06 აპრილი, 2016
გიგი გაჩეჩილაძე სალომე ჭაჭუას ცეკვების დადგმაში ეხმარება - ''ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებდით''
სალომე ჭაჭუას პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობა ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს. სალომეს მეწყვილე ხომ ყველაზე სექსუალურ ბიჭად აღიარებული ანდრეა გველესიანია.
ანდრეას ეუბნებიან, რომ დიდ შარში გაეხვა, რადგან ასეთი მაგარი მეწყვილე ჰყავს. გოჩა ჩერტკოევის შეფასებით სალომე და ანდრეა ერთ-ერთი კარგი წყვილია.

სალომეს პროექტში მონაწილეობას კიდევ ის ინტრიგა აქვს, რომ შოუს ქორეოგრაფი გიგი გაჩეჩილაძეა, რომელთანაც ჭაჭუას მრავალწლიანი გახმაურებული რომანი ჰქონდა.

"პროექტში მონაწილეობა მე და მაქსს, ორივეს შემოგვთავაზეს, მაგარამ ვერ დავთანხმდით, რომ ორივეს მიგვეღო მონაწიელეობა. მაქსი სტუდიაში ჩემ მაგივრად
ატარებს გაკვეთილებს.

გიორგი გაჩეჩილაძეა პროექტის ქორეოგრაფი, ის ძალიან მეხმარება. თუ შოუს შემდეგ ყველა ისვენებს, მე და ქორეოგრაფი მივდივართ და ცეკვას ვდგამთ. მან კარგად იცის ჩემი გადატვირთული რეჟიმის ამბავი და ცდილობს, ხელი შემიწყოს.

მთელი ცხოვრება რაზეც ვოცნებობდი იმისკენ მივდივარ და ახლა უკან არ დავიხევ. მე და გიგის გვიმუშავია ერთად და ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებდით", - ამბობს სალომე ჭაჭუა ''სარკესთან'' ინტერვიუში.

გასულ სეზონზე როდესაც სალომეს მეწყვილე ზურა გორგაძე იყო, სალომე დამოუკიდებლად დგამდა საცეკვაო ნომრებს. 
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნანა
ყოჩაგ ამ გოგოს აბაა რაა იცის როგორ მიაგწიოს მიზანს და როგორ გაიკეთოს პიარი
13:30 / 16-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ეხლა გახდნენ ერთმანეთისთვის კარგები სალომემ კარგად იცის როგორ გამოიყენოს კაცები ბრავო
13:26 / 16-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS