04 სექტემბერი, 2013
ნანკა კალატოზიშვილი: სუსტო ერო, რა მოიგონე ეს ბიონარკოტიკები
ბიონარკოტიკი, რომელიც საქართველოში ბოლო დროს სულ უფრო მოდური გახდა, განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდებში სარგებლობდა ბოლო დროს ტელევიზიითა თუ პრესით სულ უფრო ხშირად ხდება ცნობილი, რომ ბიონარკოტიკის მოხმარებისას ადამიანი გარდაიცვალა.

ბიონარკოტიკი, რომელიც საქართველოში ბოლო დროს სულ უფრო მოდური გახდა, განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდებში სარგებლობდა.

ცნობილია, რომ ''ბიო'' სისხლში არ რჩება და მოხმარების შემდეგ შეგიძლია ანალიზიც მშვიდად ჩააბარო. ასევე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს მისი გამოწერა ინტერნეტის საშუალებითაც შეეძლო.

ბოლო დროს კანონი გამკაცრდა და ''ბიო'' -ს გამოწერას ვეღარ ახერხებენ, თუმცა შედეგმა
ახლა იჩინა თავი და ბიო ნარკოტიკის მოხმარებისგან არაერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. რამდენიმე მათგანს კი ბიოს მოხმარებისგან თავში სიმსივნე აღმოაჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ''ბიოს'' შემოტანა აკრძალულია, როგორც ჩანს, ვიღაცები მაინც ახერხებენ, რადგან დამღუპველი შედეგების შესახებ ისევ ხდება ცნობილი. როგორც ჩანს, ამ პრობლემამ ცნობილი ადამიანიებიც შეაწუხა. 

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე წერს:
''ისედაც შენ, სუსტო ერო, რა მოიგონე ეს ბიონარკოტიკები. შენს ბიოლოგიურ შვილებს მიხედე ან დაკავდი მათი კეთებით, სანამ შენი ორგანიზმის ბიომექანიზმს ჯერ კიდევ ტრაკი აქვს'' ...

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ვატოს
არ დავიწყებ შენი შეცდომების გასწორებას, რადგან ეს დიდ დროს წამართმევს, უბრალოდ მოკლედ გეტყვი, ბიო რამოდენიმე თვე კი არა, რაც მე ვიცი ერთი წელია უკვე რაც არის ქართულ ბაზარზე, ეტყობა შენ გაიგე გვიან. თუნდა თვეებზე იყოს საუბარი, შხამია და მალე უღებს ადამიანს ბოლოს.
18:24 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
ვატო, საშვალებები არა საშუალებები. საიდან ტენით ამ ვ-ს..
17:55 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ებრძოლეთ ეკლესიას და მერე იწუწუნეთ რამდენი უიმედო ნარკომანი გვყავსო. ბოლოს და ბოლოს არ აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა რომელ ნარკოტიკს იყენებ. არცერთ ნარკოტიკია სასარგებლო და ნებისმიერი რაღაც უბედურობას იწვევს. მთავარია ის, რომ ახალგაზრდას მცირე ასაკიდან მისცე სულიერი საზრდო. დანარჩენი ბუნებრივად იოლი მისაღწევია. ხოლო თუ მას ეკლესიის მიმართ ეჭვს ჩაუნერგავ, მაშინ შენ, თავდაჯერებულო ბრიყვო, იმეტებ მას განსაცდელებისთვის.
17:19 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ვატო
ჯერ ერთი ნანკამ თავის კაკადილშიკ ძმაკაცებს მიხედოს და მერე მოგვცეს რჩევა დარიგებები, მერე მეორე რამოდენიმე თვეა რაც ბიო შემოვიდა და როგორ გაიგეს ესე მალე რომ თავში სიმსივნეს აჩენს და ხალხის სიკვდილიც უბრალოდ ჭორია. მესამე ვინ თქვა რომ ორგანიზმში არ რჩება და ვერ ამოწმებენ უბრალოდ აქამდე ამოსაცნობი საშვალებები არ იყო საქართველოში ეხა უკვე არის. რაღაცას რო დაწერთ თქვე კაი ხალხო ინფორმაციაც გადაამოწმეთ ან მცოდნეს კითხეთ. სხვანაირად უნდა ვებრძოლოთ ნარკოტიკების გავრცელებას და არა ესეთი ტუილებით.
15:19 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ბესარიონი
ეს რომ ამ თემაზე მოწოდებებს აკეთებს...))
15:10 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS