16 აპრილი, 2016
„დიახ, მე, მაია ასათიანმა სრულ გონებაზე მყოფმა, წინასწარ განზრახვით დავარღვიე ყველა პროფესიული სტანდარტი“...
მაია ასათიანი „პროფილის“ ბოლო გადაცემის კრიტიკოსებს კიდევ ერთხელ პასუხობს. 

"1921 წლის 25 თებერვალს თანამედროვე ტელევიზია რომ ყოფილიყო და მე კოჯრის მისადგომებთან ჩართვაზე ვმდგარიყავი-დავარღვევდი ყველა პროფესიულ სტანდარტს და ვიქნებოდი იქ სადაც ჩემი ქვეყნის პოზიციაა!

დიახ, ხუთშაბათს მე, მაია ასათიანმა სრულ გონებაზე მყოფმა, წინასწარ განზრახვით დავარღვიე ყველა პროფესიული სტანდარტი...

ვიყავი ზედმეტად ემოციური და მიკეძოებული და ასეთი ვიქნები ყოველთვის, როცა საქმე საბჭოთა საქართველოში დაბრუნებას ეხება! დგება მომენტი, როცა ჩვენ ჯერ მოქალაქეები ვართ და შემდეგ ჟურნალისტები!

პ.ს. თქვენ იყავით
მშვიდად ბატონებო, როცა ნახევრი დარბაზი, მათ შორის ახალგაზრდები, სრული სერიოზულობით გიმტკიცებს, რომ ძია სოსო წმინდანი და რუსეთი მხსნელია! მე ეს არ შემიძლია და მე მგონი ეს ის დროა როცა ბრძოლაა საჭირო, ჰოდა ვიბრძოლებ!",  წერს მაია „პროფილის“ ოფიციალურ გვერდზე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
მზია
ეს საკითხი ამ ტიპის გდაცემაში საერთოდ შეუთავსებელია! თანაც არ არის საჭირო ადამიანების დაპირისპირებას ხელი შევუწყოთ. ვისაც ვინ უნდა ის უყვარდეს, თუ დემოკრატიაა. ასე თუ გააგრძელეთ 90-იანი წლები არ აგვცდება!
16:55 / 16-04-2016
გამოხმაურება / 0 /
თეა
მაია, შენ არ ხარ კარგი ჯურნალისტი. შენი მიკერძოვებული მოსაზრება გამოხატე რესპოდენტის პოზიციიდან და არა შენს გადაცემაში. გეთანხმები, რომ საბჭოთა საქართველოში დაბრუნება და მით უმეტეს წმინდა სოსო არავის გვინდა, მაგრამ ეს არაა პირველი გადაცემა სადაც თავს და ემოციებს ვერ აკონტროლებ. ნუ გადავარდები არაპროფესიონალიზმში იმის გამო რომ გადაცემას რეიტინგი ქონდეს. სოფლის კლუბს დაამსგავსე პროფილი
16:08 / 16-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS