10 სექტემბერი, 2013
რამაზ ნოზაძე ცოლის შეურაცხმყოფელს სასამართლოს დარბაზის გარეთ გაუსწორდება
თუმცა, გუშინ საკუთარ კედელზე, რამაზ ნოზაძის მეუღლემ განცხადება გააკეთა, რომ ჩივილს აღარ აპირებდა ამ ბოლო დროს ინტერნეტსივრცეში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა სასამართლოში ჩივილს აპირებდა.

მოგეხსენებთ, ხატია პრესასთან კარგი ურთიერთობით გამოირჩევა, ჟურნალისტებთან ყოველთვის ღიად საუბრობს ამა თუ იმ თემებზე, მაგრამ სხვადასხვა საიტზე გამოქვეყნების შემდეგ, მისი ინტერვიუს ქვეშ ყოველთვის ნახავთ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას ყოფილი ტელეწამყვანის მიმართ.

მართალია, ხატია ამბობს, რომ ხალხის ხმას ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ეტყობა ერთ-ერთმა კომენტარის ავტორმა, რომელიც გავრცელებული
ინფორმაციით შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტია, ხატიას მოთმინების ფიალა აუვსო, როცა მისი ოჯახის შეურაცხყოფაზე გადავიდა.

ამის გამო, ხატიამ გადაწყვიტა სასამართლოში სარჩელი შეეტანა. რასაკვირველია, ეს თემა აქტუალური გახდა ინტერნეტსივრცეშიც. თუმცა, გუშინ საკუთარ კედელზე, რამაზ ნოზაძის მეუღლემ განცხადება გააკეთა, რომ ჩივილს აღარ აპირებდა.

უცვლელად გთავაზობთ მის სტატუსს:

''მოკლედ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემმა უსაყვარლესმა ადამიანმა, რომლის აზრს მე ყოველთვის ვიზიარებ, მითხრა, რომ არ ღირს ვიღაც ტუტუცი სტუდენტის გამწარება მხოლოდ იმიტომ რომ ოჯახში არ არის აღზრდილი და მისთვის კულტურა არავის არ უსწავლებია.

რომ ვინც რაც უნდა ის წეროს და იკითხოს რადგან ამით ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებენ და გაახარონ თავიანთი ჭია და თუ ეს წამიერ სიამოვნებას მაინც ანიჭებთ, რადგან მათ ცხოვრებაში ალბათ სხვა სასიამოვნო არაფერი ხდება...

თუ ვინმე პირში გაბედავს ჩენი ოჯახის გალანძღვას, მას ძალიან დიდი სიამოვნებით უპასუხებს იქვე, სასამართლო დარბაზამდე არ მისული.

მოკლედ, არ ღირს ნერვიულობა თემაზე, რომელიც ზოგადად ადამიანების ინტელექტს გამოხატავს და არა იმ სიმართლეს, რასაც ეს ადამიანები წერენ....

ჰოდა, აღარ შემაქვს სასამართლოში სარჩელი, მარტო იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი, სულ რომ არ ვიზიარებდე ამ თეორიას, მისი სურვილი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ასე რომ ... the end ''

ქეთი მელაძე
სპეციალურად `რეიტინგის~ საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
ქეთო
კარგად აზროვნებს ეს გოგო :))
14:41 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მართლა რა უზრდელურ კომენტარს წერს ზოგიერთი! ვეთანხმები ხატიას,რადგან ზოგჯერ მეც ისე გამოვუყვანივარ ვიღაცის უაზრო და ბილწ კომენტარს წყობიდან,ძლივს ამიყვანია თავი ხელში! სწორია,ზოგიერთს მართლა ძალიან დაბალი კულტურა აქვს,მთავარია დაწეროს და ამით სხვის პირადს რომ შეურაცხყოფს,ამას ვერ ხვდება,ან ხვდება და სპეციალურად წერს,რომ ნერვები აუშალოს მისთვის უცნობ ადამიანს.სხვისი ცხოვრების გარჩევა და ჭორაობა მის გარშემო, ზოგიერთი ქართველის ავადმყოფობაა და ასეთს ყოველთვის იგნორი უნდა გაუკეთო!...
14:29 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS