09 სექტემბერი, 2013
გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას რომანის ამბავი გამჟღავნდა
ამ ჭორების გავრცელებას უფრო მეტი საფუძველი იმანაც შეუქმნა, რომ სალომე ჭაჭუამ მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან თავის მრავალწლიან ურთიერთობას წერტილი დაუსვა გიორგისა და სალომეს წყვილი ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეორე სეზონზე გამარჯვებისთვის იბრძოდა. საბოლოოდ, რუსკამ თავის მეწყვილესთან ერთად შეძლო მათი დამარცხება.

სალომე და გიორგი იმდენად საინტერესო და კარგ წყვილს ქმნიდნენ სცენაზე, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ეკრანს მიღმა ურთიერთობაზე ყველა ალაპარაკდა.

ამ ჭორების გავრცელებას უფრო მეტი საფუძველი იმანაც შეუქმნა, რომ სალომე ჭაჭუამ მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან თავის მრავალწლიან ურთიერთობას წერტილი
დაუსვა.

გიგი და სალომე პოპულარობის მოპოვების შემდეგ ხშირად ჩნდებოდნენ ჟურნალების გარეკანებზე და თავიანთი გრძნობებისა და მოსალოდნელი ქორწილის შესახებ ღიად და ხალისიანად ჰყვებოდნენ, თუმცა მათი სიყვარულის ამბავი მოულოდნელად დასრულდა.

სალომესა და გიგის ზაფხულში ბავშვები ბათუმში ჰყავდათ წაყვანილი, ქორეოგრაფიული სტუდიიდან და შესაბამისად, ერთად დასვენებამაც მოუწიათ, თუმცა ამან მათ ურთიერთობას ახალი ფერები ვერ შესძინა.

სალომესთან დაკავშირებით უამრავი ჭორი ვრცელდებოდა, ასახელებდნენ უამრავ სახეს, რომელმაც, ხმების თანახმად, მისი და გიგის რომანი დაასრულა და მათ შორის პირველ ადგილზე სალომეს მეწყვილე, გიორგი ვარდოსანიძე იყო, თუმცა ორივე მხარე კატეგორიულად უარყოფდა ამ ამბავს.

ჭორებმა კიდევ მოიმატა მას შემდეგ, რაც გიორგი მსახიობ თამთა შალამბერიძეს დაშორდა, რომელთან შეყვარებულების საკმაოდ ბევრ წელს ითვლიდა, თუმცა მიზეზი არსად დაუსახელებია და შემდეგ ჟურნალისტებისთვისაც მიუწვდომელი გახდა.

დღევანდელ ''პრაიმ-ტაიმთან'' კი გიორგიმ გაამხილა, რომ სალომე ჭაჭუასთან რომანი აქვს, თუმცა მათი ურთიერთობა ამ კუთხით ახალი დაწყებულია და ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დროს არანაირი გრძნობა არ ჰქონიათ. გიორგი ამტკიცებს, რომ რომანი დაიწყო მას შემდეგ, რაც ორივემ თავისი ძველი ურთიერთობა დაასრულა და არა მაშინ, როცა ჟურნალისტები აქტიურად ეკითხებოდნენ ამის შესახებ და პრესაში სტატიებიც კი იწერებოდა.
Rating
ჟურნალისტებს სულ იმას გვაბრალებენ, რომ ჭორებს ვიგონებთ, თუმცა გიორგისა და სალომეს შემთხვევაში ეს ჭორი სიმართლე აღმოჩნდა. წყვილი პრესასთან აქტიურ ურთიერთობას არ გეგმავს. როგორც ჩანს, სიყვარულით ტკბობას აპირებენ, თუმცა საზოგადოების ყურადღება რომ არ მოაკლდებათ, ფაქტია.

როგორც გიორგი აცხადებს, მან და სალომემ თავიანთი გრძნობების შესახებ ზღვაზე ერთად ყოფნისას შეიტყვეს და ამას მოწმობს რომანტიკული ფოტო, სადაც გიორგის ხელში ჰყავს ატაცებული სალომე...

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 88 /
gocha
სალომეს ადამიანობა რა შუაშია მის ჩამომხრჩვალ მამასთან? და ერთხელ და სამუდამოდ მოეშვით ამ ჯადოებზე და სისაძაგლეებზე ლაპარაკს!
15:27 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
რა ჯადო :D რის ჯადო :D ქალს ისეთი სხეული და მიხვრა-მოხვრა აქვს გამოაშტერებს ნებისმიერ კაცს. ეგ კი არადა მე ვტკბებოდი რომ ვუყურებდი, ისე ლამაზად გამოდიოდა ხოლმე. ასეთ ქალებს ჯადოები და მაგია არაფერში ჭირდებათ ^^ ხოლო სხვისი ლოგინი არავის საქმე არაა. ისე გიორგის მართლა ძალიან საყვარელი საცოლე ყავდა. ნუ დარდობთ. ყველა იპოვის გზას. ^^
14:27 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გოჩას
" სახლში ნანახი ჩამომხრჩვალი მამის ნახვის შემდეგ კიდევ ფეხზე დადგეთ და ცხოვრება გააგრძელოთ?" არც წაქცეულა, რომ დამდგარიყო ფეხზე ასეთი არაადამიანი რომ იყო, იმიტომაც ასე იოლად გაგრძელა ცხოვრება.რაზე აიკლო მაშინ ქვეყანა მიყვარს გაჩეGილაძეო? თუ მობეზრდა ერთი და იგივე? ისიც ხომ არის რააააააააააააა ერთი და განუმეორებელი? ვაი, ჩემო ქვეყანავ,ასეთების ხელში.
13:48 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ესმერალდა
მაგრები არიან რაააააააა
20:27 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ზეტა
საცოდავი ხარ ჟორიკ, გამოგათაყვანა სალომ? კაცის მეტი ყველაფერი ხარ, .... ჭკუაზე რომ დადიხარ. ჩმო ხარ, თავიდან ქალივით მალავდი ურთიერთობის ამბავს, მაგრამ როცა მოგაჭირა თქვი არა ყველაფერი?! ან თქვი ან ვაფშე არ თქვა, კურღელივით რომ დარბიხარ იქეთ-აქეთ, მაგრამ ,,ვით" რა შუაშია, ბაჭია ხარ ყურებჩამოყრილი. მიმიფურთხებია შენს კაცობაზე!!!!!
12:54 / 12-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ბოღბებო გეყოთ ამდენი ლანძღვა ჩაიხედეთ საკუთარ სულში თუ ხართ სუფთები. ბორეტები ხარ დიახაც კარგი გააკეტა სალომემ იმ დეგენერატ და შტერთან რომ არ დარჩა. თქვენ იცით საერთოს რაა სიყვარული რატომ არავინ კითხულობთ რატომ დაშორდა გიგი სალომეს ვინც იცავთ კითხეღ ერთი მაგრამ მაგას ხომ კაცობა არ ეყოფა რომ თქვას, როგორ ფიქრობთ მართალი რომ იყოს ასე დათმობდა ყველაფერს. სალომესნაირი გოგო იშვიათად თუა ბოღმებო და ბოროტებო
10:53 / 11-09-2013
გამოხმაურება / 0 /
gocha
სულ რო ბეწვზე ეკიდოს ჩემი ბედკრული სიცოცხლე გიორგის დასაცავად ყოველთვის დიდი შემართებით ვიბრძოლებ! მაინც ვერაფერს დააკლებთ შურიანებო ამ ულამაზეს წყვილს!
01:41 / 11-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გოჩუნა სს
რაო გოჩა აღარ ხარ რაღაც ძველებური შემართებით ჟორას დაცვაში?შეგისრულა გოგოოოომ აიხდინა ნატვრა?თამთუკას დაქალებს რო არ უჯერებდით არავინ აჭამა გიოს სალომ?ვენაცვალე თუ აჭამა კაიც უქნია ცეკვების დროს რაც მაგან იტრაბახა ამ ტიპს მაინც დავითრევო გამოათაყვანა თუ არა?შეუსრულა? გიგიც გადარჩა და თამთაც ორ რეგვენ ორანგუტანს!მთელი თბილისი პატივს ცემს გაჩეჩილაძესაც და შალამბერიძესაც,ჟორიკოს კიდე ყველა დასცინის დასაცინია და აბა რა...
01:01 / 11-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სერტი
მე ზალიან მომწონს ამ რომანის დაწყება მიხარია ზალიან და ნუ ხარტ ბოროტები რა
23:25 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი ვარდოსანიძეს
რაო ჩაგისხა გოგომ ,,წამალი'' ჟორიიიკ?თამთას დაქალებს რო ლანძღავდი გამეტებით მაგას ვამტკიცებდით განა სხვა რამეს,მაგ ვაგზლის ქალი რო იქადნებოდა ეგ ბიჭი ჩემი გახდებაო აი ეგრე პროტო დამევასა და დავაწერ თამთასო.გგონია ხალხს ყურები არ ქონდა ცეკვები ახალი დაწყებული იყო და მაშინათვე მაგას იძახოდა ჭაჭუა თან იკრიჭებოდა კიდეც.ეგ ყველამ იცის შე რქიანო შენ გარდა რამდენჯერ ხარ ნამყოფი მაგასთან კაცურად თქვი სადაც ერტად დაგილევიათ რამე დასალევი სულერთია რაც გინდა იყოს,ეგ მაგრა ჭრის.გვეცოდები ადამიანურად ჟორა სიკალულოო რქები არ ამოგადგეს
21:18 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS