25 აპრილი, 2016
ვისგან ელოდება მესამე შვილს მილიონერ თემურ უგულავას ყოფილი მეუღლე
ბიზნეს-ლედი და თბილისურ ბომონდში კარგად ცნობილი სახე თეო ფერაძე მალე მესამე შვილის დედა გახდება. ფერაძე ბიზნესმენ თემურ უგულავას პირველი ცოლია, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს. გლამურული ქალბატონი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი დაახლოებით ერთი წლის წინ გახდა, როდესაც თემურ უგულავასთან ოჯახურ ცხოვრებაზე საჯაროდ პირველად სწორედ ამბები.გე-სთან ისაუბრა.

თემურ უგულავამ 2015 წელს 19 წლის მოდელ ნინი ნებიერიძეზე იქორწინა. გავრცელებული ინფორმაციით, როცა მათი ურთიერთობის შესახებ გახდა ცნობილი, თემურ უგულავას ქალიშვილმა ნინი ნებიერიძეს მამამისის მიერ ნაყიდი მანქანა წაართვა, უგულავას პირველი ცოლი
თეო ფერაძე კი აქტიურად გამოჩნდა საზოგადოებაში, მან არაერთი ინტერვიუ მისცა მისი და თემურ უგულავას დანგრეული ოჯახის, ტკბილი და მძიმე მოგონებების შესახებ. თუმცა, 19 წლის მოდელისა და 49 წლის ბიზნესმენის ოჯახი შედგა.

რაც შეეხება თეო ფერაძეს, მილიონერ უგულავასთან დაშორებიდან 15 წლის შემდეგ, მან რამდენიმე თვის წინ იქორწინა და მეორე მეუღლისგან შვილსაც ელოდება. ვინ არის მისი რჩეული და როგორ შეხვდნენ ამ ამბავს მისი და უგულავას ერთობლივი შვილები, AMBEBI.GE-ს თავად თეომ უამბო:

"ჩემი მეუღლე ბიზნესმენი გიორგი ფარღალავაა. ის ოლიმპის კალათბურთელის, ლაშა
ფარღალავას უფროსი ძმაა. ერთმანეთი მე და გიორგიმ საერთო მეგობრების წრეში გავიცანით, ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები, სექტემბერში კი დავქორწინდით და დაქორწინებიდან ზუსტად ერთ თვეში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ჩემი ქმარი ჩემზე ათი წლით პატარაა. ქორწილი არ გადაგვიხდია. იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ღმერთმა ბედნიერება არ მოგაკლოთ :)
ღმერთმა ბედნიერება არ მოგაკლოთ :)
16:08 / 03-05-2016
გამოხმაურება / 0 /
lia
ჯერ რას გავს და მერე, შვილად აიყვანა ქმარი??? ახლა მესმის უგლავასი
12:15 / 03-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ნუკი
მაგარი ქალია
14:27 / 30-04-2016
გამოხმაურება / 0 /
გიჟუა
ჰოოდა კაკრაზ შენ ქმარსა და ბავშვს ერთად გაზრდი
23:35 / 29-04-2016
გამოხმაურება / 0 /
1
ზაზა რა საყვარელი ხარ:)) გამეცინა შენს კომენტარზე:))
16:31 / 28-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
პირად ცხოვრებაზე საუბარი არ მიყვარს...
10:36 / 28-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS