16 აპრილი, 2016
„დიახ, მე, მაია ასათიანმა სრულ გონებაზე მყოფმა, წინასწარ განზრახვით დავარღვიე ყველა პროფესიული სტანდარტი“...
მაია ასათიანი „პროფილის“ ბოლო გადაცემის კრიტიკოსებს კიდევ ერთხელ პასუხობს. 

"1921 წლის 25 თებერვალს თანამედროვე ტელევიზია რომ ყოფილიყო და მე კოჯრის მისადგომებთან ჩართვაზე ვმდგარიყავი-დავარღვევდი ყველა პროფესიულ სტანდარტს და ვიქნებოდი იქ სადაც ჩემი ქვეყნის პოზიციაა!

დიახ, ხუთშაბათს მე, მაია ასათიანმა სრულ გონებაზე მყოფმა, წინასწარ განზრახვით დავარღვიე ყველა პროფესიული სტანდარტი...

ვიყავი ზედმეტად ემოციური და მიკეძოებული და ასეთი ვიქნები ყოველთვის, როცა საქმე საბჭოთა საქართველოში დაბრუნებას ეხება! დგება მომენტი, როცა ჩვენ ჯერ მოქალაქეები ვართ და შემდეგ ჟურნალისტები!

პ.ს. თქვენ იყავით
მშვიდად ბატონებო, როცა ნახევრი დარბაზი, მათ შორის ახალგაზრდები, სრული სერიოზულობით გიმტკიცებს, რომ ძია სოსო წმინდანი და რუსეთი მხსნელია! მე ეს არ შემიძლია და მე მგონი ეს ის დროა როცა ბრძოლაა საჭირო, ჰოდა ვიბრძოლებ!",  წერს მაია „პროფილის“ ოფიციალურ გვერდზე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
ბაკური
მაია რა იცი სტალინის შესახებ
21:40 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
ეს გადაცემა კარგა ხანია დასახურია, ამდენი უვიცობა უკულტურობა უზნეობა ღუპავს თაობებს; მაიას არა აქვს ელემენტარული უნარ-ჩვევებიც კი გადაცემის წამყვანისა და მით უმეტეს საავტორო გადაცემის მოეყობისა. მე მგონი საერთოდ სკოლაშიც კი არ უვლია თორემ ორ ღერ ქართულს მაინც ასწავლიდნენ.აღარაფერს ვამბობ მის მიმიკებსა და ჟესტებზე ეს უბრალოდ სასაცილოა
20:34 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
teona
daanebet tavi maias..im mgvdlis garda shoushi axalgazrdebic iyvnen ,srul chkuaze myofebi,romlebic ificebdnen stalins..es ubedurebaa..vin rogor chaicvavs ki misi saqmea..minda jinsi mecmevainda kochebamde kaba..yvelgan kritikas ezebt..tu ar gindat kidev nu uyurebt ..pulti ar gaqvt???
20:14 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ლულუ
მაია, ძალიან ცუდი, უმიზნო, ადამიანის დამთრგუნველი გადაცემა გაქვს, მე პირადად არ ვუყურებ, მაგრამ როცა ძალიან ამეტებ..............., გონს მოდით, მე ყველანი მიყვარხართ, მაგრამრუსთავი-2- ზე მარტო ; ქერის უბანს და ბორბალს ვუყურებ.
20:05 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
IრMA
NEთA VIს AINტერესებს ჰენი აზრი
17:09 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
თეო
მოქალაქე მაშინ ყოფილიყავი როცა მართლა საჭირო იყო,მაშინ გაიძახოდით ყველა ჟურნალისტი ვარ და არა მხარეო,ახლა იგრძენი რომ პირველ რიგში მოქალაქე ხარ და მერე ?.ამაზრზენი ხარ.
16:08 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
mcxeta
ჯდომა და დგომა ისწავლე იქნებ ფეხი ფეხთან მიიტანო რაც ქალს ეკადრება სოფლის ბირჯაზე არ დგეხარ მაიკუნა
15:48 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ძალიან ბევრი რამ დაარღვიე.. პროფესიული და ადამიანური ეთიკა, შეურაცხად ხალხს რომ დასცინე რეიტინგის გამო. გვარამიას ლოცვა-კურთხევით იქნებოდა ეს ამბავი, მასაც ჩვევია არაადეკვატური ადმიანების პროვოცირება და მერე მათზე სიცილ-ხარხარი. პრიმიტივები ხართ, სიბრალულის ღირსი. ჟურნალისტს უწოდებ თავს და თემა შემოგლევია.. 21 წელს სად იქნებოდი? იყო მაშინ წითელი ხიდი, არ მახსოვს...
14:54 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ცმინდა სოსო, ხა ხა ხა ვაი თქვენს პატრონს სულ გაუბერა ამ ხალხმა
13:44 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
სოფო
შენ რა უნდა იბრძოლო და რა უნდა შეცვალო.გგონია რომ შენ აზრს მნიშვნელობა აქვს ვინმესთვის? საშინელ გადაცემებს აკეთებ ამ სეზონზე.მიკვირს ასეთი ტელევიზიის ასეთი მნიშვნელოვანი დრო რატო დაგითმეს შენ,მაგარ ჩერჩეტ ქალს
13:44 / 17-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS