12 აპრილი, 2016
ინდირა ჯგერნაია სკანდალურად დაშორებულ ბოიფრენდს შეურიგდა და ბავშვს ელოდება
დაახლოებით ორი წლის წინ ''ნიჭიერის'' მონაწილე ინდირა ჯგერნაია შეყვარებულს, სკანდალით დაშორდა. მაშინ ინდირა ინტერვიუებში საუბრობდა, რომ  მის ბიჭს ინდირას წარმატება არ მოეწონა და სცენაზე დგომაზეც ეჭვიანობდა.

შეყვარებული განსაკუთრებით ''რუსთავი 2''-ის ფულად საჩუქარზე გაბრაზდა, რომელიც ''ნიჭიერის'' ფინალში გასულ ინდირას ნიკა გვარამიამ არხის სახელით გადასცა. მომღერლის შეყვარებულის აზრით, ხალხი ამაზე ჭორაობდა.

მაშინ ინდირას ინტერვიუს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც მომღერლის გადაწყვეტილება არ მოსწონდა, ინდირა მაშინ ფეისბუქზე წერდა.

''ეს იმ ქალების გასაგონად ვინც ჩემს ინტერვიუს გამოეხმაურა!
ვისაც მოგწონთ მამაკაცის ეჭვიანობა, აეჭვიანეთ, მოუთმინეთ და მერე მის საწოლში იგორავეთ. არ ილაპარაკოთ ის, რაც არის და როგორც არის და ვინ რჩება მოტყუებული, საზოგადოება თუ თქვენ?

პ.ს. ეს ჩემი რჩევაა, თავის ფასი ყველამ იცოდეთ, თორემ კაცი კი არა ძაღლიც აღარ შემოგიღრენთ! ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ და როგორც გინდათ, დააკალით იდიოტ ქმრებს თავი და მუდმივ აურზაურში ზარდეთ შვილები და თქვენს შვილებს ჯანსაღი ფსიქიკა არასდროს ექნებათ. ჯერ გამოცადეთ და ჰოპ, მერე დაიძახეთ''!

თუმცა  საბოლოოდ სიყვარულმა გაიმარჯვა, წყვილი შერიგდა და მომღერალი ბავშვს ელოდება. 

ინდირას ამ თემაზე რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ინდირა, როდის ელოდები პატარას?
- სექტემბრის 25 მითხრა ექიმმა. ეს რიცხვი მიყვარს მეც 25- ში დავიბადე ოღონდ ოქტომბერს.

- გოგონას ელოდები,თუ ბიჭს?
- ბიჭს ველოდები

- როგორ მიდის ორსულობა? მომთხოვნი გახდი?
- თავიდან ტოკსიკოზი მაწუხებდა მოხოვნით არაფერს არ ვითხოვ, ყველას უკვირს ჩვეულებრივ ვარ.

- წონაშიც არ ხარ ძალიან მომატებული, როგორც ფოტოებიდან შეიძლება ვივარაუდოთ.
- კვებით თავს არ ვუზღუდავ ჯერჯერობით 2 კილო მოვიმატე. მეუბნებიან, რო ბიჭზე ორსულობამ ასე იცისო. გასუქება არც ერთ ქალს არ უნდა, მაგრამ მე ჯერ ჯერიბით მიმართლებს. ხელს მიწყობს ჩემი ბიჭი.

- ვინაა ბავშვის მამა?
- მამას არ სურს, იყოს ცნობილი და ურჩევნია მედია საიტებზე და ჟურნალებზე არ ჩანდეს. თუმცა ამ ბედნიერებას ერთად ვუცდით

- სახელი შერჩეული გაქვს?
- სახელი მე შევარჩიე და არც არავისთვის მიკითხავს აზრი. ანდრეას ვარქმევ.

- როგორც ჩანს, დიდი ქორწილი არ გქონია, პრესაში და ინტერნეტსაიტებზე არაფერი დაწერილა.
- რა ქორწილი, ნუ მაცინებ. ეს დიდი ხნის სიყვარულია და ჩვენ ამდენი წლების მერე ქორწილი არც მოგვიხდებოდა. არ ვსაუბრობ ზოგადად ამ თემაზე და იმიტომაც არ დაწერილა არაფერი.

- ამბობ, დიდი ხნის სიყვარულიაო, იმ ბიჭს შეურიგდი, ადრე რომ წერდა პრესა და რაზეც სატელევიზიო შოუებში საუბრობდი?
- დიახ, შევრიგდით და ისევ ერთად ვართ.

მერი კობიაშვილი
Rating
Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ANA35
GEთANXMEBI MძIA.თAთKA.MAღთLA GOIMI შHEN XAღ
23:26 / 21-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ინდირა
შარვალი ძაღლმა შემოგახია?
21:51 / 21-04-2016
გამოხმაურება / 0 /
MZİA
TATKA,GCXVENODES,SİPATİ DA SOPLELİ RA SHUASHİA?GETYOBA ROGORİ AGZRDİLİC XAR DA RİTİ JOBİXAR SOPLELS,İMİT ROM SHENSAVİT GARYVNİLEBİ DA UZRDELEBİ AR ARİAN?SHEN TİTON RA GİWERİA METRİKASHİ,İQNEB TEBRO AN TAMARA?
22:58 / 19-04-2016
გამოხმაურება / 0 /
თიკა
დაირქმევენ თათკებს და ძაან ქალაქელები გონიათ თავი ....
16:32 / 19-04-2016
გამოხმაურება / 0 /
თათკა
ამ გოგოს სოფლური სიფათი აქვს, ძაან გოიმია
21:21 / 18-04-2016
გამოხმაურება / 0 /
დარო
ყველა ქალი ხართ და რამ გაგაბოროტათ, თუ ქალი ბედნიერია დალოცეთ და ბედნიერება უსურვეთ.ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს მე არც გიცნობ, მაგრამ ალბათ დიდმა იმედ გაცრუებამ ათქმევინა ის რაც ადრე თქვა.
16:07 / 18-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ninka
ვინ არის ეს ინდირა? ცხოვრებაზე გაბოროტებული ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს.საწყალი ჯერ ილანძღებოდა ასე ისეთი და.....მერე შეიცვალა ის ბიჭი...ალბათ იფიქრა სცენაზე ვდგავარ ვარსკვლავი ვარ უკვე და მილიონი გამომიჩნდევაო,მაგრამ ჩაუვარდა კოვზი ნაცარში....
01:24 / 16-04-2016
გამოხმაურება / 0 /
თეა
უთავმოყვარეობის პიკი, საკუთარი თავის ფასის ცოდნასთან ერთად საკუთარი პირიდან გადმოსული სიტყვების კონტროლიც რომ გესწავლა ურიგო არ იქნებოდა, ჯერ რეებს ამბობდი იმ ბიჭზე, ეხლა კი შეურიგდი და ჩაუგორდი კიდეც, ისიც უთავმოყვარეოა შენსავით თორემ მაგ სიტყვების შემდეგ ზედაც არ უნდა შეეხედა შენთვის, მოკლედ ფერი ფერსა :)
14:34 / 15-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნონო
ვაიმე ვაიმე... რა სასაცილო მდგომატეობაში იგდებს თავს. ან ვის ეჩხუბება, ან რატო ილანძღება, ან რა უნდა საერთოდ. დაიმშვიდე ნერვული სისტემა და მშვიდად გააჩინე ეგ ბავშვი. სხვის ფსიქიკაზე ნუ "ზრუნავ" საკუყარს და შვილისას მიხედე. რაის აბორტი და რაის უქმროდ გაჩენილი შვილი, შვი'ლ'ოოო?! ვისღა უკვირს?! :))) ისე, ქმარი რომ ჰქვია ისეთი კაცის "საწოლში გორაობა" სჯობია, ვიდრე ათასი გარეწარის!
08:33 / 15-04-2016
გამოხმაურება / 0 /
სკარლეტ
ვერ გავიგე რატომ ჩხუბობს ეს გოგო ყველა კომენტარში?! :) ასწავლეთ ვინმემ, რომ ამდენი აგრესია და ზიზღის გამოხატვა ორსულობაში არ შეიძლება , თან აღარავის უკვირს უკვე უქმროდ ბაშვის გაჩენა :)
16:55 / 14-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS