18 აპრილი, 2016
''გატრუნული უნდა გდებულიყავი, როგორც ბარდებში კუ" - დედამთილთან ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ ხატია სიჭინავა მეუღლეს სიყვარულს საჯაროდ უხსნის
ხატია სიჭინავას სტატუსი, რომელიც დედამთილთან მის ურთიერთობას ეხებოდა,  სააგენტო მედიამოლზეც გამოქვეყნდა. სტატიის კომენტარებში ხატია სიჭინავას დედამთილის ლალი ნოზაძის კომენტარსაც ვკითხულობთ:

ლალი ნოზაძე: "რატომ არ მოგეწიათ ის წყევლა კრულვა, მა რა გგონია შე გომბიო, ისეთი შვილი როგორიც ნანოა (რამაზ ნოზაძე) შენისთანასთვის მემეტებოდა? ეხლაც არ გაკლებ წყევლა-კრულვას, ან წინ დაგეწევა ან უკან ჩემი ოჯახის დაღუპვისთვის შენი შემოსვლით რომ გააბედნიერე.

ეხლა ამოიდგი ენა შე არშემდგარო, რა სახელი გაქვს ქალაქში მიიხედ-მოიხედე, გატრუნული უნდა გდებულიყავი, როგორც ბარდებში კუ.."

რძალ -
დედამთილის დაპირისპირების გახმაურების შემდეგ სოციალურ ქსელში კეთდებოდა კომენტარები, რომ ამ შემთხვევაში რამაზ ნოზაძე იყო ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, რადგან ორ საყვარელ ქალს - დედასა და ცოლს შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი.

რამდენიმე წუთის წინ ხატიამ მეუღლეს სტატუსი მიუძღვნა და კიდევ ერთხელ საჯაროდ აუხსნა სიყვარული:

''შენ ჩემპიონი მარტო ჭიდაობაში არა ხარ სიყვარულო შენ ხარ ჩემპიონი სიკეთეში, მეგობრობაში, ცხოვრებაში... შენ ჩვენი შვილების ჩემპიონი ხარ .. ჩემი პირადი ჩემპიონი ხარ და საერთოდ ... ადამიანობაში ჩემპიონი ხარ !!! მიყვარხარ მე შენ'', წერს ხატია.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 57 /
ანკა
ზუსტადაც რომ შესაფერისი რძალ-დედამთილია.... ბაღიდანაც სწორად გაუშვიათ...
22:40 / 18-04-2016
გამოხმაურება / 0 /
Nინ
ძალიან ცუდი საქციელია და ტერმინოლოგიაა მიუღებელი ამხელა ქალისთვის. ცოტა მეტი თავშეკავება მართებს დედას, როცა ხედავს რომ მისი შვილი ბედნიერია , და ცოლი აღმერთებს.
22:08 / 18-04-2016
გამოხმაურება / 0 /
anna bella
შირცხვილი დაკარგეს ტუ ტვინი?ხატი კარგიტ მაინც პატარა გოგოა.ის ჯადოკარი დედამტილი ხომ ტვინგამორეცხილი კოპილა.რას იწკევლება? ჩჰირსციც წატრეულა სცვილისცვილების მაწკევარი კალი..ან ეს საკვეკნოდ ერტმანეტის ლანზგვა სად მოსულააა.ვაი ტკვენს პატრონს...ოჯახი არ დაკარგო ხატია.კმარსცვილს მოუპრტხილდი..ჯადოები არ გაგიკეტოს ლალი დედამტილმა.ოიიიი ჯანდაბა მაგას.
21:46 / 18-04-2016
გამოხმაურება / 0 /
მარგო
დარწმუნებული ვარ ხატიამ ჯადო გაუკეთა თავის ქმარს, ან რამე დაალევინა.ცოლმა მისი ოჯახი ყველანაირად სასაცილო გახადა და ცოლს ამისთვის პასუხს არ თხოვს.პრიქით ცოლის სასიყვარულო მესიჯებს ისმენს და ხარობს.არამგონია ქართველი მამაკაცი ვინმე ასე თუ მოიქცევა.ნამდვილად გამოაშტერა ქმარი.
21:46 / 18-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ქმარია ცოდო
ცოდოა ხატია, რა თქმა უნდა. დედამთილის ჭკუას აწი არაფერი გამოცვლის ამ ასაკში. მაგრამ ქმარს დედამის მნც ეყვარება, მთლად სატანაც რომ იყოს. იმედია, მიახვდრებს უფალი მაგ ბებერ ქალს, რომ დაანებოს თავი ახალგაზრდა ოჯახს და ნუ წყევლის მათ.
21:35 / 18-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ძალიან რთულია ასეთი წარსულის მქონე რძალი გააპრავო და მიიღო ისეთმა ადამიანმა როგორიც რამაზის დედაა,ყველამ წარმოიდგინეთ თქვენი თავის მის ადგილას აბა, ქალბატონო ლალი გამძლეობას გისურვებთ.
21:25 / 18-04-2016
გამოხმაურება / 0 /
თეა
ორი ერთმანეთზე უდონო ადამიანი, სულელები!
21:21 / 18-04-2016
გამოხმაურება / 0 /
თამრი
მთავარია შვილი იყოს ბედნიერი, სხვა რა უნდა უნდოდეს დედას? არ მესმის. მისი შვილი ბედნიერია ხატიასთან, აი ეს არის ყველაზე მთავარი!
20:11 / 18-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნ.ნ.
გაინტერესებთ სხვისი ცხოვრება? რატომ ასაჯაროებენ ასე? ყველამ ოჯახში მოიგვაროს პრობლემები!
19:29 / 18-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
სხვისი საქმე ადვილი გასარჩევია, მაგრამ ჯერ კიდევ მუცლად მყოფი შვილიშვილის, სრულიად უსუსური არსების წყევლა ნამდვილად ცოდვაა, უფალმა აპატიოს. დანარჩენი თვითონ იციან
19:13 / 18-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS