02 სექტემბერი, 2013
მარინა მიზანდარმა ნანუკა ჟორჟოლიანი კიდევ ერთხელ დაამარცხა
ამ ყველაფრის შემდეგ, გურამ ოდიშარიამ მარინა მიზანდარს შესთავაზა მინისტრის მოადგილეობა. ეს ქალბატონი მანამდე გერმანიაში ცხოვრობდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის პირველი მოადგილის მარინა მიზანდარის უცნაურ ჩაცმულობას ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ. ზოგი იმასაც ამბობს, რაც უნდა ის ეცვას, მთავარია, საქმე აკეთოსო.

გაკეთებული საქმე კი ჯერჯერობით არ ჩანს, სამაგიეროდ უცნაურად ჩაცმული მინისტრის მოადგილის ფოტოები სულ უფრო ხშირად ჩნდება სოციალურ სივრცეში.

არჩევნების შემდეგ კულტურის სამინისტროში სულ სკანდალებში ეხვეოდა. ჯერ თაკო ჩარკვიანმა გააბა დებატები მარინა ბერიძესთან, შემდეგ მოადგილეობის კიდევ
ერთმა კანდიდატმა სოციალურ ქსელში გინებებით სავსე სტატუსი გამოაქვეყნა.

კულტურის მინისტრის მოადგილედ მოიაზრებოდა იური მეჩითოვიც, რომელსაც ძველი ვიდეო გაუხსენეს, სადაც წელს ზემოთ შიშველი გურულებზე ანეგდოტებს ყვებოდა.

ამ ყველაფრის შემდეგ, გურამ ოდიშარიამ მარინა მიზანდარს შესთავაზა მინისტრის მოადგილეობა. ეს ქალბატონი მანამდე გერმანიაში ცხოვრობდა.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ კი პირველივე ინტერვიუში მიზანდარი აღფრთოვანებით საუბრობდა პრემიერ-მინისტრის სახლზე და ამბობდა, რომ მისი აზრით შენობა შედევრი იყო.

მარინა მიზანდარის ჩაცმულობას ყველაზე აქტიურად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა. ეს ალბათ არცაა გასაკვირი. ნანუკას უცნაურ ჩაცმულობას ხომ ხშირად განიხილავდნენ სოციალურ ქსელში.

მარინა მიზანდარის ფოტო სოციალურ ქსელში ნანუკამაც გაიზიარა და დაწერა, ''ამის შემდეგ იმედია, აღარ იტყვით, ვერ გავიგეთ ნანუკას რა ეცვაო'' . კომენტარებმაც არ დააყოვნა. ნანუკას ანუგეშებდნენ, ნანუკა, ახლა ვიტყვით, ნანუკას რაც ეცვა, კიდევ გვესმოდა და ეს ვერაფრით გავიგეთო.

მოგვიანებით ნანუკამ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ჟიურის წევრობისას უცნაური ვარცხნილობით გადაღებული და მარინა მიზანდარის მორიგი ფოტოს მონტაჟი გამოაქვეყნა და დაწერა, ''აჰა, შეხედეთ, აქაც მაჯობაო'' .

ზოგმა ისიც არ იცოდა, მარინა მიზანდარი ვინ იყო და ნანუკას გაოცებული ეკითხებოდა, ნანუკა შენთან შეჯიბრება ვინ გაბედაო. მართალია, კულტურის მინისტრის მოადგილეს გემოვნებას უწუნებენ, მაგრამ როგორც ჩანს, თავად არაფრის შეცვლას არ აპირებს.

ისევ ისე უცნაურად ჩაცმული ჩნდება ბრიფინგებსა და სხვადასხვა შეხვედრებზე. სოციალურ ქსელში წერდნენ, ალბათ ახლა ყველა იფიქრებს, რომ ვინმე კულტურის მინისტრს დასცინისო, მაგრამ ნურას უკაცრავად, უბრალოდ ყველაფერი შედარებითია ამ ''სასვეცკეთში.''

სალომე დადიანი
სპეციალურად
''რეიტინგის''  საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
ნინა
ნანუკა ამ ქალს ისევ შენ გვირჩევნიხარ
18:37 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
რონი
დიახაც კულტურის მინისტრს ორიგინალურად უნდა ეცვას მაგრამ გემოვნებით!!!! და არა ასე ქაჯურად ბრიფინგზე რომ ბრძანდებოდა !!!! გადატვირთულად ეცვა და საერთოდ რა შუაში იყო აქ შარვალი? აი ეს დისონანსი იყო მისი უგემოვნობის და ჩაცმის დელეტანტიზმის ნაზავი!!! ასე რომ ქალბატონო წადი ბათუმში და მეტრთან გაიარე კონსულტაცია!!!!
18:32 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
asdf
და ამ ქალს აბარია ჩვენი კულტურა?
18:24 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სანო
იოცნება და გაუბერა
17:47 / 02-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS