11 აპრილი, 2016
რატომ დაატოვებინეს მამა ანთიმოზს კარაოკე კლუბი
სოციალურ ქსელში გავრცლდა ინფორმაცია, რომ მამა ანთიმოზის მორიგ სკანდალში გაეხვა. ფეისბუქმომხმარებლები წერდნენ, რომ ნახეს, როგორ დაატოვებინეს კარაოკე კლუბი ''ეიფორია'' მამა ანთიმოზს, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ინფორმაცია ''ეიფორიის'' პიარ-მენეჯერთან ბექა ხალათაშვილთან გადავამოწმეთ.

ბექას თქმით საღამო, რომელიც ნინი ბადურაშვილს მიჰყავდა, მხიარულად მიმდინარეობდა და ყველა ერთობოდა, მაგრამ მამაოს ალკოგოლი ზედმეტი მოუვიდა, თინეიჯერი ბავშივით დაიწყო მოქცევა, მანდილოსან სტუმრებს აწუხებდა.

დაცვამ რამდენჯერმე გააფრთხილა, მაგრამ მამა ანთიმოზმა კვლავ გააგძელა სტუმრების შეწუხება. ამ ყველაფრის შემდეგ დაცვასთან ფიზიკური ანგარისწორებაც გადაწყვიტა, რის შემდეგაც მამა
ანთიმოზს კარაოკე კლუბი დაატოვებინეს.

RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
გიორგი
მამაოს რა უნდა კარაოკე კლუბში და თანაც ნასვამს დიდმარხვის დროს?!
21:02 / 11-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნი-ნია
ეუჰ,გაერია "ელიტაში":DDDD რამდენი ასეთი შეუმდგარი მამაოა,გაიგე ეხლა ვისთან მიხვიდე და ვის ანდო საკუთარი სული!?:(
18:39 / 11-04-2016
გამოხმაურება / 0 /
მაია მაია
ეს პიროვნება მამაოა? გასაკვირია...არ ვკიცხავ,მაგრამ რავიცი რავიცი...
18:15 / 11-04-2016
გამოხმაურება / 0 /
თათკა
ამ კაცს, კიდევ თუ ქალები უნდოდა, რას აღიკვეცა ბერ მონაზვნად. მოეყვანა ცოლი, პარალელურად ევლო ქალებში, კლუბებში და ბარებში, თვითონაც ვერ ხვდება, რომ ეკლესიას არცხვენს. ეს კაცი არ არის ნორმალური.თვითონაც ვერ გაუგია, რა უნდა ცხოვრებაში.
16:45 / 11-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS