09 სექტემბერი, 2013
გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას რომანის ამბავი გამჟღავნდა
ამ ჭორების გავრცელებას უფრო მეტი საფუძველი იმანაც შეუქმნა, რომ სალომე ჭაჭუამ მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან თავის მრავალწლიან ურთიერთობას წერტილი დაუსვა გიორგისა და სალომეს წყვილი ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეორე სეზონზე გამარჯვებისთვის იბრძოდა. საბოლოოდ, რუსკამ თავის მეწყვილესთან ერთად შეძლო მათი დამარცხება.

სალომე და გიორგი იმდენად საინტერესო და კარგ წყვილს ქმნიდნენ სცენაზე, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ეკრანს მიღმა ურთიერთობაზე ყველა ალაპარაკდა.

ამ ჭორების გავრცელებას უფრო მეტი საფუძველი იმანაც შეუქმნა, რომ სალომე ჭაჭუამ მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან თავის მრავალწლიან ურთიერთობას წერტილი
დაუსვა.

გიგი და სალომე პოპულარობის მოპოვების შემდეგ ხშირად ჩნდებოდნენ ჟურნალების გარეკანებზე და თავიანთი გრძნობებისა და მოსალოდნელი ქორწილის შესახებ ღიად და ხალისიანად ჰყვებოდნენ, თუმცა მათი სიყვარულის ამბავი მოულოდნელად დასრულდა.

სალომესა და გიგის ზაფხულში ბავშვები ბათუმში ჰყავდათ წაყვანილი, ქორეოგრაფიული სტუდიიდან და შესაბამისად, ერთად დასვენებამაც მოუწიათ, თუმცა ამან მათ ურთიერთობას ახალი ფერები ვერ შესძინა.

სალომესთან დაკავშირებით უამრავი ჭორი ვრცელდებოდა, ასახელებდნენ უამრავ სახეს, რომელმაც, ხმების თანახმად, მისი და გიგის რომანი დაასრულა და მათ შორის პირველ ადგილზე სალომეს მეწყვილე, გიორგი ვარდოსანიძე იყო, თუმცა ორივე მხარე კატეგორიულად უარყოფდა ამ ამბავს.

ჭორებმა კიდევ მოიმატა მას შემდეგ, რაც გიორგი მსახიობ თამთა შალამბერიძეს დაშორდა, რომელთან შეყვარებულების საკმაოდ ბევრ წელს ითვლიდა, თუმცა მიზეზი არსად დაუსახელებია და შემდეგ ჟურნალისტებისთვისაც მიუწვდომელი გახდა.

დღევანდელ ''პრაიმ-ტაიმთან'' კი გიორგიმ გაამხილა, რომ სალომე ჭაჭუასთან რომანი აქვს, თუმცა მათი ურთიერთობა ამ კუთხით ახალი დაწყებულია და ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დროს არანაირი გრძნობა არ ჰქონიათ. გიორგი ამტკიცებს, რომ რომანი დაიწყო მას შემდეგ, რაც ორივემ თავისი ძველი ურთიერთობა დაასრულა და არა მაშინ, როცა ჟურნალისტები აქტიურად ეკითხებოდნენ ამის შესახებ და პრესაში სტატიებიც კი იწერებოდა.
Rating
ჟურნალისტებს სულ იმას გვაბრალებენ, რომ ჭორებს ვიგონებთ, თუმცა გიორგისა და სალომეს შემთხვევაში ეს ჭორი სიმართლე აღმოჩნდა. წყვილი პრესასთან აქტიურ ურთიერთობას არ გეგმავს. როგორც ჩანს, სიყვარულით ტკბობას აპირებენ, თუმცა საზოგადოების ყურადღება რომ არ მოაკლდებათ, ფაქტია.

როგორც გიორგი აცხადებს, მან და სალომემ თავიანთი გრძნობების შესახებ ზღვაზე ერთად ყოფნისას შეიტყვეს და ამას მოწმობს რომანტიკული ფოტო, სადაც გიორგის ხელში ჰყავს ატაცებული სალომე...

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 88 /
მარი ს
მასეთი მართალი კომენტარი არც წამიკითხია და საღოლ მარი შენ,ყველას თავისი ადგილი მიუჩინე ყოჩაღ !
02:24 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ყოჩაღ ამათ! სირცხვილი თქვენ უთAვმოყვარეო დედაკაცო სალომე და გიორგი შენ უკეთესის ღირსი არც ყოფილხარ.დალიან მომწონდა ეს გოგო მაგრამ ეხლა დავრწმუნდი რომ ორპირი და ნათრევი კატა ხარ
00:27 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ანინელი
სალომე გარდა იმისა, რომ კარგად ცეკვავს ძალიან სიმპატიური დ\ ქალურია.
14:19 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გოგა
კი ბატონო ეგრე იყოს!
12:47 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
gocha - ს
შენი ყველა პირობა შესრულებული იქნება 10-ზე და ამაში თავად დარწმუნდები,მარტო დღეს და ხვალე ხომ არ არსებობს...არის დრო რომელიც ლამის ზოგჯერ უსასრულობამდე იწელება და შენ გიმეორებ თავად დარწმუნდები შენზე,მაგ შენ სათაყვანებელ მსახიობზე და რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეს, მის ახალ სიყვარულზეც კი ერთი გადაკრული არ შეგხვდება ჩემი მხრიდან არსად(თუ არც შენ შემეხები) მაგრამ მომიტევე და გულში რას გავივლებ ან უკვე რა გავივლე - კარგია რო მაგას ვერასოდეს გაიგებ! პირობა პირობაა გოგა:)
02:02 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
gocha
არანაირად არ შევეხები შენს თავმოყვარეობას,შენ შენთვის მე ჩემთვის! მარა ჩემი მთავარი პირობაა რო გიოზე ცუდი არ გაივლო გულში და მითუმეტეს აქ არაფერი დაწერო!
00:36 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
gocha - ს
კაი,ბაზარი არაა:) თუ შენ არ შემეხები და არ უკბენ ჩემ თავმოყვარეობას,არადედა და არაქალი ვიყო ღადაობა კი არა თუ ოდნავ მაინც გადაკრული ვთქვა შენზე ან "იმაზე" ან საერთოდ შეგეხო რამენაირი ფორმით...აი ჩემი სიტყვა დაიმახსოვრე! ოღონდაც შენ ნუ 'მიკბენ' გთხოვ:) რადგან მერე ვეღარ ვაკონტროლებ თავს...
23:50 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
gocha
რა გინდა ქეთი რატო გადამეკიდე? ხო შევთანხმდით რო საბოლოოდ გაგვეწყვიტა ყოველგვარი კონტაქტი და რაღაზე მიბრუნდები?იღადავე რამდენიც გინდა,მარა მოსისხლე მტრობას იქნებ მოვეშვათ?ორივესთვის ასე აჯობებს!
23:07 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
gocha - ს
ხო ცოლისძმა უნდა დამეწერა მარა ისე მეშლება ნერვები შენ რო ამქვეყნად არსებობ...
19:36 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
gocha - ს
როგორია მთელი სასტავის წინაშე,ჩემი დებილად გამოყვანა,რომელიც თურმე იმდენად დებილია რო სკოლის მოსწავლემ ატინგიცა მთელი ნახევარი, წელი ამხელა ქალი...მაგას გიჩვენებ,როგორია შეფარულად წერა, ეხლა მე უნდა ვიღადავო...ჩათვალე რო შენი მოსისხლე მტერი ვარ ან რაც გინდა ის ჩათავალე მარა მე პირადად სადაც გამისწორდება და რაც გამისწორდება იქ მივაპოსტავ...ასე არ ამბობდი ხოლმე:მე გეტყვით,ივანიშვილის ძმისცოლი ვარ და დადექით და არკვიეთ რამდენიც გინდათო!
19:34 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS