"როცა 2 კვირა შხაპს არ იღებ, ვიღაცამ უნდა გითხრას, რომ ასე არ შეიძლება" - რატომ დასჭირდა "ტასო ბარნოვას" ფსიქიატრის დახმარება?
ჩემს ცხოვრებაში ტრაგედია დატრიალდა მაშინ, როცა გარდატეხის ასაკში ოჯახის წევრი დავკარგე, - ეს განცხადება საზოგადოებისთვის ტასო ბარნოვას სახელით ცნობილმა მსახიობმა თათია სამხარაძემ "ეკა ხოფერიას შოუში" გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, იგი დეპრესიისადმი მიდრეკილია და სტრესთან გამკლავებაში ექიმი-ფსიქიატრი ეხმარება. თათიამ ისაუბრა იმაზეც, თუ როგორ გაუჭირდა „დღის შოუში“ სტუმრად მისვლა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ თათია წინა საღამოს მეუღლეს დაშორდა. იხილეთ ვიდეო