ანდრეას ეუბნებიან, რომ დიდ შარში გაეხვა, რადგან ასეთი მაგარი მეწყვილე ჰყავს. გოჩა ჩერტკოევის შეფასებით სალომე და ანდრეა ერთ-ერთი კარგი წყვილია.
სალომეს პროექტში მონაწილეობას კიდევ ის ინტრიგა აქვს, რომ შოუს ქორეოგრაფი გიგი გაჩეჩილაძეა, რომელთანაც ჭაჭუას მრავალწლიანი გახმაურებული რომანი ჰქონდა.
"პროექტში მონაწილეობა მე და მაქსს, ორივეს შემოგვთავაზეს, მაგარამ ვერ დავთანხმდით, რომ ორივეს მიგვეღო მონაწიელეობა. მაქსი სტუდიაში ჩემ მაგივრად
გიორგი გაჩეჩილაძეა პროექტის ქორეოგრაფი, ის ძალიან მეხმარება. თუ შოუს შემდეგ ყველა ისვენებს, მე და ქორეოგრაფი მივდივართ და ცეკვას ვდგამთ. მან კარგად იცის ჩემი გადატვირთული რეჟიმის ამბავი და ცდილობს, ხელი შემიწყოს.
მთელი ცხოვრება რაზეც ვოცნებობდი იმისკენ მივდივარ და ახლა უკან არ დავიხევ. მე და გიგის გვიმუშავია ერთად და ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვითვალისწინებდით", - ამბობს სალომე ჭაჭუა ''სარკესთან'' ინტერვიუში.
გასულ სეზონზე როდესაც სალომეს მეწყვილე ზურა გორგაძე იყო, სალომე დამოუკიდებლად დგამდა საცეკვაო ნომრებს.