მოგეხსენებთ, ხატია პრესასთან კარგი ურთიერთობით გამოირჩევა, ჟურნალისტებთან ყოველთვის ღიად საუბრობს ამა თუ იმ თემებზე, მაგრამ სხვადასხვა საიტზე გამოქვეყნების შემდეგ, მისი ინტერვიუს ქვეშ ყოველთვის ნახავთ არაერთგვაროვან დამოკიდებულებას ყოფილი ტელეწამყვანის მიმართ.
მართალია, ხატია ამბობს, რომ ხალხის ხმას ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ ეტყობა ერთ-ერთმა კომენტარის ავტორმა, რომელიც გავრცელებული
ამის გამო, ხატიამ გადაწყვიტა სასამართლოში სარჩელი შეეტანა. რასაკვირველია, ეს თემა აქტუალური გახდა ინტერნეტსივრცეშიც. თუმცა, გუშინ საკუთარ კედელზე, რამაზ ნოზაძის მეუღლემ განცხადება გააკეთა, რომ ჩივილს აღარ აპირებდა.
უცვლელად გთავაზობთ მის სტატუსს:
''მოკლედ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩემმა უსაყვარლესმა ადამიანმა, რომლის აზრს მე ყოველთვის ვიზიარებ, მითხრა, რომ არ ღირს ვიღაც ტუტუცი სტუდენტის გამწარება მხოლოდ იმიტომ რომ ოჯახში არ არის აღზრდილი და მისთვის კულტურა არავის არ უსწავლებია.
რომ ვინც რაც უნდა ის წეროს და იკითხოს რადგან ამით ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებენ და გაახარონ თავიანთი ჭია და თუ ეს წამიერ სიამოვნებას მაინც ანიჭებთ, რადგან მათ ცხოვრებაში ალბათ სხვა სასიამოვნო არაფერი ხდება...
თუ ვინმე პირში გაბედავს ჩენი ოჯახის გალანძღვას, მას ძალიან დიდი სიამოვნებით უპასუხებს იქვე, სასამართლო დარბაზამდე არ მისული.
მოკლედ, არ ღირს ნერვიულობა თემაზე, რომელიც ზოგადად ადამიანების ინტელექტს გამოხატავს და არა იმ სიმართლეს, რასაც ეს ადამიანები წერენ....
ჰოდა, აღარ შემაქვს სასამართლოში სარჩელი, მარტო იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი, სულ რომ არ ვიზიარებდე ამ თეორიას, მისი სურვილი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ასე რომ ... the end ''
ქეთი მელაძე
სპეციალურად `რეიტინგის~ საიტისთვის




















