- 2014 წლიდან ვცხოვრობ ამ სახლში. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ავაშენეთ. მშენებლობის დროს მოგვივარდა მშენებლობის მინისტრი (თამრიკო ერქვა, სამწუხაროდ გვარი
შენების პროცესში მე თვითონ ვიყავი ჩართული. ქართველ დიზაინერებს
მოსწონთ ფარდაგები, სახლში აუცილებლად უნდა დაკიდონ ვაჟა-ფშაველას ან აინშტაინის სურათი, უნდა შემოალაგონ თაროებზე წიგნები, რომლებსაც არასდროს კითხულობენ. აკეთებენ ვითომ მინიმალისტურ მიქსებს, რაც ჩემთვის მიუღებელია, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ყველაფერი მე თვითონ, კლასიკურ სტილში გამეკეთებინა. ძალიან ხშირად ვარ ნამყოფი და ნაცხოვრები საზღვარგარეთის სასტუმროებში. ყველაზე ძვირიანი სასტუმროები არის გაწყობილი კლასიკური სტილის ავეჯით. კარგი ავეჯი კეთდება საუკეთესო ხის მასალით, მაგალითად, რა ავეჯსაც ხედავთ ჩემთან მისაღებ ოთახში, ყველა არის ბზის ხისგან დამზადებული. ბზის ხეს აქვს საოცარი თვისებები, არის უჯანმრთელესი, ეკოლოგიურად სუფთა, ათასწლოვანი ხე, არ კვდება, არ ჭიანდება, ვინაიდან ქვა და კლდესავით ხდება დამუშავების შემდეგ. სახლში მისი ქონა ნიშნავს იცხოვრო ტყეში, სუფთა ჰაერზე, ვთქვათ გურიაში. დიდ ბოდიშს ვიხდი ყველა ქართველ მწარმოებელთან, მაგრამ ემ-დე-ეფის ავეჯი, რასაც საქართველოში აწარმოებენ, არის კარცეროგენი. ადამიანმა, რომელიც ფულს შოულობ, უნდა იყიდო ნამდვილად ხარისხიანი ავეჯი, რაც ნიშნავს ჯანმრთელობას - წარმოიდგინეთ წევხართ ბზის ტყეში. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები