დიდი მადლობა ყველას ვისაც ვუყვარვართ, მაგრამ მოგიწოდებთ რომ გინებით და ლანძღვით ნუ პასუხობთ სიძულვილის და "დედის გინების" ენაზე მოსაუბრე ანგაჟირებულ ადამიანს. ჯგუფი მგზავრები წლებია, უკრაინაში არიან, დასახელდნენ წლის საუკეთესო ჯგუფად, წლების მანძილზე სრული ანშლაგით მართავენ კონცერტებს, მათი საკონცერტო
რაც შეეხება 9 აპრილს დაგეგმილ კონცერტს რომელიც პეტერბურგში გაიმართება. პატრიოტიზმია ოკუპანტ ქვეყანაში მოახერხო ამ თემას შეეხო!, ადვილია ოთახში შეკეტილმა სოციალურ ქსელში პუტინს აგინო, როდესაც იცი რომ ამის გამო ფიზიკურად ვერავინ შეგეხება. "მგზავრები" პეტერბურგში აქცია კონცერტს გეგმავს, ვიდეო ინსტალაციით, წუთიერი დუმილით. ჩვენი იარაღი ჩვენი საქმეა, ჩვენი იარაღი არის სტერეოტიპების მსხვრევა ახალ თაობაში რომ "გრუზინი" ის არ არის რაც მათ გონიათ. გიგი ოკუპანტების ქვეყანაში მუდმივად აფიქსირებს თავის პოზიციას, მათ შორის უკრაინის თემაზეც.
პ.ს ნიკა გვარამიას დიდ პატივს ვცემ. უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ, ბევრს მიაღწია კალოშით ჩამოსულმა თბილისში, მაგრამ ყველა იგივე რთულ გზას არ გადის, გიგის უფრო გაუმართლა და კალოშით არ მოუწია კიევში ჩასვლა, იღბლიანია. ძალიან ვაფასებ ნიკას ბიოგრაფიას რომ თავისი თავი შექმნა, ალბათ გადაღლილია და "ქართველი ვაჟკაცივით" დედის გინებაზეა გადასული.
ამასობაში მგზავრები აგრძელებენ ტურნეს მთელი წელი გაწერილია მომავალი თვის ბილეთები წინასწარ გაყიდული.
საზოგადოებრივი ინიციატივა მაქვს რომ ტალახის სროლის ფესტივალი მოაწყოს სახელმწიფომ, ამაზე დიდ სიამოვნებას ბრბო მაინც ვერაფრისგან იღებს.
წარმატებულ დღეს გისურვებთ“. წერს ნინი დედალამაზიშვილი ფეისბუქზე.