01 აპრილი, 2016
„მშობლებო! რატომ აქვთ თქვენს არასრულწლოვან შვილებს ფეისბუქი?! - არავის აზრს არ ვახვევ, მაგრამ“ ...
ქრისტინე იმედაძე ყველა იმ მშობელს მიმართავს, ვის არასრულწლოვან შვილსაც ფეისბუქი აქვს გახსნილი და ყველანაირ ინფორმაციაზე, რაც სოციალურ ქსელში ვრელდება, წვდომა აქვს. 

„მშობლებო! რატომ აქვთ თქვენს არასრულწლოვან შვილებს ფეისბუქი- ?! თქვენ თვლით, რომ 7-8 წლის ან თუნდაც 13-14 წლის ბავშვს ისეთივე წვდომა უნდა ჰქონდეს ყველანაირ ინფორმაციაზე, როგორიც თქვენ გაქვთ? დავიჯერო არასდროს გითქვამთ შვილისთვის - წადი შენ ოთახში აქ უფროსები ვსაუბრობთ!?

ფეისბუქზე ხშირად უფროსებსაც გვისკდება გული, ისეთ რაღაცას ვაწყდებით... ბინძური ვიდეოები... ვირუსები, რომლებიც თქვენ მოგდით ინბოქსში მათაც
მისდით...

ზოგჯერთქვენივე სტატუსები თუ სახალხო მიმოწერებია, ისეთი რომ ეს ბავშმა არ უნდა იცოდეს...

თქვენ გაბუღული სამზარეულოდან აგდებთ მაგრამ ის ფბდან იგებს იმასაც და იმაზე მეტსაც..

რა ფილმებს უყურებენ ბავშვები? რა თამაშებს თამაშობენ? ახლა ამასაც რომ ვწერ ამასაც კითხულობენ თქვენი შვილები თორე კიდე მეტს დავწერდი...

ამ ბოლო დროს ძალინ ძალიან ბევრი ცუდი ამბავი გავიგეთ... არავის აზრს არ ვახვევ, მაგრამ უდიდესი ბრალი მე ბავშვების ინტერნეტთან ასე მარტივად და ამხელა დოზით წვდომა ერთ - ერთი მთავარი მიზეზი მგონია...

მესმის, რომ დღეს სხვანაირი ბავშვები არიან და მე თუ დაჭერობანადან ფეიქბუქამდე ბევრი წელი მაშორებდა -მათ მთავარი სათამაშო აიფონი აქვთ 9 თვის ასაკიდან...

მაგრამ ამ გვერდს ხომ უფროსები უხსნიან ბავშვებს... რატომ? თუ მე უმცირესობაში ვარ“?, წერს მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე ფეისბუქზე, რომელსაც ბევრი ეთანხმება.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
ნანა
ქრისტინე მართალი ხარ. ეხლა ბავშვი რომ იბადება ფეისბუკს უხსნიან.შვილის კლასელის დაბადების დღეზე მომიწია მისვლა. ბავშვები ერთმანეთში არ საუბრობდნენ. ყველა ჩარგული იყო ტელეფონში.მინდა გითხრა რომ არც დიდები ვიქცევით სათანადოდ. მთელი ყურადღება გადატანილი გვაქს კომპიუტერისკენ და ტელეფონისკენ სამწუხაროდ.
23:02 / 01-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ლალი
შენ გაიხარე ესეთი სიმართლე დიდი ხანია არ წამიკითხავს.სრულიად გეთანხმები
21:31 / 01-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ბოლომდე ვეთანხმები ქრისტინეს! ბოლოდე!
20:19 / 01-04-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS