16 აპრილი, 2016
ხატია სიჭინავა დედამთილს არ უყვარს - „მშობიარობის დროს მე და ჩემს შვილს, სიკვდილი გვისურვა“...
"დედა, შენი დაბადება, პირდაპირ კავშირშია ჩემს ბედნიერებასთან.

რომ არა შენი დაბადების დღე, მე ვერ შევდგებოდი როგორც ბედნიერი ქალი და დედა. უბრალოდ არ შეიძლება არ მიყვარდე, რადგან ღმერთს ვაწყებინებდი არ მყვარებოდა ქალი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაზე იზრუნა მაშინ,როცა წარმოდგენაც არ ქონდა ჩემზე და ჩემი სიყვარული გააჩინა და აღზარდა საამაყო ადამიანად"!

ასე ულოცავდა ხატია სიჭინავა დედამთილს დაბადების დღეს დაახლოებით ერთი წლის წინ. თუმცა, როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, რძალ-დედამთილს შორის დაძაბული ურთიერთობაა.

ყველაფერი მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა
ხატიას დედამთილმა, ლალი ნოზაძემ ხატიას ერთ-ერთი ინტერვიუ გაიზიარა.

ამის შემდეგ ხატიამ ფეისბუქზე სტატუსი დაწერა:

"არ ვიცი საიდან და როგორ დავიწყო... სამწუხაროა მაგრამ ჩემი და ჩემი დედამთილის ურთიერთობა, ჩანასახშივე განწირული იყო ... ვიცი ბევრს გაუხარდება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ფარისევლობა დიდხანს ვერ ცოცხლობს. ეს იმ დედამთილზე გიყვებით ჯვრისწერაზე რომ წყევლა კრულვით გაგვაცილა მე და ჩემი ქმარი. მერე მშობიარობის დროს მე და ჩემს შვილს, რომ სიკვდილი გვისურვა..

დიახ იმ დედამთილზე გიყვებით, ჩემი ქმრის სიყვარულით ყველაფერი, რომ დავივიწყე და დედა დავუძახე. მერე ყველგან ვაქებდი და ვადიდებდი და მართლა გულწრფელად მჯეროდა, რომ შევუყვარდი... იმ დედამთილზე ვამბობ ბაღიდან რომ მოხსნეს და სასამართლო, სასამართლო დავწანწალებდი, რომ გულდაწყვეტილი არ დარჩენილიყო...

ეს ის დედამთილია თურმე სტერეოტიპებს ამსხვრევს კი არა გულში ბალღამს, რომ ატარებს ალბათ იმიტომ, რომ ოდესღაც მისმა შვილმა მისი არჩეულის მაგივრად, თავისი რჩეული მოიყვანა ცოლად... დიახ ეს ჩემი საყვარელი დედამთილია, რომელიც სიხარულით აზიარებს იმ პოსტს მე რომ არც მინახავს და რომელიც მე კი არა პირდაპირ თავის შვილს გაუგმირავს გულს ... აი ესეთი სამწუხარო ამბებიც ხდება ცხოვრებაში .... ესეც გაივლის", წერდა ხატია.

მოგვიანებით ხატიამ სტატუსი სოციალური ქსელიდან წაშალა და დაწერა:  „ვშლი ჩემს პოსტს რადგან სიყვარული მეფობს მეგობრებო  არ უნდა გავიკაროთ ნეგატივი მიყვარხართ ყველანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 77 /
ჰმ
ხაატია სიჭიანავა რ ვიცი მარა ნოზაძეები რომ ყველა აფერისტია და მამაძაღლი ეგ ვიცი, რამდენ ნოზაძესტანაც საქმე მქონდა არიან ქურდები და ავაზაკები და ყველანაიარდ გზარცვავენ როგორც შეუძლიატ, ბოდიში და საზიზღარი ჯიშია
20:15 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ოჰოჰოჰ
კომენტარს როცა წერ ადამიანო-ჯერ წერა ისწავლე სწორად,მერე წაიკითხე რაც დაწერე და ისე გამოაქვეყნე,,რა უბედურებაა,აფრქვევენ ბრძნულ აზრებს და ვერ გაიგებს კაცი რას წერენ და რა ენაზე,,,
19:42 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ლია
მე წინააღმდეგი ვარ იმის რომ რზალმა და დედამთილმა ერთად იცხოვრონ. კაცმა მაშინ უნდა გადაწყვიტოს დაოჯახება როცა დარწმუნებულია რომ შეზლებს დედიკოსგან და მამიკოსგან დამოუკიდებლად იცხოვროს და არჩინოს ცოლ შვილი, დედამტილებმა კიდევ ტავი შრიკაონ მათ ოჯახებში ცხვირის ჩაყოფისგან
19:20 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
დედამთილმა ჯერ თავის შვილს მიაყენა დიდი შეურაცყოფა,,მერე კი ხატიას...არ ვიცნობ ამ ოჯახს მაგრამ დიდი სიყვარული შორიდანაც კარგად იგრძნობა...ხატია მეუღლეს და შვილებს მეტად ჩსჭიდე ხელი და მიეფერე...მოვა მერე ქიცი-ქიცით ის ვინც ასე გატკინა გული..მეც ბევრჯერ გამიმწარეს ოჯახური იდილია...მაგღამ ღმერთმა ხომ იცის რომჩემი შვილებისთვის ავიტანე ამდენი...გასაჭირში სულ ჩემთან არის უფალი...
18:51 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნიტა
არ შეიძლება ერთი წყენით ყველაფერი დაუკარგო ადამაინს!! ამ შემთხვევაში ორივე მტყუანია!! პირადული დააყენეს წინ და ერთ მა მეუღლე, მეორემ შვილი ფეხზე დაიკიდა და სოციალურ ქსელში მთელ ერს არჩევინებენ თავის ოჯახის საქმეს!!
18:38 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათია
როცა რძლად შემოგყავს ქალი სახლში უნდა გახსოვდეს რომ ის სხვა ოჯახში გაიზარდა, სხვა წესებზე და ადათებზე. არ უბ\ნდა აგრძნობინო რომ შენი ოჯახი მისთვის უცხოა, მას უნდა მისცე იგივე უფლებები რაც შენ გაქვს, სხვა შემთხვევაში ვერ მორიგდებით. არ მინდა ჩემ რძალზე გელაპარაკოთ, მას ბადალი არ ყავდა მთელი თბილისის მაშტაბით, მაგრამ ამაში მეც მიმიძღოდა წვლილი. ქალი რომ თხოვდება უნდა იკითხოს ვინ არის მომავალი ქმრის დედა , ვისი გაზრდილია და აუცილებლად უნდა უნდოდეთ ის ოჯახში, სხვანაირად ბედნიერებას ვერ ეღირსება.
17:22 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინი-ს
იქნებ მეორედ უფრო ყურადღებით წაიკითხოთ ხოლმე სტატია და ისე გააკეთოთ კომენტარი? ეს არ არის ხატია შამუგია,ეს არის ხატია სიჭინავა...
17:16 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
11
პატივისცემას არ ითხოვენ,არამედ იმსახურებენ!ვერაფრით ვერ ვცემ პატივს ერთი ოჯახის წევრ ადამიანებს,რომლებიც ასე სამარცხვინოდ საჯაროდ ამზეურებენ პირად უსიამოვნებებს და კონფლიქტებს,როგორი ცნობადი თუ არაცნობადი ოჯახიც არ უნდა იყოს.რა ტიპის ურთიერთობაც არ უნდა გქონდეს,ვფიქრობ სათქმელი ოჯახში უნდა ითქვას და იქვე დარჩეს!! რა მოდააა,რა ჟანრია,რა ფორმაა საერთოდ არ მესმის,ფეისბუქით თუ სხვა სოც ქსელით მიმართონ ერთმანეთს და ურჩიონ ოჯახური საქმეები!შუაში როდესაც მამაკაცია,მას სცენ პატივი ბოლოსდაბოლოს,ნუ არცხვენენ!მარტო კუნთი ხომ არაა,მიუჩინოს თავისი ადგილი ორივეს სიტყვით! წავლენ ახლა პროფილში და ჯაჯანიძესთან და იქ გამართავენ დოღს.სირცხვილია რააა!
14:34 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
სარა შორენას
ეგეც ვცადე ჩემ დედამთილზე მაგრამ დაუნახავი დაუნახავად რჩება რაც არ უნდა გაუკეთო. არა და საქებარი რა აქვს ჩემსას ვაი ვაი ... მეცინება
14:11 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
დოდო
ახატია, რ არის საჭირო თქვენო ოჯახის თითოეული წვრილმანის გამოტანა საჯაროდ. თქვენ მაინც ერთად უნდა იყოთ და მერე როგორ შეხედავთ თვალებში ერთმანეთს. ხომ ხედავთ რა ხდება კომენტარებში. ბოროტი ბევრია, რომლებსაც უხარია თქვენი ურთიერთობის დაზაბვა დედამთილთა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კომენტარისაგან
14:11 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS