უკვე ყველა საუბრობს, რომ გაურავ ჩოპრა და სტანისლავ ბონდარენკო შოუს საინტერესო ელფერს შესძენს. საქართველოში ჩამოვიდა სტანისლავ ბონდარენკოს მეგობარი გოგონაც შეყვარებულის გასამხნევებლად.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბევრს კითხვაც გაუჩნდა, შოუში ქართველი მონაწილეები იქნებიან თუ არა შოუშიო.
შოუში ქართველებიც, რასაკირველია, იქნებიან. მათ შორის იქნება მომღერალი ნინი წიკლაურიც, რომელიც სხვა მონაწილეებთან ერთად შოუს პირველი ტურისთვის აქტიურად ემზადება.
მონაწილეებს წინ ბევრი
ნინი წიკლაური „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეებთან ერთად გართობის დროს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და თავადვე სიცილით წერს, რომ დიდი ამბავი მოჰყვება ამ ფოტოს.
მეგობრები წერენ, ჩვენ გვგონია ჩა ჩა ჩა-ში ვარჯიშობს და ეს კი თურმე როგორ ერთობაო. მეორე მეგობარი წერს, კიდევ კარგი მამაჩემს არ აქვს ფეისბუქი და ამ ყველაფერს ვერ ნახავსო.
ფოტოს ანრი ჯოხაძეც ეხმაურებს - რას ნიშნავს, უჩემოდ რომ ჩამხტარხართ მანდ, წერს მომღერალი.