07 მაისი, 2013
ბაკურ სვანიძის სკანდალური პასუხი ვანო ჯავახიშვილს
''არა, ამ საცოდავ უტვინო ბიჭზე საუბარი სერიოზულად ნაღდად არ შემიძლია. კაია ჯიპი ვანო? კაია ბევრი ფული პატარა უტვინო ბიჭო? და რას მიედ-მოედები და ვისზე მიედ-მოედები ვეღარ ხვდები?'' ''რეიტინგის'' 6 მაისის ნომერში საკმაოდ ვრცელი მასალა დაიბეჭდა ''კომედი შოუს'' ჯგუფზე და მასთან დაპირისპირებულ მხარეებზე. მკითხველს შევახსენებთ, რომ გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილის პაროდისტმა გიორგი აფციაურმა პრესკონფერენცია გამართა და ვანო ჯავახიშვილს ბრალი დასდო, რომ მან პრეზიდენტის პაროდიის გაკეთება აუკრძალა.
''კომედი შოუს'' გუნდს დაუპირისპირდა მათი ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი ბაკურ სვანიძეც. მასალაში,
რომელიც ''რეიტინგში'' გამოქვეყნდა, ყველა დაპირისპირებული მხარე ჩავწერეთ და მათ შორიც ბაკურ სვანიძეც. ჟურნალის გამოსვლის შემდეგ, ბაკურ სვანიძემ ვანო ჯავახიშვილის ინტერვიუს ნაწყვეტი ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა:


''მთელი გუნდის პროდიუსერი ვიყავიო, რომ ამბობს, იტყუება. ის იყო სამეურნეო რგოლის ხელმძღვანელი, ხუთი კაცი ებარა. ადამიანები რომლებიც ინტერიერის აწყობას უზრუნველყოფდნენ. შპალერის გაკვრას, ჭანჭიკების მორგებას. ამ ხუთ კაცსაც ვერ აქცევდა ყურადღებას, იჯდა და სულ ლექსებს წერდა. საახალწლო კონცერტების დროს ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას, მაგალითად სალაროში ბილეთები აღარ იყო, ის კი კომპიუტერთან იჯდა და თამაშობდა. 7 ნოემბრის მერე რამდენიმე თვე იმუშავა კიდევ და გავათავისუფლეთ სამსახურიდან. შემიძლია ოჯახის ყველა წევრი დავიფიცო, რომ ის პროტესტის ნიშნად არ წასულა სამსახურიდან"

აქ ალბათ დიდი ხარხარის ნიშანი მჭირდება:))))))))))))))
ამას ამბობს, ვანო ჯავახიშვილი ჩემზე, ბაკურ სვანიძეზე:))))
ბიჭო, ვანო, დებილი რომ იყავი ყოველთვის გეტყობოდა, მაგრამ ასე ძაან დებილი საერთოდ ადამიანი თუ არსებობდა დედამიწაზე, ნაღდად არ მეგონა.

და ა.შ. დაპირისპირებისა და ბრალდებების სკანდალური გაგრძელება შეგიძლიათ აქვე იხილოთ, ხოლო მომხდარ ამბებზე გიორგი აფციაურის, ალეკო მალხაზიშვილის, ვანო ჯავახიშვილის, ნიკა გრიგოლიას, ბაკურ სვანიძის და სხვა იუმორისტების ვრცელი კომენტარები შეგიძლიათ ჟურნალ ''რეიტინგის'' 6 მაისის ნომერში წაიკითხოთ.

Rating

Rating
Rating
Rating
ბაკურ სვანიძე
''რეიტინგში'' დაბეჭდილ საკუთარ ინტერვიუსაც გამოეხმაურა. კერძოდ, იმ მონაკვეთს, სადაც ამბობს, რომ 7 ნოემბრის ცნობილი მოვლენების დროს, როდესაც ''კომედი შოუს'' გუნდი მომხდარს ერთ ოთახში ადევნებდა თვალს და ზოგიერთები მომიტინგეების მიმართ აგრესიას გამოთქვამდნენ, საკუთარ ფრაზაზე ''ფაქო განსაკუთრებით აგრესიული იყო'', განმარტების გაკეთება გვთხოვა:
''ვადასტურებ რომ ეს ადამიანები (ფაქო და სხვა ახალწვეულები) მაგ ამბების დროს იქ იყვნენ. მაგრამ ფაქოს ''განსაკუთრებული აგრესიულობა'' 7 ნოემბერთან დაკავშირებით ნამდვილად არ მახსოვს. როგორც ჩანს, სწორად ვერ გავიგე კითხვა და ალბათ ვიფიქრე, რომ ზოგადად მაშინდელ სიტუაციაზე მეკითხებოდი. ვაღიარებ იმასაც, რომ მაგ ინტერვიუს ჩაწერისას ვიყავი ძალიან ემოციურად განწყობილი. ინტერვიუ ჩაწერილია სამშაბათს, ანუ ერთი კვირის წინ. მე პირადად შევხვდი ფაქოს ამ თემაზე, ჩვენ ერთმანეთში გავიარეთ ეს ამბავი და მოვაგვარეთ. ვფიქრობ, ეს თემა ამოწურულად უნდა ჩავთვალოთ და არც იმის პრობლემა მაქვს, რომ ფაქოს პირადად ბოდიში მოვუხადო ამ გაუგებრობისთვის. ''კავკასიაზე'' სტუმრობისას მე ბოდიში მოვიხადე ყველასთან, ვისთანაც ემოციურად გადავაჭარბე. მაგრამ ფაქტებს ნამდვილად ვერ უარვყოფ. პატივისცემით, ბაკურ სვანიძე''

ქეთი მელაძე

სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 54 /
ნელი კიკაბიდზე
ხალხნო გიყვარდეტ ერტმანეტი,რა გჯირტ ზოგს ერი მოსცონს ზოგს ბერი!
01:37 / 10-05-2013
გამოხმაურება / 0 /
13
ეს ჯურნალისტები რა წამქეზებლები ხართ გადაკიდეს ხალხი ერთმანეთს..ერთმანეთში თუ ვერ მორიგდნენ რა ჩვენი საქმეა..ისინი კიდე კაცები არიან თუ ვინები გაარკვიონ ერთმანეტში რა ინტერვიუებს აძლევენ..
13:14 / 09-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მეგიკო
ძალიან მეწყინა რომ ესე ცუდად დაიშალნენ აქმდესაზოგადოებას ეგონა ფულის გამო წავიდნენ კომედიშოუდან ბერასთან ამიკო ფაქო მჟავია ციყვი და დანარჩენები თურმე შიგნით განხეთქილება მოხდა და მერე გადასულან ბერასთან. აქამდე მთელი დგეები კომედი შოუ მქონდა ჩართული მაგრამ იმ ხალხით გახდნენ რეიტინგულები რომლების სამსახურიიDან გაუშვიათ არ შეიძლება იმათი მონაწილეობით რომ იმეორონ კოველდგე ვინს უკვე კომედიშოუდან გაYარეს .
12:52 / 09-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თამარი
რას ბოდიალობს ეს კაცი ვერაფერი ვერ გავიგე, ვერ ხვდებით რომ ახალ იუმორისტულ გადაცემას აკეთებენ სხვა არხზე და რეიტინგისთვის ჭირდებათ ეს ყველაფერი? ჩვეულებრივი პიარია. აბა რას ნიშნავს სხვას ეს ქალივით ჭორაობა? მიდი და კაცურად მოაგვარე რა შე კაი კაცო.ფეისბუქზე ყველა მაგარია რაა :))
12:27 / 09-05-2013
გამოხმაურება / 0 /
რეფო
იმიტომაა რომ არაბიძეს და ბიჭიკაევს შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღები აჩუქა კაი საბრძოლო გენერლებივით. ამათი ნიორწყლით შეზავებული იუმორიც კი სასწაული პოლიტიკური სიმყრალით გამოირჩევა.
02:33 / 09-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მე მიყვარს ვანო
მართლა ძალიან მიყვარს ვანოს იუმორი, ზედმეტი მიმიკების გარეშე , უბრალოდ და ხუმრობით გვახალისებს წლებია. რატომ ხართ ხალხო უმადური?! აბა, საცოდავი ტრისტანა სარალიძის ღლიცინს გინდათ უყუროთ სულ თუ გივი ბერიკაშვილის სიგოიმეს?! ან იქნებ ბერიკაშვილის დავაჟკაცებულ ქალიშვილს ...
02:17 / 09-05-2013
გამოხმაურება / 0 /
))))
თქვნი დედები მოვტთყან ნაცების მწოველებო
23:21 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვანო დაგაფსი
პატარა ცახისი,სასაცილო კაცუნა,დებილი,
23:03 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ვაჟკაცი კაცი და ჭეშმარიტი ქართველი არ იტყვის ადამიანზე დასახვრეტია,ხალხმა ფულის გამო გაყიდა ადამიანობა,როგორ შეიძლება ქრისტიანი ადამიანი,სააკაშვილს იცავდეს და ნაც ბანდის გვერდიტ იდგნენ,როგორც ეს ბიჭიკაშვილმა,გრიგოლიამ გააკეთა,მათ მიმართ დავკარგე წარმოდგენა,არაკაცებად ეგენი მიმაჩნია,ბაკუს სვანიძე კაცურად მოიქცა, რომ ამ გუნდიდან დრულად წამოვიდა
17:29 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
გეთანხმებით ბაკურ აბსოლიტურად,ესენი მხოლოდ ფულის მონები არიან! რამოდენიმეს განსხვავებით.
17:23 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS