09 სექტემბერი, 2013
გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას რომანის ამბავი გამჟღავნდა
ამ ჭორების გავრცელებას უფრო მეტი საფუძველი იმანაც შეუქმნა, რომ სალომე ჭაჭუამ მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან თავის მრავალწლიან ურთიერთობას წერტილი დაუსვა გიორგისა და სალომეს წყვილი ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეორე სეზონზე გამარჯვებისთვის იბრძოდა. საბოლოოდ, რუსკამ თავის მეწყვილესთან ერთად შეძლო მათი დამარცხება.

სალომე და გიორგი იმდენად საინტერესო და კარგ წყვილს ქმნიდნენ სცენაზე, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ეკრანს მიღმა ურთიერთობაზე ყველა ალაპარაკდა.

ამ ჭორების გავრცელებას უფრო მეტი საფუძველი იმანაც შეუქმნა, რომ სალომე ჭაჭუამ მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან თავის მრავალწლიან ურთიერთობას წერტილი
დაუსვა.

გიგი და სალომე პოპულარობის მოპოვების შემდეგ ხშირად ჩნდებოდნენ ჟურნალების გარეკანებზე და თავიანთი გრძნობებისა და მოსალოდნელი ქორწილის შესახებ ღიად და ხალისიანად ჰყვებოდნენ, თუმცა მათი სიყვარულის ამბავი მოულოდნელად დასრულდა.

სალომესა და გიგის ზაფხულში ბავშვები ბათუმში ჰყავდათ წაყვანილი, ქორეოგრაფიული სტუდიიდან და შესაბამისად, ერთად დასვენებამაც მოუწიათ, თუმცა ამან მათ ურთიერთობას ახალი ფერები ვერ შესძინა.

სალომესთან დაკავშირებით უამრავი ჭორი ვრცელდებოდა, ასახელებდნენ უამრავ სახეს, რომელმაც, ხმების თანახმად, მისი და გიგის რომანი დაასრულა და მათ შორის პირველ ადგილზე სალომეს მეწყვილე, გიორგი ვარდოსანიძე იყო, თუმცა ორივე მხარე კატეგორიულად უარყოფდა ამ ამბავს.

ჭორებმა კიდევ მოიმატა მას შემდეგ, რაც გიორგი მსახიობ თამთა შალამბერიძეს დაშორდა, რომელთან შეყვარებულების საკმაოდ ბევრ წელს ითვლიდა, თუმცა მიზეზი არსად დაუსახელებია და შემდეგ ჟურნალისტებისთვისაც მიუწვდომელი გახდა.

დღევანდელ ''პრაიმ-ტაიმთან'' კი გიორგიმ გაამხილა, რომ სალომე ჭაჭუასთან რომანი აქვს, თუმცა მათი ურთიერთობა ამ კუთხით ახალი დაწყებულია და ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დროს არანაირი გრძნობა არ ჰქონიათ. გიორგი ამტკიცებს, რომ რომანი დაიწყო მას შემდეგ, რაც ორივემ თავისი ძველი ურთიერთობა დაასრულა და არა მაშინ, როცა ჟურნალისტები აქტიურად ეკითხებოდნენ ამის შესახებ და პრესაში სტატიებიც კი იწერებოდა.
Rating
ჟურნალისტებს სულ იმას გვაბრალებენ, რომ ჭორებს ვიგონებთ, თუმცა გიორგისა და სალომეს შემთხვევაში ეს ჭორი სიმართლე აღმოჩნდა. წყვილი პრესასთან აქტიურ ურთიერთობას არ გეგმავს. როგორც ჩანს, სიყვარულით ტკბობას აპირებენ, თუმცა საზოგადოების ყურადღება რომ არ მოაკლდებათ, ფაქტია.

როგორც გიორგი აცხადებს, მან და სალომემ თავიანთი გრძნობების შესახებ ზღვაზე ერთად ყოფნისას შეიტყვეს და ამას მოწმობს რომანტიკული ფოტო, სადაც გიორგის ხელში ჰყავს ატაცებული სალომე...

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 88 /
ნინი
მაგატაც მოცკინდებატ ერტმანეტი ცოტა ვაცალოტ,5ცლიანურტიერტობას არაპრად აგდებენ და ხელს რა სეუსლიტ,ან 10ცელი სეკვარებულობა რაა ნეტა გამაგებია
17:22 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
სალომე ისეთი კარგი და ტრდიციული ოჯახიდან მოდის ,შეცდომები არ ეპატიება,უყვარდეს ,აბა რა?მაგრამ დასასრული ყველაფერს აქვს...
17:20 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
ძაან მაგარი წყვილიაა სულ მინდოდა რო ერთად ყოფილიყვნენ :)
17:17 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰმ...
5-8 წლიანი ურთიერთობა თუ ასე ადვილად ინგრევა,მაშინ ამათ ვერც დაქორწინება უშველიდა და მაშინაც დაინგრეოდა ოჯახი.პრინციპში ასე ჯობია.
17:14 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფია
რამდენი ქონდა კუში ამ ამბავს? :))
17:14 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ნეტა თქვენ ვინ გეკითხებათ ცხვირს რომ ყოფთ ყველაფერში
17:14 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
მე ეს წყვილი არ მომწონს
16:51 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
სალომე დზალიან მომწონს კარგი გოგოა ულამაზესი კარგი აGზრდილი გიგი გაჩეჩილაძეს თუ უყვარდა სად იყო გიორგის და სალომეს დიდ ბედნიერებას ვუსურვებ
16:46 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
მე სალომე არ მომწონს,გიორგის უფრო კარგი საცოლე ჰყავდა,თამთა უდაოდ ჯობია სალომეს,ჩემი აზრით გიორგი უფრო მეტს იმსახურებს,და რაც შეეხება სალომეს ქალმა რომელმაც მრავალწლიანი ურთიერთობა უცებ დაანგრია,საკითხავია ამ სიყვარულს რამდენ ხანს შეინარჩუნებს///............
16:35 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
რეა
ბედნიერები მანამდეც ხომ იყვნენ,ძველ შეყვარებულებთან. მაგრამ ამ ტიპის სიკეკლუცემ შეაბა ეს მერყევი ქალი. კაი მოცეკვავეა , მაგრამ ........
16:33 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS