12 აპრილი, 2016
ინდირა ჯგერნაია სკანდალურად დაშორებულ ბოიფრენდს შეურიგდა და ბავშვს ელოდება
დაახლოებით ორი წლის წინ ''ნიჭიერის'' მონაწილე ინდირა ჯგერნაია შეყვარებულს, სკანდალით დაშორდა. მაშინ ინდირა ინტერვიუებში საუბრობდა, რომ  მის ბიჭს ინდირას წარმატება არ მოეწონა და სცენაზე დგომაზეც ეჭვიანობდა.

შეყვარებული განსაკუთრებით ''რუსთავი 2''-ის ფულად საჩუქარზე გაბრაზდა, რომელიც ''ნიჭიერის'' ფინალში გასულ ინდირას ნიკა გვარამიამ არხის სახელით გადასცა. მომღერლის შეყვარებულის აზრით, ხალხი ამაზე ჭორაობდა.

მაშინ ინდირას ინტერვიუს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მომღერლის გადაწყვეტილება არ მოსწონდა, ინდირა მაშინ ფეისბუქზე წერდა.

''ეს იმ ქალების გასაგონად ვინც ჩემს ინტერვიუს გამოეხმაურა!
ვისაც მოგწონთ მამაკაცის ეჭვიანობა, აეჭვიანეთ, მოუთმინეთ და მერე მის საწოლში იგორავეთ. არ ილაპარაკოთ ის, რაც არის და როგორც არის და ვინ რჩება მოტყუებული, საზოგადოება თუ თქვენ?

პ.ს. ეს ჩემი რჩევაა, თავის ფასი ყველამ იცოდეთ, თორემ კაცი კი არა ძაღლიც აღარ შემოგიღრენთ! ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ და როგორც გინდათ, დააკალით იდიოტ ქმრებს თავი და მუდმივ აურზაურში ზარდეთ შვილები და თქვენს შვილებს ჯანსაღი ფსიქიკა არასდროს ექნებათ. ჯერ გამოცადეთ და ჰოპ, მერე დაიძახეთ''!

თუმცა  საბოლოოდ სიყვარულმა გაიმარჯვა, წყვილი შერიგდა და მომღერალი ბავშვს ელოდება. 

ინდირას ამ თემაზე რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ინდირა, როდის ელოდები პატარას?
- სექტემბრის 25 მითხრა ექიმმა. ეს რიცხვი მიყვარს მეც 25- ში დავიბადე ოღონდ ოქტომბერს.

- გოგონას ელოდები,თუ ბიჭს?
- ბიჭს ველოდები

- როგორ მიდის ორსულობა? მომთხოვნი გახდი?
- თავიდან ტოკსიკოზი მაწუხებდა მოხოვნით არაფერს არ ვითხოვ, ყველას უკვირს ჩვეულებრივ ვარ.

- წონაშიც არ ხარ ძალიან მომატებული, როგორც ფოტოებიდან შეიძლება ვივარაუდოთ.
- კვებით თავს არ ვუზღუდავ ჯერჯერობით 2 კილო მოვიმატე. მეუბნებიან, რო ბიჭზე ორსულობამ ასე იცისო. გასუქება არც ერთ ქალს არ უნდა, მაგრამ მე ჯერ ჯერიბით მიმართლებს. ხელს მიწყობს ჩემი ბიჭი.

- ვინაა ბავშვის მამა?
- მამას არ სურს, იყოს ცნობილი და ურჩევნია მედია საიტებზე და ჟურნალებზე არ ჩანდეს. თუმცა ამ ბედნიერებას ერთად ვუცდით

- სახელი შერჩეული გაქვს?
- სახელი მე შევარჩიე და არც არავისთვის მიკითხავს აზრი. ანდრეას ვარქმევ.

- როგორც ჩანს, დიდი ქორწილი არ გქონია, პრესაში და ინტერნეტსაიტებზე არაფერი დაწერილა.
- რა ქორწილი, ნუ მაცინებ. ეს დიდი ხნის სიყვარულია და ჩვენ ამდენი წლების მერე ქორწილი არც მოგვიხდებოდა. არ ვსაუბრობ ზოგადად ამ თემაზე და იმიტომაც არ დაწერილა არაფერი.

- ამბობ, დიდი ხნის სიყვარულიაო, იმ ბიჭს შეურიგდი, ადრე რომ წერდა პრესა და რაზეც სატელევიზიო შოუებში საუბრობდი?
- დიახ, შევრიგდით და ისევ ერთად ვართ.

მერი კობიაშვილი
Rating
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
მაგ
ეხლა აიტან მის ეჭვიანობას?სასაცილოა ეს ხალხი პირდაპირ.......
16:43 / 14-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნანა
სხვებს ჭკუას ასწავლის პროფესორი და ასეთი ლანძღვა-გინების მერე ისევ ეტენება, უთავმოყვარეო არსება, თან თავხედი
04:42 / 14-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ქორწინება რისთვის არის საერთოდ, თუ ასე დაიწყეს ახალგაზრდებმა ერთად ცხოვრება და ბავშვების გაჩენა?
07:49 / 13-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ანოუკი
ამიტომააა კარგად უნდა დაფიქრდე სანამ რამეს იტყვი
16:56 / 12-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS