06 აპრილი, 2016
"წარმატებები, დედი..." - ჟურნალისტი თათია პაჭკორია შვილს გულშემატკივრობს
"იქს-ფაქტორის" ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარებული გოგონა ცირა კობიაშვილი, რომელმაც სიმღერა გარდაცვლილ შეყვარებულს მიუძღვნა, ჟურნალისტ თათია პაჭკორიას ქალიშვილია. ცირას შეყვარებული, გოგა კვარაცხელია შარშან მოკლეს. ამის შემდეგ ცირას საკმაოდ დიდი სულიერი ტრავმა დარჩა.

გოგონას გამოსვლას ბევრი გულშემატკივრობდა, პირველ რიგში კი დედამისი, ცნობილი ჟურნალისტი თათია პაჭკორია.

"წარმატებები, დედი... ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი საკუთარი ხელით ქმნი მომავალს...) მაგრამ ყველაფერი წინ გაქვს ჯერ და თვითკმაყოფილებას არ მიეცე..." - წერს თათია.

თავად ცირამ კი შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა თაიმლაინზე: იხილეთ პოსტი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS