09 სექტემბერი, 2013
გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას რომანის ამბავი გამჟღავნდა
ამ ჭორების გავრცელებას უფრო მეტი საფუძველი იმანაც შეუქმნა, რომ სალომე ჭაჭუამ მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან თავის მრავალწლიან ურთიერთობას წერტილი დაუსვა გიორგისა და სალომეს წყვილი ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეორე სეზონზე გამარჯვებისთვის იბრძოდა. საბოლოოდ, რუსკამ თავის მეწყვილესთან ერთად შეძლო მათი დამარცხება.

სალომე და გიორგი იმდენად საინტერესო და კარგ წყვილს ქმნიდნენ სცენაზე, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ეკრანს მიღმა ურთიერთობაზე ყველა ალაპარაკდა.

ამ ჭორების გავრცელებას უფრო მეტი საფუძველი იმანაც შეუქმნა, რომ სალომე ჭაჭუამ მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან თავის მრავალწლიან ურთიერთობას წერტილი
დაუსვა.

გიგი და სალომე პოპულარობის მოპოვების შემდეგ ხშირად ჩნდებოდნენ ჟურნალების გარეკანებზე და თავიანთი გრძნობებისა და მოსალოდნელი ქორწილის შესახებ ღიად და ხალისიანად ჰყვებოდნენ, თუმცა მათი სიყვარულის ამბავი მოულოდნელად დასრულდა.

სალომესა და გიგის ზაფხულში ბავშვები ბათუმში ჰყავდათ წაყვანილი, ქორეოგრაფიული სტუდიიდან და შესაბამისად, ერთად დასვენებამაც მოუწიათ, თუმცა ამან მათ ურთიერთობას ახალი ფერები ვერ შესძინა.

სალომესთან დაკავშირებით უამრავი ჭორი ვრცელდებოდა, ასახელებდნენ უამრავ სახეს, რომელმაც, ხმების თანახმად, მისი და გიგის რომანი დაასრულა და მათ შორის პირველ ადგილზე სალომეს მეწყვილე, გიორგი ვარდოსანიძე იყო, თუმცა ორივე მხარე კატეგორიულად უარყოფდა ამ ამბავს.

ჭორებმა კიდევ მოიმატა მას შემდეგ, რაც გიორგი მსახიობ თამთა შალამბერიძეს დაშორდა, რომელთან შეყვარებულების საკმაოდ ბევრ წელს ითვლიდა, თუმცა მიზეზი არსად დაუსახელებია და შემდეგ ჟურნალისტებისთვისაც მიუწვდომელი გახდა.

დღევანდელ ''პრაიმ-ტაიმთან'' კი გიორგიმ გაამხილა, რომ სალომე ჭაჭუასთან რომანი აქვს, თუმცა მათი ურთიერთობა ამ კუთხით ახალი დაწყებულია და ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დროს არანაირი გრძნობა არ ჰქონიათ. გიორგი ამტკიცებს, რომ რომანი დაიწყო მას შემდეგ, რაც ორივემ თავისი ძველი ურთიერთობა დაასრულა და არა მაშინ, როცა ჟურნალისტები აქტიურად ეკითხებოდნენ ამის შესახებ და პრესაში სტატიებიც კი იწერებოდა.
Rating
ჟურნალისტებს სულ იმას გვაბრალებენ, რომ ჭორებს ვიგონებთ, თუმცა გიორგისა და სალომეს შემთხვევაში ეს ჭორი სიმართლე აღმოჩნდა. წყვილი პრესასთან აქტიურ ურთიერთობას არ გეგმავს. როგორც ჩანს, სიყვარულით ტკბობას აპირებენ, თუმცა საზოგადოების ყურადღება რომ არ მოაკლდებათ, ფაქტია.

როგორც გიორგი აცხადებს, მან და სალომემ თავიანთი გრძნობების შესახებ ზღვაზე ერთად ყოფნისას შეიტყვეს და ამას მოწმობს რომანტიკული ფოტო, სადაც გიორგის ხელში ჰყავს ატაცებული სალომე...

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 88 /
იცინეთ ახალგაზრდობამ რამდენიც გინდა იცინეთ
კაცი ვერაფერს იგებს და ვერაფერს ხვდება როცა ქალი ყავაში განსაკუთრებით ,იმ' საზიზღრობას უსხავს,მერე შტერდება კი არ უყვარდება ირევა და გიჟდება იმ ქალზე და ყველა ზიზღდება ვინც საწინააღმდეგოს ეუბნება.მაგას არც გემო აქვს არაფერი,ერთი გაიხსენოს გიორგიმ სალომესთან რამდენჯერ დაულევია ყავა?ვაი უბედური გიორგი ვარდოსანიძე რა გააუბედურა ვაგზლის ქალმა და ვერცა ხვდება ეგ სულელი ბიჭი
20:10 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
sabonis
აწი ვატყობ შეყვარებულს და მით-უმეტეს ცოლს არავინ გაუშვებს მაგ შოუში.
18:27 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
gocha
რა გულის ამრევები ხართ! რატო ლანძღავთ ასე სალომეს,არ გინდათ თქვენ გქონდეთ ისეთი ნებისყოფა(გარეგნობაზე და ცეკვაზე აღარაფერს ვამბობ)რო სახლში ნანახი ჩამომხრჩვალი მამის ნახვის შემდეგ კიდევ ფეხზე დადგეთ და ცხოვრება გააგრძელოთ?
17:13 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკო
ვაიმე ეს კომენტარები რო წავიკითხე მივხდი რა დონის დებილი ხალხი არსებობს....რა ეშმაკი ხალო რა ბოროტი..თქვებ სულ გააფრინეთ ხო? რაშუაშია ეშმაკი და მაგია...სირცხვილია ხალხო რეებს წერთ...
14:19 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
რას ხედავთ გულის ამრევს? ოდესგაც ყველაფერი მთავრდება,ცოლ ქმრები შორდებიან,დიდი ამბავი მათ განელებოდათ სიყვარული,რა იცით რა ხდებოდა?სხვის ომში ყველა ბრძენია,საერთოდ სალომეს ლანძღვას რომ მოეშვათ და თქვენ ცხოვრებას მიხედოთ კარგს იზავთ
13:42 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
გული ამერია გიორგიზე..ფუუ...სალომეზე რომ საერთოდ!რას გადარჩნენ ამ ერთუფრედიანებს გიგი და თამთა..
12:41 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია -ს
გოგო შენ სულ გაგიჟდი???მეორედ არ ახსენო უფალი და არ გაბედო უფლის ხსენება ჭაჭუასთან მიმართებაში!ვაი თქვენ პატრონს მართლა თუ გჯერათ რო გიორგის გამოთაყვანებაში ეშმაკის და შამანების ხელი არ ურევია სალომეს მხრიდან,მართლა გონებაჩლუნგები ყოფილხართ მაშ!
12:38 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
დაანებეთ თავი ხალხნო ორივეს,ეას ერევით სხვის საქმეში?ძანიან კარგი გოგოა რას ერჩით?უფალმა დალოცოს ორივე
12:26 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
პაპა კარლო ს
ღმერთი გაგახარებთ ვაიმე რამდენი ვიცინეეეეე ანაბრებზე:DDDDDDDDDDD კაი ხალხო რას დარდობთ ნეტა?გიორგი არის ცნობილი ძალიან ძალიან მექალთანე(ეგ თამთამდე იყო ჭკვიანი არავინ იცნობდა და იყო თავისთვის)ეხლა იქ ცოტა ფული დაინახა იქ მანქანა შეიძინა ახალი და ჭკუაზე აღარაა ბიჭი ნაშა ნაშაზე მიდი მოვდივააააააარ:D ჭაჭუა კიდე რა ბო,,,იცაა ეგეც ცნობილია ყურებით ყავდა დაჭერილი გიგი.თამთა ანგელოზია და საქმე მისალოცათ აქვს მართლაც
11:40 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
სალომეს ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი.დარწმუნებული ვარ გიორგისგანაც განწირულია.ცოტას გაიღლაბუცებს გიორგი და დავაი დასვიდანია.გიგის და თამთას წარმატებები
11:24 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS