16 აპრილი, 2016
ხატია სიჭინავა დედამთილს არ უყვარს - „მშობიარობის დროს მე და ჩემს შვილს, სიკვდილი გვისურვა“...
"დედა, შენი დაბადება, პირდაპირ კავშირშია ჩემს ბედნიერებასთან.

რომ არა შენი დაბადების დღე, მე ვერ შევდგებოდი როგორც ბედნიერი ქალი და დედა. უბრალოდ არ შეიძლება არ მიყვარდე, რადგან ღმერთს ვაწყებინებდი არ მყვარებოდა ქალი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაზე იზრუნა მაშინ,როცა წარმოდგენაც არ ქონდა ჩემზე და ჩემი სიყვარული გააჩინა და აღზარდა საამაყო ადამიანად"!

ასე ულოცავდა ხატია სიჭინავა დედამთილს დაბადების დღეს დაახლოებით ერთი წლის წინ. თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, რძალ-დედამთილს შორის დაძაბული ურთიერთობაა.

ყველაფერი მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა
ხატიას დედამთილმა, ლალი ნოზაძემ ხატიას ერთ-ერთი ინტერვიუ გაიზიარა.

ამის შემდეგ ხატიამ ფეისბუქზე სტატუსი დაწერა:

"არ ვიცი საიდან და როგორ დავიწყო... სამწუხაროა მაგრამ ჩემი და ჩემი დედამთილის ურთიერთობა, ჩანასახშივე განწირული იყო ... ვიცი ბევრს გაუხარდება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ფარისევლობა დიდხანს ვერ ცოცხლობს. ეს იმ დედამთილზე გიყვებით ჯვრისწერაზე რომ წყევლა კრულვით გაგვაცილა მე და ჩემი ქმარი. მერე მშობიარობის დროს მე და ჩემს შვილს, რომ სიკვდილი გვისურვა..

დიახ იმ დედამთილზე გიყვებით, ჩემი ქმრის სიყვარულით ყველაფერი, რომ დავივიწყე და დედა დავუძახე. მერე ყველგან ვაქებდი და ვადიდებდი და მართლა გულწრფელად მჯეროდა, რომ შევუყვარდი... იმ დედამთილზე ვამბობ ბაღიდან რომ მოხსნეს და სასამართლო, სასამართლო დავწანწალებდი, რომ გულდაწყვეტილი არ დარჩენილიყო...

ეს ის დედამთილია თურმე სტერეოტიპებს ამსხვრევს კი არა გულში ბალღამს, რომ ატარებს ალბათ იმიტომ, რომ ოდესღაც მისმა შვილმა მისი არჩეულის მაგივრად, თავისი რჩეული მოიყვანა ცოლად... დიახ ეს ჩემი საყვარელი დედამთილია, რომელიც სიხარულით აზიარებს იმ პოსტს მე რომ არც მინახავს და რომელიც მე კი არა პირდაპირ თავის შვილს გაუგმირავს გულს ... აი ესეთი სამწუხარო ამბებიც ხდება ცხოვრებაში .... ესეც გაივლის", წერდა ხატია.

მოგვიანებით ხატიამ სტატუსი სოციალური ქსელიდან წაშალა და დაწერა:  „ვშლი ჩემს პოსტს რადგან სიყვარული მეფობს მეგობრებო  არ უნდა გავიკაროთ ნეგატივი მიყვარხართ ყველანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 77 /
ნანა
ხატია,ძალიან ლამაზი და კარგი ადამიანი ხარ,სანიმუშო დედა და მეუღლე,არასდროს არ თქვა ცუდი შენი ოჯახის წევრზე,მითუმეტეს დედამთილზე..სიყვარულით დაამარცხე ბოროტება,კარგია რომ წაგიშლია ის სტატუსი,ხალხი ბრბოა და საკუთრი უბედურება არ უნდა გამოფინო სააშკარაოზე,ამით ბოროტს გაახარებ...მე არ მყავს დედამთილი,ჩემმა მამამთილმა სხვა ქალი შეირთო და ის აბა რა ყურადღებას მოგვაქცევს..ნეტავ მყავდეს, ცოცხალი იყოს და თუნდაც მწყევლიდეს და მლანძღავდეს..ხომ არ იქნებოდა ჩემი ქმარი ასე გულმოკლული და უბედური,,,,,ბედნიერებას გისურვებ
11:18 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
იზი
ან ის მუხლმოდრეკა ფბ-ზე რა საჭირო იყო, ან ეს აღიარებითი ჩვენება ვის სჭირდება. ქმართანაც დიდი სიყვარული "ტრფობა წამებული" არ გამოგივიდეს. ზომიერება და ოქროს შუალედი ...
11:13 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
მედეა
წყევლა მაწყევარისააო, ღმერთს არსად ეჩქარება ყველაფერი უკან დაუბრუნდება ბუმერანგივით. ისე კი ისეთ არარაობას რომელიც საკუთარ ორსულ რძალს დაწყევლის და ეცდება შვილს ოჯახი დაუნგრიოს უნდა შეიბრალო იმიტომ რომ მას თავისი 'გასაჭირიც' ეყოფა, უბრალოდ არ ღირს იმად რომ დრო დაუთმო მასზე ფიქრს არათუ ნერვიულობას რატომ მოიქცა ასე :))
11:03 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ეთო
და ცუდია ცუდიურთიერთობა წარმატებას და სულიერ სიმსვიდეს უსურვებ ორივეს. ქალი რომ სამ შვილს გაგიჩენს ასე რადიკალურად შეიცვლე და ქალად იქცევა და წლებია შენი შვილის ცოლია როგორმე უნდა შეგუო შვილის გულისთვის :(
09:47 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
maiam
აუცილებელი იყო თქვენი უთანხმოება ხალხს გაეგოო? ამით რაა
09:16 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
tata
Udides pativs vtsem dedamtilia tu sidedri stumrad tu ivlis shvilis ojaxshi,Mters da avs ertad tsxovreba.Kali kidev saqveknod ROM gamoxteba da ver garkveula is dedamtili ukvars tu sdzuls tsantsarad mimachnia.
03:51 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
აი ნათელი მაგალითი იმისა,რომ არ უნდა შეეტენო კაცს და არ უნდა დაფეხმძიმდე თუ არ უნდიხარ არც ოჯახს და არც კაცს.უბრალოდ ბავშვები მიაყარა დაოჯახი სეინარჩუნა,შოუებსი კი გამოდის და მორალს გვიკითხავს,ვითომ საუკეთესო დედაა და გიჟდება ოჯახი მასზე.ასე რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.
02:13 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
სარა
ხატია კარგად მესმის შენი, უარესი დედამთილი მყავს, დანახვა არ მინდა მისი.
01:33 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
Makvala
Dzneli tkven tavze ar gamogicdiat shvili gazarde da mis rcheuls ase komentatebi ak an icit ganvlili gza amas patiosani kali ver miiigebs torem xatias cxovrebis kali aaraprad chaaagdebs esv unda gaugot lalis
23:28 / 16-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
კარგით რა ხალხო ჩვენი გაჭირვება არ გყოფნიდა ეხლა ამათ დავი დარებას რომ არ ვუსმინოთ გეყოპათ ვააა
23:20 / 16-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS