ტელეწამყვანი
გიორგი გაბუნია ხშირად ამბობს, რომ ქართულ ტელესივრცეში საინფორმაციო გამოშვების წაყვანის განსხვავებული სტილი დაამკვიდრა. ეპატაჟური წამყვანი მალე მაყურებელს არამხოლოდ პოლიტიკური შოუს ეთერში მოევლინება. მუსიკალური შოუ "იქს-ფაქტორის" ახალ სეზონში მას კვლავ მენტორად ვიხილავთ და მაყურებელს ჰპირდება, რომ შოუს ამ სეზონზეც არ უღალატებს ცინიკურ კომენტარებს კონკურსანტებისადმი.
მოსინჯავს თუ არა ოდესმე ძალებს პოლიტიკაში და რას ფიქრობს ყბადაღებულ ჭორებზე მის ორიენტაციასთან დაკავშირებით - ამ და სხვა საკითხებზე გიორგი გაბუნიამ ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ისაუბრა.
- "მაესტროზე" მუშაობისას შეღებილი თმით დავდიოდი,
ახლაც, დავდივარ საყურეებით, ვამბობ, რომ შეყვარებული არ ვყოფილვარ და არ მინდა ოჯახის შექმნა, მოკლედ, თვითონვე ვიძლევი ყველანაირ საბაბს ჭორებისთვის. მაგრამ, მე არასდროს ვცდილობ, ადამიანები გადავარწმუნო და ვუმტკიცო, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ვიღაც ჩემს ადგილას ცოლს მოიყვანდა საზოგადოებისთვის საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად და სინამდვილეში, ასე უამრავი იქცევა. ძალიან სასაცილოა, როცა ცოლი იმიტომ მოჰყავთ, რომ კითხვები არ გაჩნდეს და ყველამ თქვას: უი, ეს ბიჭი არ ყოფილა გეი - აი, ცოლი ჰყავსო. მე ამას არ ვაპირებ. ცხოვრებაში სხვისთვის რამის დასამტკიცებლად არაფერს
გავაკეთებ. ადამიანი თავისუფალია, მე ისე ვიქცევი, როგორც მომწონს. ვისაც რა უნდა, ის იფიქროს და როგორც უნდათ, ისე შემაფასონ. თუ ფიქრობენ, რომ გეი ვარ, იფიქრონ.
- გვარამიასთან მეგობრობის გამო, ბევრს ლაპარაკობენ, შენი "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორად დანიშვნის შესახებ...
- სისულელეა, რომელსაც სერიოზულად განიხილავდნენ. რას აღარ იგონებენ ჩვენზე - გვარამია და გაბუნია ტყ...ნო, დადიოდა ჭორები.
იხილეთ სრულად