15 აპრილი, 2016
მაია ასათიანს კვლავ აკრიტიკებენ - ''პროფილი'' განმარტებას აკეთებს - ''მოიყვანთ ამ ადამიანებს და დასცინით''
''პროფილის'' შემდეგ გადაცემას, რომელიც სტალინის ძეგლის გორში დადგმას მიეძღვნა, სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა.

მოგვიანებით ''პროფილის'' ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გვერდზე განცხადება დაიდო, სადაც ვკითხულობთ, თუ რატომ გადაწყვიტეს ამ თემაზე გადაცემის მომზადება.

"ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ეს ადამიანები დავპატიჟეთ სტუდიაში და მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომ არსებობს ასეთი ხალხი არის ის, რომ მათ ჰყავთ მიმდევრები, ადამიანები, რომლებიც სერიოზულად თვლიან, რომ იოსებ ჯუღაშვილი უნდა შეირაცხოს წმინდანად."

გადაცემის მიმართ კრიტიკა მაყურებელმა არც ამჯერად ''დაიშურა''. სტატუსის კომენტარებში ვკითხულობთ:

''არ გინდათ, ეს
ვითომ კეთილშობილება გამოძრავებდეთ მოიყვანთ ამ ადამიანებს და დასცინით. ზოგადად წამყვანი უზრდელი არ აცდის არავის ლაპარაკს და ჭკუას არიგებს ყველას. განსაკუთრებით თუ საპირისპირო აზრს ამტკიცებს ყველა გადაცემაში ეგრეა ნერვოზი აქვს ამ ქალს''.

''მადლი იქნება ერთი სტალინისთანა კაცი გამოჩნდეს და შენ და შენისთანებიდან გაწმინდოს საქართველო, მიმდევარი რა შაუაშია. გადაგვარების გზაზე ვდგავართ შენისთანა მომავალი რომ გვყავს!!''

''ეხლა რამდენმა არ იცოდა და უფრო მოემატებათ მიმდევრებიი. ესაა უბედურება. რომ ყავთ ჩვენ რას ვუზამთ. ვცემტ თუ დავარბევთ თუ რა. პსიქიურად დაავადებული ხალხი ყავთ მათ მიმდევრებად''.

''კარგით რა, უფრო მნიშვნელოვანი თემები გამოგელიათ? სხვა დიქტატორებზე მარტო ისტორიულ გადაცემებში ლაპარაკობენ. იქნებ უფრო საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციებზე და საინტერესო და სამაგალითო ჩვენი დროის ადამიანებზე გააკეთოთ გადაცემები. ან თუნდაც ხელოვანები სპორსმენები ან ნებისმიერი სხვა პროფესიის თუ სფეროს ადამიანები. დიდი ხანია აღარ ვუყურებ ამ გადაცემას ანონსებიც კი საკმარისია ინფორმაციის გასაგებად''.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 36 /
მედიკო
ვერ ვხვდები რატომაა ეს ტელეგადაცემები ამ სიმახინჯეზე ორიენტირებული. ტელევიზია გახდა სიმახინჯის მატირაჟირებელი. არ გვეყოფა დღის განმავლობაში რამდენ სულელს ვხედავთ, სახლში რომ მოვდივარ მინდა განტვირთვა და რაიმე ნორმალურის ყურება. შეიძლება ყველაფერი უმსგავსოება ტელეგადაცემის თემად იქცეს? ან პროდიუსერები არიან ძალიან უნიჭოები და ავადმყოფები ან არადა კიდევ რაღაც უბედურება გვჭირს, ღმერთო ჩემო იმდენი საინტერესო თემაა ამის მეტი ვერაფერი ნახეთ, ხალხო?
03:25 / 16-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ანა
თუ მეტი არ შეგიძლია და რაღაც სისულელეებზე აკეთებ გადაცემას, უნდა დახურო. იმ დღეს აჭარის წარმომადგენლებს რომ ეკეთხებოდა რა არის ეროვნულობაო, ვითომ ჩიხში ამწყვევდა, სირცხვილია. ხმის ტემბრიც რაღაც სხვანაირი აქვს, ყვირილით ამტკიცებს რაღაცას, არ გამომდის....
01:17 / 16-04-2016
გამოხმაურება / 0 /
tina
ასაკით 55 ვარ. გავიზარდე იმ პერიოდში როცა არავინ არ ლაპარაკობდა არც ცუდს და არც კარგს სტალინზე.მაგრამ მახსოვს ყველა სუფრაზე (კითხეთ თამადებს) ისმებოდა სტალინის სადღეგრძელო. მაიასთან რა პრეტენზია გაქვთ ვერ გავიგე. მის გადაცემას ქვია შოუ და დადგა შოუ.უკეთესი იქნებოდა შემეცნებითი გადაცემა გაკეთებულიყო სტალინზე, მაგრამ უყურებდნენ ასეთ გადაცემას ის ხალხი ? ვფიქრობ რომ არა.
22:56 / 15-04-2016
გამოხმაურება / 0 /
იმდენი იძახა ხალხმა, ერთი სტალინი წამოაყენაო, რომ "გამოუშვეს" ჩვენთან მართლა მისი მსგავსი ქარიზმითა და დაბადების თარიღითაც კი.. მერე იმ მეორე სტალინმა ისე დააშინა, გააგდეს, აღარ გვინდა, კაცო, მართლა სტალინი კი არ გვინდოდაო, ახლა იმაზე მიდის ვენების გადახსნამდე"მსჯელობა"(პროფილში რაც იყო, მართლა მსჯელობა ხომ არ იყო)ის პირველი სტალინი თურმე მართლა ბუა ყოფილა, ეს მეორეც ისეთივე იყო ნეტავ თუ ცოტა გაუმჯობესებული, კარგით რააააა, მოიწვიეთ სპეციალისტები, ისტორიკოსები, ვისაც რამდენიმე წიგნი წაუკითხავს ან დაუწერია ამ თემაზე, დააცადე, მაიაააავ, მოგვიყვეს, რაც იცის, რომ გაიგოს ხალხმა სიმართლე..იმაში შეეჯიბრეთ ერთმანეთს, ვინ უფრო კარგ მცოდნეს მოძებნით ამა თუ იმ თემაზე, თორემ დაგვენგრა ეს ქვეყანა და შოუები უშველიის?!
20:15 / 15-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ტ7567
ნეტა ეს კონკიას გადაცემა დაიხურებოდეს
18:37 / 15-04-2016
გამოხმაურება / 0 /
მაია მაია
აცდა პროფილი რეალობას,უამრავი ტიპის ადამიანი არსებობს,მაგალითისთვის მოვიყვან ფსიქიური პრობლემების მქონე პაციენტებს,რომლის უტყუარი ნიშნები ხშირად ეკვეთებათ პროფილის რესპოდენტებს...მაგრამ ყველა გადაცემაში არ უნდა ალაპარაკო,არსებობენ ჰიტლერები,სტალინები,ვიცით ხომ ფსიქიატრიულის პაციენტების გამოგონილი პერსონაჟების შესახებ,მაგრამ ისინი მხოლოდ იმიტომ არ უნდა დაპატიჟო სტუდიაში კარგმა ჟურნალისტმა,რომ ერის დასაცინი არ გახადო მისი არაადეკვატურობის გამო,მხოლოდ ყურებადობაზე ნუ გათვლით გადაცემებს,ქართული ტელევიზია ძალიან სასაცილოა გამხდარი.პროფილი ამ სტატუსით ლიდერია ჩემთვის...
18:04 / 15-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS