09 სექტემბერი, 2013
გიორგი ვარდოსანიძისა და სალომე ჭაჭუას რომანის ამბავი გამჟღავნდა
ამ ჭორების გავრცელებას უფრო მეტი საფუძველი იმანაც შეუქმნა, რომ სალომე ჭაჭუამ მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან თავის მრავალწლიან ურთიერთობას წერტილი დაუსვა გიორგისა და სალომეს წყვილი ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეორე სეზონზე გამარჯვებისთვის იბრძოდა. საბოლოოდ, რუსკამ თავის მეწყვილესთან ერთად შეძლო მათი დამარცხება.

სალომე და გიორგი იმდენად საინტერესო და კარგ წყვილს ქმნიდნენ სცენაზე, რომ, როგორც მოსალოდნელი იყო, მათ ეკრანს მიღმა ურთიერთობაზე ყველა ალაპარაკდა.

ამ ჭორების გავრცელებას უფრო მეტი საფუძველი იმანაც შეუქმნა, რომ სალომე ჭაჭუამ მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძესთან თავის მრავალწლიან ურთიერთობას წერტილი
დაუსვა.

გიგი და სალომე პოპულარობის მოპოვების შემდეგ ხშირად ჩნდებოდნენ ჟურნალების გარეკანებზე და თავიანთი გრძნობებისა და მოსალოდნელი ქორწილის შესახებ ღიად და ხალისიანად ჰყვებოდნენ, თუმცა მათი სიყვარულის ამბავი მოულოდნელად დასრულდა.

სალომესა და გიგის ზაფხულში ბავშვები ბათუმში ჰყავდათ წაყვანილი, ქორეოგრაფიული სტუდიიდან და შესაბამისად, ერთად დასვენებამაც მოუწიათ, თუმცა ამან მათ ურთიერთობას ახალი ფერები ვერ შესძინა.

სალომესთან დაკავშირებით უამრავი ჭორი ვრცელდებოდა, ასახელებდნენ უამრავ სახეს, რომელმაც, ხმების თანახმად, მისი და გიგის რომანი დაასრულა და მათ შორის პირველ ადგილზე სალომეს მეწყვილე, გიორგი ვარდოსანიძე იყო, თუმცა ორივე მხარე კატეგორიულად უარყოფდა ამ ამბავს.

ჭორებმა კიდევ მოიმატა მას შემდეგ, რაც გიორგი მსახიობ თამთა შალამბერიძეს დაშორდა, რომელთან შეყვარებულების საკმაოდ ბევრ წელს ითვლიდა, თუმცა მიზეზი არსად დაუსახელებია და შემდეგ ჟურნალისტებისთვისაც მიუწვდომელი გახდა.

დღევანდელ ''პრაიმ-ტაიმთან'' კი გიორგიმ გაამხილა, რომ სალომე ჭაჭუასთან რომანი აქვს, თუმცა მათი ურთიერთობა ამ კუთხით ახალი დაწყებულია და ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დროს არანაირი გრძნობა არ ჰქონიათ. გიორგი ამტკიცებს, რომ რომანი დაიწყო მას შემდეგ, რაც ორივემ თავისი ძველი ურთიერთობა დაასრულა და არა მაშინ, როცა ჟურნალისტები აქტიურად ეკითხებოდნენ ამის შესახებ და პრესაში სტატიებიც კი იწერებოდა.
Rating
ჟურნალისტებს სულ იმას გვაბრალებენ, რომ ჭორებს ვიგონებთ, თუმცა გიორგისა და სალომეს შემთხვევაში ეს ჭორი სიმართლე აღმოჩნდა. წყვილი პრესასთან აქტიურ ურთიერთობას არ გეგმავს. როგორც ჩანს, სიყვარულით ტკბობას აპირებენ, თუმცა საზოგადოების ყურადღება რომ არ მოაკლდებათ, ფაქტია.

როგორც გიორგი აცხადებს, მან და სალომემ თავიანთი გრძნობების შესახებ ზღვაზე ერთად ყოფნისას შეიტყვეს და ამას მოწმობს რომანტიკული ფოტო, სადაც გიორგის ხელში ჰყავს ატაცებული სალომე...

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 88 /
ტასიკო
ფერი ფერსო ამათზეა ნათქვამი.
20:39 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
?????
სალოს მკლავები სად არი ტო?ეე?
20:05 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
????
სალომეს ხელები არა აქვს მგონი,ტო?ჰა?
20:03 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
123
მოიცა რა ხელში ატაცებული,ცალი ხელით ყავს თუ ის თავთან ფეხია??:DDDD რა დებილური ფოტოა:DDD ვისი ხელი ვის ფეხშია ვერ გაიგებ:Dდ
19:54 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
kato
teo da medea getanxmebiiiit
17:59 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაა
მერე რა მოხდა,იგი წავა და სხვა მოვა,ფუი სალო ტახსირი ხარ...რომელ ტრადიციებზეა ლაპარაკი?
17:50 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
ამბობენ არ მაინტერესებს არ მოგბეზრდათ რატო წერთ სხვის პირად ცხოვრებაზე რამე უფრო საინტერესო დაწერეთო.საინტერესოა რატო კითხულობენ თუ არ აინტერესებთ.აი ამიტომაც არის საზოგადოება ყალბი ყველას აინტერესებს სხვისი ცხოვრება და აქტიურადაც განიხილავენ მას.და რაც მთავარია კრიტიკაში არავინ გვჯობია ქართველებს ნომერ პირველი ერი ვართ...
17:42 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მედეა
ისე როგორ არ მოგბეზრდათ სხვის ლოგინში ძრომიალი ამ პრესის წარმომადგენლებს სხვა უფრო საინტერესო თემას ვერ ქაჩავთ?
17:36 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კოკო
აწი კარგად დამეძინება
17:35 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თეო
რა გჭირთ ხალხო რა ამბავია.არც სალომე იქნება ქალიშვილი და არც გიორგი ვაჟიშვილი.ხოდა აცადეთ რა.მერე სხვა ვინმე გამოჩნდება და ასე დაიხვეწებიან ბავშვები:)
17:29 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS