06 სექტემბერი, 2013
''მის საქართველო 2010'' სოფო ნიჟარაძეს უპირისპირდება - ''არ ვიცი, იქნებ მე ვერ ვწვდები სოფოს განუმეორებლობას''...
დეა არაყიშვილს ამ კომენტარის გამო სულ ბოღმა ეძახეს და აღნიშნეს, რომ სოფოს სათანადოდ არ ვექცევით და ვაფასებთ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' სოფო ნიჟარაძე იცეკვებს.

ეს ინფორმაცია, შოუს პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ ნიჟარაძეს ''ფეისბუქის'' პირად გვერდზე გამოუქვეყნა და დაუწერა, ''ორი დღით დავაგვიანე შეპირებული ნიუსის დადება. სოფო ნიჟარაძე იცეკვებს ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მესამე სეზონში.I'm proud (ამაყი ვარ)'' .

ნოე სულაბერიძის სტატუსს, სოფოს თაყვანისმცემლების სიხარული მოჰყვა. ''ეს ამბავი პროექტს აშკარად საინტერესოს გახდის'' , წერს ნანუკა
ჟორჟოლიანი.

''ყველაზე მაგარი ამბავია, რაც ბოლო კვირების მანძილზე შევიტყე'' , ''მისი ეს ნაბიჯი მეტყველებს მის თავმდაბლობაზე, მაგარი ხარ სოფ, სწორი გადაწყვეტილებაა! ჟიურის წევრი სკამიდან დგება და კონკურსანტად მიდის. ყოჩაღ''
აკომენტარებს ერთ-ერთი მომხმარებელი. 

''სასიამოვნოა და საინტერესო ძალიან, მაგრამ ''ამაყი'' რატომ ხარ, ანგელა მერკელი დაითანხმე?'' - ნოეს სტატუსს გამოეხმაურა ''მის საქართველო 2010'' დეა არაყიშვილი.

''არ მგონია მერკელის დათანხმების მცდელობა ნოეს ჰქონოდა, თორემ მასაც დაითანხმებდა. თუმცა არ იყო ამის აუცილებლობა. ესთეტიურად არ გამოიყურება.

არც მსგავს შოუებს უხდებიან მსგავსი გარეგნობისა და გაბარიტების პოლიტიკოსი ქალები, თორემ ჩვენი ''მერკელების'' - ბესელიასა და ხიდაშელის დათანხმება უფრო ადვილი იქნებოდა'' - პასუხობს ვინმე თეა გაბრიჩიძე დეა არაყიშვილს.

დეა არაყიშვილს ამ კომენტარის გამო სულ ბოღმა ეძახეს და აღნიშნეს, რომ სოფოს სათანადოდ არ ვექცევით და ვაფასებთ.

გთავაზობთ დეა არაყიშვილის საინტერესო კომენტარებს ამ სტატუსთან დაკავშირებით.
''ძალიან კარგია, მაგრამ არ მგონია, მე რამე ამის საპირისპირო მეთქვას, უბრალოდ ამდენი რევერანსები სოფოს მიმართ გამიკვირდა.. ესაა და ეს''

''ყველა საპირისპირო აზრის ბოღმად მონათვლა უკვე გაცვეთილი მეთოდია. ისე, მაგაში გეთანხმებით, ხშირად ჩვენსას არ ვაფასებთ, არ ვიცი, იქნებ მე ვერ ვწვდები სოფოს განუმეორებლობას'' .

სალომდე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 64 /
ნანა
სირცხვილია
22:20 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
რა სამწუხაროა რომ ამდენი ბოღმა ადამიანიარსებობს თან ისეთები რომლებიც ამას არ აღიარებენ მაგრამ მწარე ენას მაინც ვერ აჩერებენ
19:43 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ბოღმა არა ვარ
წინა კომენტარი ვერ დავასრულე, ისე ასაკით შენი დედიკოს ხნის ვარ სოფო და იმიტომ შეგკადრე...და შენი ოჯახის ადგილას მე ცოტა ხნით გაგიყვანდი საქართველოდან და სხვაგან მოსინჯავდი შენს პროფესიას და თუ იქ წარმატებას მიაღწევდი ,,რეაბილიტაციაც,, უცებ მოვიდოდა, იმიტომ რომ გამარჯვებულებს არ სჯიან, საქარტველოში კი ჯერ გაგიჭირდება დედიკო, და შენ თვითონაც იცი რატომაც, ხალხს ჯერ ისევ აწუხებს ეკლები თვალებში, რომელიც შენი ხშირად ყურებისას გაუჩინეთ- პატივისცემით
18:06 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ბოღმა არა ვარ
ყველაზე დიდი განაჩენი გამოჩნდება, როდესაც სოფო-- მიუხედავად იმისა იცეკვებს თუ არა კარგად, ხალხის ხმებს და სიმპატიას აღარ თუ ვეღარ მიიღებს, თვითონაც კარგად ხვდება მისდა სამწუხაროდ, მაგრამ არსებობს ასეთი სიტყვა ,,რეაბილიტაცია,,, და ალბათ ამის იმედად დათანხმდა, თორემ მის ადგილას ჭკვიანი ადამიანი ეხლა ცოტახანს მაინც არ გაეჩხირებოდა თვალში მისადმი უარყოფითად განწყობილთა არმიას, მაგრამ ნათქვამია ,,მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო და.....,,
17:58 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
სოფო მიყვარს .........რა გავაკეთო ხალხო მარწყვივით გოგოა
17:31 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ანგელა მერკელი
ერთმანეთს ხო ჭამთ და ჭამთ - ჯანდაბას თქვენი თავი; მე მაინც დამანებეთ თავი!
16:12 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
ბასა კი ბესს-ცოფი უფრო ზედგამოჭრილია.
15:03 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ზუკა
დეა რასგავს საერთოდ
14:26 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
სოფო მიყვარხარ
14:23 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკო
სოფო არ მიაქციო ყურადგება დაბოღმილ ქალებს მაგარი ხარ....შურიანები გაიტანეთ აქიდან.მაგარი ლამაზი გოგო ხარ
14:22 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS