06 სექტემბერი, 2013
''მის საქართველო 2010'' სოფო ნიჟარაძეს უპირისპირდება - ''არ ვიცი, იქნებ მე ვერ ვწვდები სოფოს განუმეორებლობას''...
დეა არაყიშვილს ამ კომენტარის გამო სულ ბოღმა ეძახეს და აღნიშნეს, რომ სოფოს სათანადოდ არ ვექცევით და ვაფასებთ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' სოფო ნიჟარაძე იცეკვებს.

ეს ინფორმაცია, შოუს პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ ნიჟარაძეს ''ფეისბუქის'' პირად გვერდზე გამოუქვეყნა და დაუწერა, ''ორი დღით დავაგვიანე შეპირებული ნიუსის დადება. სოფო ნიჟარაძე იცეკვებს ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მესამე სეზონში.I'm proud (ამაყი ვარ)'' .

ნოე სულაბერიძის სტატუსს, სოფოს თაყვანისმცემლების სიხარული მოჰყვა. ''ეს ამბავი პროექტს აშკარად საინტერესოს გახდის'' , წერს ნანუკა
ჟორჟოლიანი.

''ყველაზე მაგარი ამბავია, რაც ბოლო კვირების მანძილზე შევიტყე'' , ''მისი ეს ნაბიჯი მეტყველებს მის თავმდაბლობაზე, მაგარი ხარ სოფ, სწორი გადაწყვეტილებაა! ჟიურის წევრი სკამიდან დგება და კონკურსანტად მიდის. ყოჩაღ''
აკომენტარებს ერთ-ერთი მომხმარებელი. 

''სასიამოვნოა და საინტერესო ძალიან, მაგრამ ''ამაყი'' რატომ ხარ, ანგელა მერკელი დაითანხმე?'' - ნოეს სტატუსს გამოეხმაურა ''მის საქართველო 2010'' დეა არაყიშვილი.

''არ მგონია მერკელის დათანხმების მცდელობა ნოეს ჰქონოდა, თორემ მასაც დაითანხმებდა. თუმცა არ იყო ამის აუცილებლობა. ესთეტიურად არ გამოიყურება.

არც მსგავს შოუებს უხდებიან მსგავსი გარეგნობისა და გაბარიტების პოლიტიკოსი ქალები, თორემ ჩვენი ''მერკელების'' - ბესელიასა და ხიდაშელის დათანხმება უფრო ადვილი იქნებოდა'' - პასუხობს ვინმე თეა გაბრიჩიძე დეა არაყიშვილს.

დეა არაყიშვილს ამ კომენტარის გამო სულ ბოღმა ეძახეს და აღნიშნეს, რომ სოფოს სათანადოდ არ ვექცევით და ვაფასებთ.

გთავაზობთ დეა არაყიშვილის საინტერესო კომენტარებს ამ სტატუსთან დაკავშირებით.
''ძალიან კარგია, მაგრამ არ მგონია, მე რამე ამის საპირისპირო მეთქვას, უბრალოდ ამდენი რევერანსები სოფოს მიმართ გამიკვირდა.. ესაა და ეს''

''ყველა საპირისპირო აზრის ბოღმად მონათვლა უკვე გაცვეთილი მეთოდია. ისე, მაგაში გეთანხმებით, ხშირად ჩვენსას არ ვაფასებთ, არ ვიცი, იქნებ მე ვერ ვწვდები სოფოს განუმეორებლობას'' .

სალომდე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 64 /
ხათუნა -ს
გეთანხმები მაგრამ საქმე იმაშია რუსეთშიც ვერ ივარგა, იურმალაზე ნახეთ მისი ჩავარდან არ მოკიდა არც კრუტოიმ ხელი და არც არავინ და ყველა ნახმარი ნაგავი საქრთველოში უნდა იქცეს პირვალდი გამოყენების საგნად ვაი ჩვეს პატრონს და იმის პატრონს ვინც ეს ლამაზი და ნიჭიერი გონია,ღმერტმა დაგვიფაროს მისნაირებისგან.
14:22 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კოკო
ერთი სოფოს ფოტოები ნახეთ before and after და მერე იძახეთ ლამაზიაო,მერწმუნებთ მადენი ჩარევების მერე იზბუშკას ბაბაიაგაც გალამაზდებოდა,ეს ერთი და მერე იმ დეამ სრული სიმართლე დაწერე საპირისპირო აზრი არ ნიშნავს რომ ადამინაი ბოღმაა,მართლაც და ვინ ჩემი ფეხებია ეს სოფო გუშინ საქართველოში ჩამოსული მიშამ რომ თავის ფავორიტად აქცია? ამ სიტყვის ყველანაირი მნშიშვნელობით და თავი ქართული"ესტრადის" ალა ბორისოვნა რომ ეგონა?რაღა გვიჭირს უკვე ვიცით ვინ იქნება გამარჯვებული აზრი არ ქონია ყურებას.
14:20 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
...
სად სოფოს დახვეწილი გარეგნობა და სად ეგ მისს 10,ეგ გოგო ნამდვილად ყველაზე ბოლოა მისებში.
11:49 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
სოფო ლამაზია.......კარგი მომღერალი....საქართველოში პოპულარობის მოპოვება ხომ ასეთი ადვილია და არ მესმის რატომ გაუჩირდებოდა ეს ვინმეს დახმარების გარეშე სოფოს თუ დეა არაყიშვილს იცნობს ხალხი და თან მის საქართველოც ყოფილა...კარგით რა ისწავლეთ კარგის და ცუდის გარჩევა....
11:09 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
აბსოლუტურად ნეიტრალურად ვარ სოფოს მიმართ განწყობილი. არც მცივა არც მცხელა მის დანახვაზე:), მაგრამ ხალხნო სულ დაყრუვდით? ამ გოგოს მომღერალი უნდა ერქვას საქართველოში? რუსეთისთვის არ დამენანება. იქ ალბათ ბიონსედაც მონათლავდნენ, მაგრამ ააქ? ობიექტურები იყავით ოდნავ მაინც!!!მის მიმართ ინტერესი სააკაშვილის გამოა ცხადია და მიშიკომ და მისმახაზგასმულმა, შეფერებულმა ფავორიტობამ გახადა სკანდალური და ყურადღების ღირსი . აი, სულ ეს არის!!!
23:31 / 08-09-2013
გამოხმაურება / 0 /
Nina
qartvelebs ertmanetis boghma chvevad gvekca da sanam am sens ar movishorebt araperi gveshveleba. ise ramdeni xania aghar msmenia popularuli gamotkma "rac kargebi vart qartvelebi varto". mivxvdit albat rom tyuilia da gavchumdit.
20:49 / 08-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფო დზალიან ლამაზი გოგოა,მომღერალიც კარგია,მარტო პრეზიდენტის ფავორიტობა( თუკი ეს ასე და არ ჭორაობენ) საკმარისი არაა იმ დონის მომღერლებთან გამოსულიყო.დამსახურებლად იმგერა და სხვათაშორის რამდენიმე მომღერალს შორის არჩევანი თავად მუსიკის "გურუებმა" გააკეთეს.ასე რომ შეეშვით სოფოს.არაყიშვილმა წარმატებას რომ ვერ მიაღწია იმიტომაა ეგრე გულგასიებული.
12:48 / 08-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
დეა არის ულამაზესი და ისჰვიატი ოჯახისჰვილი.....მარტალია ეგრეტ წოდებული ბომონდური ოჯახი არ აქვს, მაგრამ პატიოსანი,ქარტული ოჯახის სჰვილია!!!!!
11:58 / 08-09-2013
გამოხმაურება / 0 /
vecchio
..ორივე კარგები არიან მაგრამ,მგონი,"მის საქართველო-2010" სურათზე ბევრად უფრო ლამაზია,ვინემ ქალბატონი მომღერალი!:).. ისე,"არაყსაც უხდება ნიჟარა და,ნიჟარასაც არაყი";)..
09:52 / 08-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
რა გინდათ ამ სოფოსაგან, რას ერჩით ან რატომ აითვალწუნეთ, ყველა ადამიანი ცდილობს საკუთარი ცხოვრება ისე მოაწყოს როგორც მას უნდა და სჭირდება. არ თქვათ რომ მის ადგილზე რომ ყოფილიყავით ჩადრ ჩამოფარებული ივლიდით და პოპულარობისატვის არაფერს გააკეთებდით. არანაირი რეაბილიტაცია არ სჭირდება ამ გოგოს. მაგრამ ქართველებს ხომ წესად გვაქვს, თუ ვინმე უკეთესი გამოგვერია ,,ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ არწივს ყვავები''
23:50 / 07-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS