07 მაისი, 2013
ბაკურ სვანიძის სკანდალური პასუხი ვანო ჯავახიშვილს
''არა, ამ საცოდავ უტვინო ბიჭზე საუბარი სერიოზულად ნაღდად არ შემიძლია. კაია ჯიპი ვანო? კაია ბევრი ფული პატარა უტვინო ბიჭო? და რას მიედ-მოედები და ვისზე მიედ-მოედები ვეღარ ხვდები?'' ''რეიტინგის'' 6 მაისის ნომერში საკმაოდ ვრცელი მასალა დაიბეჭდა ''კომედი შოუს'' ჯგუფზე და მასთან დაპირისპირებულ მხარეებზე. მკითხველს შევახსენებთ, რომ გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილის პაროდისტმა გიორგი აფციაურმა პრესკონფერენცია გამართა და ვანო ჯავახიშვილს ბრალი დასდო, რომ მან პრეზიდენტის პაროდიის გაკეთება აუკრძალა.
''კომედი შოუს'' გუნდს დაუპირისპირდა მათი ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი ბაკურ სვანიძეც. მასალაში,
რომელიც ''რეიტინგში'' გამოქვეყნდა, ყველა დაპირისპირებული მხარე ჩავწერეთ და მათ შორიც ბაკურ სვანიძეც. ჟურნალის გამოსვლის შემდეგ, ბაკურ სვანიძემ ვანო ჯავახიშვილის ინტერვიუს ნაწყვეტი ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა:


''მთელი გუნდის პროდიუსერი ვიყავიო, რომ ამბობს, იტყუება. ის იყო სამეურნეო რგოლის ხელმძღვანელი, ხუთი კაცი ებარა. ადამიანები რომლებიც ინტერიერის აწყობას უზრუნველყოფდნენ. შპალერის გაკვრას, ჭანჭიკების მორგებას. ამ ხუთ კაცსაც ვერ აქცევდა ყურადღებას, იჯდა და სულ ლექსებს წერდა. საახალწლო კონცერტების დროს ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას, მაგალითად სალაროში ბილეთები აღარ იყო, ის კი კომპიუტერთან იჯდა და თამაშობდა. 7 ნოემბრის მერე რამდენიმე თვე იმუშავა კიდევ და გავათავისუფლეთ სამსახურიდან. შემიძლია ოჯახის ყველა წევრი დავიფიცო, რომ ის პროტესტის ნიშნად არ წასულა სამსახურიდან"

აქ ალბათ დიდი ხარხარის ნიშანი მჭირდება:))))))))))))))
ამას ამბობს, ვანო ჯავახიშვილი ჩემზე, ბაკურ სვანიძეზე:))))
ბიჭო, ვანო, დებილი რომ იყავი ყოველთვის გეტყობოდა, მაგრამ ასე ძაან დებილი საერთოდ ადამიანი თუ არსებობდა დედამიწაზე, ნაღდად არ მეგონა.

და ა.შ. დაპირისპირებისა და ბრალდებების სკანდალური გაგრძელება შეგიძლიათ აქვე იხილოთ, ხოლო მომხდარ ამბებზე გიორგი აფციაურის, ალეკო მალხაზიშვილის, ვანო ჯავახიშვილის, ნიკა გრიგოლიას, ბაკურ სვანიძის და სხვა იუმორისტების ვრცელი კომენტარები შეგიძლიათ ჟურნალ ''რეიტინგის'' 6 მაისის ნომერში წაიკითხოთ.

Rating

Rating
Rating
Rating
ბაკურ სვანიძე
''რეიტინგში'' დაბეჭდილ საკუთარ ინტერვიუსაც გამოეხმაურა. კერძოდ, იმ მონაკვეთს, სადაც ამბობს, რომ 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების დროს, როდესაც ''კომედი შოუს'' გუნდი მომხდარს ერთ ოთახში ადევნებდა თვალს და ზოგიერთები მომიტინგეების მიმართ აგრესიას გამოთქვამდნენ, საკუთარ ფრაზაზე ''ფაქო განსაკუთრებით აგრესიული იყო'', განმარტების გაკეთება გვთხოვა:
''ვადასტურებ რომ ეს ადამიანები (ფაქო და სხვა ახალწვეულები) მაგ ამბების დროს იქ იყვნენ. მაგრამ ფაქოს ''განსაკუთრებული აგრესიულობა'' 7 ნოემბერთან დაკავშირებით ნამდვილად არ მახსოვს. როგორც ჩანს, სწორად ვერ გავიგე კითხვა და ალბათ ვიფიქრე, რომ ზოგადად მაშინდელ სიტუაციაზე მეკითხებოდი. ვაღიარებ იმასაც, რომ მაგ ინტერვიუს ჩაწერისას ვიყავი ძალიან ემოციურად განწყობილი. ინტერვიუ ჩაწერილია სამშაბათს, ანუ ერთი კვირის წინ. მე პირადად შევხვდი ფაქოს ამ თემაზე, ჩვენ ერთმანეთში გავიარეთ ეს ამბავი და მოვაგვარეთ. ვფიქრობ, ეს თემა ამოწურულად უნდა ჩავთვალოთ და არც იმის პრობლემა მაქვს, რომ ფაქოს პირადად ბოდიში მოვუხადო ამ გაუგებრობისთვის. ''კავკასიაზე'' სტუმრობისას მე ბოდიში მოვიხადე ყველასთან, ვისთანაც ემოციურად გადავაჭარბე. მაგრამ ფაქტებს ნამდვილად ვერ უარვყოფ. პატივისცემით, ბაკურ სვანიძე''

ქეთი მელაძე

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 54 /
ლალი
ნახევარი საქართველო უყურებდა სანამ გამოააშკარავებდნენ ამის შემდეგაც იტრაბახონ აბა,მე პირადად პროტესტის ნიშნად აღარ ვუყურებ.გახსოვთ ალბათ თოფაძეს პროტესტის ნიშნად ყაზბეგის ლუდზე უარი რომ თქვა ხალხმა,რა დღეში ჩავარდა კომპანია
14:54 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტოლია
ვაი თქვენს პატრონს, თავი მართლა მსახიობები გგონიათ?ნაცისტების ჯამბაზებო
14:11 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სხვა
ვეთანხმები რომ ეს ყველაფერი საზოგადოებრივი მოვლენაა და ხალხმაც უდნა იცოდეს და ტელევიზორიდან რომ უცოდველის ახეებით მოგვჩერებიან ასეც არაა, მართლა "მასხარები" თორემ ათასი კაცის დაწერილ იუმორს ყველა წაიკითხავ, თანაც ვანოზე კარგად, უბრალოდ თავში არუნდა აგივარდეს ადამიანს, ვანო რაც თავდიან იყო თავგასიებული ისევ ის უნდა ყოფილიყო, "ნანულის" ქმარი და მორჩა, მაგრამ ახლა ფულიანი თავგასიებულია ეგაა განსხვავაება მეტი არაფერი
13:39 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაკურ სვანიძე
ყველასთვის ყველაფერი პირადად მაქვს ნათქვამი, თქვენ დაწყნარდით, მე მიმაჩნია რომ ეს საზოგადოებრივი მოვლენაა და საზოგადოების სამსჯავროზეა გამოსატანი. ეს ერთი. მეორეც თ ხედავთ შეგნებულად არ ვპასუხობ პოსტებს, სადაც ჩემს "ნიჭზე" "იუმორის უნარზე" და ასეთებზეა საუბარი. ეგ გემოვნების საკითხია და უნდა არსებობდეს კიდეც სხვადასხვა მიმართლების იუმორი. ვიღაცას ეს მოსწონს ვიღაცას ის. ასე რომ ამის გარჩევა ჩემი საქმე არ არის. დანარჩენზე დაწყნარდით - პირადადაც ყცველასტს ყველაფერი მაქვს ნათქვამი და როცა "არაპირადად" ჟურნალში "არაკაცს" მიწოდებენ, ამაზე პასუხის უფლერბაც მაქვს:)
12:59 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
ბაკურ, თქვენს ადგილზე ამ ყველაფერს ვანოს პირადად ვეტყოდი და ამ სიბინურეს ჭორიკანა ქალივით გარეთ არ გამოვფენდი.ვანო უტვინოა თუ დებილი, შოუს აკეთებს და ამ შოუს მინიმუმ ნახევარი საქართველო მაინც უყურებს და რა თქმა უნდა ეს მხოლოდ მისი დამსახურება არ არის. ხალხს თქვენი ერთობლივი პროდუქტი მოგვწონდა და არ ვიცოდით, რომ ეს ბიჭები ასე რომ გვამხიარულებდით, სინამდვილეში ბოროტი და შურიანი ადამიანები ყოფილხართ. აფციაური, რომელიც ასე საყვარლად აკეთებდა მიშას პაროდიას, სინამდვილეში ღვარძლიანი ადამიანი აღმოჩნდა,თქვენ უზრდელი და ა. შ აღარ ჩამოვთვლი.ყველაზე მეტად კი ის მაკვირვებს, აქამდე თავი რომ არ გამოამჟღავნეთ.ძალიან მრცხვენია თქვენს ნაცვლად ბიჭებო, აქ გარჩევა არ არსებობს, ყველანი პატარა ადამიანები ხართ და ამის შემდეგ რაც არ უნდა გააკეთოთ ხალხის კეთილგანწყობას ვეღარ მოიპოვებთ.
12:55 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარკო
ვინ ვის რას აბრალებს ძნელია სიმართლეში გაერკვე მაგრამ ერთი უდავოა, ვანო ნამდვილად ნიჭიერია (არა აქვს მნიშვნელობა ვის ესვეტსკება და ვის არა, მთავრია რომ ეცინებათ) ხოლო ბაკურ სვანიძე არასოდეს გამოირჩეოდა იუმორით, (გაიცინეთ უხერხულიას ვარიანტი) თუმცა პიროვნულად ნამდვილად ვერ ვიმსჯელებ ვერც ერთზე, შეიძლება ბაკური უფრო კარგი ადამიანია ვიდრე ვანო, მაგრამ მაყურებლის გადმოსახედიდან ვანო პროფესიონალია. აფციაურს რაც შეეხება აშკარად ნიჭიერია მაგრამ მის გადაცემას რაც შეეხება იყო ნაძალადევი, უგემოვნო და არარეიტინგული. ეს ჩემი როგორც მაყურებლის პოზიციაა.
12:52 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაკურ სვანიძე
დათო, სად გქონდა ჩემთან "შეხება" და რა ტიპის "შეხება" გქონდა ერთი მითხარი რა :)) როგორ მეცინება ასეთ "შემოგზავნილებზე" :))))
12:06 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
სიმართლე გითხრათ ამათი წასვლით ტელევიზიიდან დიდი ვერაფერი დანაკლისი იქნება, ასეთი უინტელექტო და დაბალი დონის გადაცემები , თუნდაც იუმორისტული არ უნდა გადიოდეს ეთერში, ეს არის უწიგნურობის და გაუნათლებლობის "ზეიმი", რომელსაც მომავალი თაობა სამწუხაროდ პირდაპირი მნიშვნელობით იგებს
11:55 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ზიზი
ვანო მაგარი ხარ
11:51 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
ბაკურასთან მქონდა ადრე შეხება და საშინელი პიროვნებაა. დარწმუნებული ვარ რომ ბაკური შურით სკდება.
11:44 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS