურიდან. შემიძლია ოჯახის ყველა წევრი დავიფიცო, რომ ის პროტესტის ნიშნად არ წასულა სამსახურიდან"

აქ ალბათ დიდი ხარხარის ნიშანი მჭირდება:))))))))))))))
ამას ამბობს, ვანო ჯავახიშვილი ჩემზე, ბაკურ სვანიძეზე:))))
ბიჭო, ვანო, დებილი რომ იყავი ყოველთვის გეტყობოდა, მაგრამ ასე ძაან დებილი საერთოდ ადამიანი თუ არსებობდა დედამიწაზე, ნაღდად არ მეგონა.

და ა.შ. დაპირისპირებისა და ბრალდებების სკანდალური გაგრძელება შეგიძლიათ აქვე იხილოთ, ხოლო მომხდარ ამბებზე გიორგი აფციაურის, ალეკო მალხაზიშვილის, ვანო ჯავახიშვილის, ნიკა გრიგოლიას, ბაკურ სვანიძის და სხვა იუმორისტების ვრცელი კომენტარები შეგიძლიათ ჟურნალ ''რეიტინგის'' 6 მაისის ნომერში წაიკითხოთ.

Rating

Rating
Rating
Rating
ბაკურ სვანიძე
''რეიტინგში'' დაბეჭდილ საკუთარ ინტერვიუსაც გამოეხმაურა. კერძოდ, იმ მონაკვეთს, სადაც ამბობს, რომ 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების დროს, როდესაც ''კომედი შოუს'' გუნდი მომხდარს ერთ ოთახში ადევნებდა თვალს და ზოგიერთები მომიტინგეების მიმართ აგრესიას გამოთქვამდნენ, საკუთარ ფრაზაზე ''ფაქო განსაკუთრებით აგრესიული იყო'', განმარტების გაკეთება გვთხოვა:
''ვადასტურებ რომ ეს ადამიანები (ფაქო და სხვა ახალწვეულები) მაგ ამბების დროს იქ იყვნენ. მაგრამ ფაქოს ''განსაკუთრებული აგრესიულობა'' 7 ნოემბერთან დაკავშირებით ნამდვილად არ მახსოვს. როგორც ჩანს, სწორად ვერ გავიგე კითხვა და ალბათ ვიფიქრე, რომ ზოგადად მაშინდელ სიტუაციაზე მეკითხებოდი. ვაღიარებ იმასაც, რომ მაგ ინტერვიუს ჩაწერისას ვიყავი ძალიან ემოციურად განწყობილი. ინტერვიუ ჩაწერილია სამშაბათს, ანუ ერთი კვირის წინ. მე პირადად შევხვდი ფაქოს ამ თემაზე, ჩვენ ერთმანეთში გავიარეთ ეს ამბავი და მოვაგვარეთ. ვფიქრობ, ეს თემა ამოწურულად უნდა ჩავთვალოთ და არც იმის პრობლემა მაქვს, რომ ფაქოს პირადად ბოდიში მოვუხადო ამ გაუგებრობისთვის. ''კავკასიაზე'' სტუმრობისას მე ბოდიში მოვიხადე ყველასთან, ვისთანაც ემოციურად გადავაჭარბე. მაგრამ ფაქტებს ნამდვილად ვერ უარვყოფ. პატივისცემით, ბაკურ სვანიძე''

ქეთი მელაძე

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 54 /
დინა
აბცოლუტურად ზუსტია ზურას შეფასება. ესენი არიან უტვინო კომედიანტები.
11:36 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მოასორეთ მართლა თავგასიებული ვანო ვეგარ ვიტანთ
11:11 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
namdvilad ar visi vin aris martali da vin mtyani.arts politikosi var,erts vityvi,qveynidan gadaxvewili,gapasisebit vuyurebdi iumoristul gadasemebs,rom sota gavxalisebuliyavit,vanos gasasemebi daemsgavsa ragas unicho qiliks,ashkarad etyoba rats xdeba.daviwyeb yurebas da 5 wytshi ukve etyoba ,rom iumoristuli ki ara bigma gadasemaa,amitom bolomde agarts ki vuyureb,bolo 4 tu 5 gadasema saertodats ar miyurebia.namdvilad ar minda dabogmili adamianis unicho laparaks vusmino.dzalian mwydeba guli,rom ase xdeba,
04:03 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
გოიმების პარადი,, ყელში იყო ამოსული ამათი სოფლური იუმორი.. იმედი მაქ რომ მალე გაასხამენ ტელეეთერიდან,, როდემდე გოიმების პარადი..
01:45 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ემიგრანტი
ძელიან გული მწყდება ეს "კაცუნები" ასე რომ დაერივნენ ერთმანეთს. ქართულს მონატრებული ყველაფერს ვუყურებდი... რამრენი წელიაა... უბრალოდ ესე არაკაცურად როგორ შეიძლებიდა ერთად ყოფნაა.. ნიჭიერებაზე არც არის ლაპარაკი... გული მწყდება იმაზე რომ საქართველოში ადამიანურობის დეფიციტიააა... აფსუს!
00:01 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაკურ სვანიძე
უბრალოდ საცოდაობაა, როცა ადამიანები ამ კრიტერიუმებით აზროვნებენ - "ხელმოცარული" "გაბოროტებილი" "დაბოღმილი" მერე უკვე პოლიტიკური სისულელეები - "ოცნებისტი" "ბიძინა" "ელიაშვილები" :)))))))) როდესმე მივა თქვენი ინტელექტის და ზნეობის დონე იქამდე რომ დაუშვათ - შეიძლება ადამიანმა სიმართლე თქვას ყოველგვარი ხეირის მოლოდონის გარეშე? თუმცა რაც ნაგვები ხართ იგივე ნაგავი გგონიათ სხვაც:) თქვენნაირების შედეგი იყო 9 წლიანი უზნეობის ზენიტი საქართველოში. აქ მიშა არაფერ შუაშია. მანიაკები ხელისუფლებაში - თქვენნაირად მოაზროვნე ხალხის პროდუქტი იყო... ასეა ეს:) სამწუხაროდ...
23:32 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაკურ სვანიძე
:) იმდენად გამწარდნენ ბიჭები, დაჟე ცრუ "ბაკურ სვანიძე"-ები გაჩითეს:) საკუტარი სახელებით დაწერეთ:) "დები ელიაშვილების ტ-ში ძრომა" არა? :) რამდენად არაინფორმირებულები ხართ თქვე საცოპდავებო:) ხან მეცხრე არხიდან გამომაგდეს, ტან ელიაშვილებს ვუძვრები... ჰა, გადაწყვიტეთ რომელია მართალი ა? :) ამ ქალაქში ვაპირებ ცხოვრებას სიცოცხლის ბოლომდე და არაფერი მჭირს სასირცხვილო. იმათ შერცხვეთ ვინც ამ ქალაქის მცხოვრბელების ტავის გატეხვას ტაშს უკრავდა! და კიდევ - ზოგიერთი საცოდავი ტყუილად ცდიოლობთ ჩემი და ლევან გოგორელიანის წაკიდებას. ადამიანურად გავიარეთ ერთად ეს ამბავი და ადამიანურად დავშორდით. ლევან გოგორელიანი არ იყო 2007 წელს იმ დონის ფიგურა რომ იქ რამე ეთქვა და მე შარზე არ ვარ რომ მას ამ კუთხით რამე დავაბრალო. დანარჩენი - ის რომ იგიც და სხვებიც უგულავას "ბეგრაუნდში" ედგნენ, თქვენც ნახეთ და ამას ჩემი მტკიცება არ ჭირდება. ბიძინას და პოლიტიკას კი ამ ტემასთან არავითარი შეხება არ აქვს და არც ექნება. სულ არ მაინტერესებს ვინ სად მუშაობს, ბიძინასთან თუ ბარაკ ობამასთან. მთელი ცხოვრება სიმართლით მივლია და სიმართლით ვივლი სწორედ ამ ქალაქში ნებისმიერი ნაგვის ჯინაზე!
23:27 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფისტი
ივანე ნამდვილად კომედი ხროვამ დააჩლუნგა და იმბიცილი გახადა ნახევარი საქარტველო.შენს კომენტარს ნამდვილად ვეღარაფერს შევმატებ ცამდის მართალი თქვი.
23:21 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაკურ სვანიძე
მინდა ბოდიში მოვიხადო რადგან ხანდახან გამოვდივარ მდგომარეობიდან, მშურს ყველაფრის და ვბოროტდები ხოლმე.ეს იმის ბრალია რომ ამჟამად უმუშევრად დავრჩი,მე-9 არხიდანაც გამომაგდეს,ეს ალბათ იმიტომ რომ ზედმეტად პროფესიონალი ვარ და არავის სჭირდება საქმის მცოდნე. ერთი სიტყვით ერთი გაბოროტებული და ხელმოცარული კაცი ვარ!!!
23:10 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ბაკურ სვანიძე ასპროცენტიან სიმართლეს ამბობ. მე არ ვიცი რა ხდება დეტალებში რუსთავი 2 სამზარეულოში მაგრამ ეს უნიჭო აღზევებული მდაბიო ვანო, რომელსაც იუმორი საერთოდ არ გააჩნია და ტექსტის არათუ დამახსოვრების, წაკიტხვის ნიჭიც არ გააჩნია, რომელიც აზრს ვერ ატანს "ხუმრობებს" და ამიტომ იძულებულია ყოველი ფრაზა ორჯერ გაიმეოროს, რომლისნაირადაც და უკეთესადაც ყველა სოფლის ბირჟაზე ხუმრობენ, არ გამიხადეს აქ სიცილის მეფე?????
22:51 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS