09 სექტემბერი, 2013
გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას რომანის ამბავი გამჟღავნდა
ამ ჭორების გავრცელებას უფრო მეტი საფუძველი იმანაც შეუქმნა, რომ სალომე ჭაჭუამ მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან თავის მრავალწლიან ურთიერთობას წერტილი დაუსვა გიორგისა და სალომეს წყვილი ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეორე სეზონზე გამარჯვებისთვის იბრძოდა. საბოლოოდ, რუსკამ თავის მეწყვილესთან ერთად შეძლო მათი დამარცხება.

სალომე და გიორგი იმდენად საინტერესო და კარგ წყვილს ქმნიდნენ სცენაზე, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ეკრანს მიღმა ურთიერთობაზე ყველა ალაპარაკდა.

ამ ჭორების გავრცელებას უფრო მეტი საფუძველი იმანაც შეუქმნა, რომ სალომე ჭაჭუამ მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან თავის მრავალწლიან ურთიერთობას წერტილი
დაუსვა.

გიგი და სალომე პოპულარობის მოპოვების შემდეგ ხშირად ჩნდებოდნენ ჟურნალების გარეკანებზე და თავიანთი გრძნობებისა და მოსალოდნელი ქორწილის შესახებ ღიად და ხალისიანად ჰყვებოდნენ, თუმცა მათი სიყვარულის ამბავი მოულოდნელად დასრულდა.

სალომესა და გიგის ზაფხულში ბავშვები ბათუმში ჰყავდათ წაყვანილი, ქორეოგრაფიული სტუდიიდან და შესაბამისად, ერთად დასვენებამაც მოუწიათ, თუმცა ამან მათ ურთიერთობას ახალი ფერები ვერ შესძინა.

სალომესთან დაკავშირებით უამრავი ჭორი ვრცელდებოდა, ასახელებდნენ უამრავ სახეს, რომელმაც, ხმების თანახმად, მისი და გიგის რომანი დაასრულა და მათ შორის პირველ ადგილზე სალომეს მეწყვილე, გიორგი ვარდოსანიძე იყო, თუმცა ორივე მხარე კატეგორიულად უარყოფდა ამ ამბავს.

ჭორებმა კიდევ მოიმატა მას შემდეგ, რაც გიორგი მსახიობ თამთა შალამბერიძეს დაშორდა, რომელთან შეყვარებულების საკმაოდ ბევრ წელს ითვლიდა, თუმცა მიზეზი არსად დაუსახელებია და შემდეგ ჟურნალისტებისთვისაც მიუწვდომელი გახდა.

დღევანდელ ''პრაიმ-ტაიმთან'' კი გიორგიმ გაამხილა, რომ სალომე ჭაჭუასთან რომანი აქვს, თუმცა მათი ურთიერთობა ამ კუთხით ახალი დაწყებულია და ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დროს არანაირი გრძნობა არ ჰქონიათ. გიორგი ამტკიცებს, რომ რომანი დაიწყო მას შემდეგ, რაც ორივემ თავისი ძველი ურთიერთობა დაასრულა და არა მაშინ, როცა ჟურნალისტები აქტიურად ეკითხებოდნენ ამის შესახებ და პრესაში სტატიებიც კი იწერებოდა.
Rating
ჟურნალისტებს სულ იმას გვაბრალებენ, რომ ჭორებს ვიგონებთ, თუმცა გიორგისა და სალომეს შემთხვევაში ეს ჭორი სიმართლე აღმოჩნდა. წყვილი პრესასთან აქტიურ ურთიერთობას არ გეგმავს. როგორც ჩანს, სიყვარულით ტკბობას აპირებენ, თუმცა საზოგადოების ყურადღება რომ არ მოაკლდებათ, ფაქტია.

როგორც გიორგი აცხადებს, მან და სალომემ თავიანთი გრძნობების შესახებ ზღვაზე ერთად ყოფნისას შეიტყვეს და ამას მოწმობს რომანტიკული ფოტო, სადაც გიორგის ხელში ჰყავს ატაცებული სალომე...

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 88 /
თიკო
გიორგი საქართველოსჰი ვინც ჩანს ყველაზე სიმპატიური ბიჭია..სალომე პროსტა მაგრად ცეკვავს
11:22 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინ
ხალხო სულ ტყუილად ხართ აგრესიულები სალომეს მიმართ. პირიქით ცოდოა. დაანგრია თავისი ურთიერთობა და რის გამო? რამოდენიმე თვე, მაქსიმუმ ერთი წელი რომ იყოს ბიჭთან, რომელიც აუცილებლად მიატოვებს. ულამაზესი გოგო მიატოვა და ამას დაიტოვებს? კარგით რაა
10:49 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ჯერ ერთმანეთს ლოკავე შემდეგ ათას საშინელებებს აბრალებენ,იმიტომ ვერ ვიტან ამ შოუმენების საცოდავ წარმომადგენლებს ცალი ფეხი ზევით აწევას რომ ისწავლიან და თავი ვარსკვლავი ჰგონიათ.
10:18 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკოოო
ხალხნო რა გჭირთ წადით თქვენ საქმეებს მიხედეთ დაბოგმილებო დაანებეთ თავი ამ წყვილს მათი ურთიერთობა თქვენ არ მოგეკითხებათ
09:53 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
აუ ორღობის ჭორიკანა დედაკაცები წავიდაააა. რა საცოდავი ხალხი ხართ, საკუთარი არ გაგაჩნიათ და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობთ. ყოფილ შეყვარებულებს საკუთარი მომავლის პოვნაში წარმატებები. რას იზამთ ასეთია ცხოვრება და მორჩით ტატყანს, ძალიან მშვენიერი წყვილია და მაგრაც უხდებიან ერთმანეთს. და რაც მთავარია თქვენნაირები შინაბერების აზრი სულ ფეხის ფრჩხილზე კიდიათ. გაიხაეთ გენაცვალეთ, ღმერთმა სიკეთე და სიყვარული არ დაგილიოთ!
04:25 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
პაპა კარლო
"გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას რომანის ამბავი გამჟღავნდა" ამ ჩემს ყ**ს. ჭუჭუა კი არა ახალგაზრდობაში ისეთი გოგოები მეძლეოდნენ, ფეხები ყურებიდან ეწყებოდათ. ეგ კი არა ანაბრები როდის უნდა დააბრუნოთ ბლიადდ :@:@:@:@
03:53 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
იაკო
გიორგის ძაან ლამაზი გოგო ყავდა ადრე სამწუხაროა რომ დაშორდნენ,ძაან მომწონდა მათი წყვილი. ეს სალომე პროფესიონალია თავის საქმის მაგრამ საშინლად შეუხედავია და უინტელექტო.
02:59 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
გოჩა გაარკვიე ქორწილი რომელ წელს ჩატარდება და ვისთან?შალამბერიძეები მოემზადონ თუ ჭაჭუები?ისე პატარ პატარა რქების ხო არ გეშინია უკვე თუ შენ ძალებში ხარ დარწმუნებული?რიავიცი რიავიცი კაი ნამკურნალები თუ ხარ შეილება არც დაგადგას ჭაჭუამ ჯერჯერობით...მდაა
02:14 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ჟანეტი
ტიპს იმენა კიდია რო იცის თვითონ და მთელმა ქვეყანამ რო მაგისი ახალი სიყვარული არის გაქანებული ავხორცი ბ^^^^^ და თქვენ რაღას დარდობთ ხალხოოო?გაჩეჩილაძე გიგის და თამთა შალამბერიძეს ულოცავთ ნაგვისგან გათავისუფლებას მთელი ნახალოვკა
01:23 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
უფლის გეშინოდეთ ხალხოოოოოოოოოოოოოოოო
01:09 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS