02 სექტემბერი, 2013
მარინა მიზანდარმა ნანუკა ჟორჟოლიანი კიდევ ერთხელ დაამარცხა
ამ ყველაფრის შემდეგ, გურამ ოდიშარიამ მარინა მიზანდარს შესთავაზა მინისტრის მოადგილეობა. ეს ქალბატონი მანამდე გერმანიაში ცხოვრობდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის პირველი მოადგილის მარინა მიზანდარის უცნაურ ჩაცმულობას ბოლო დროს აქტიურად განიხილავენ. ზოგი იმასაც ამბობს, რაც უნდა ის ეცვას, მთავარია, საქმე აკეთოსო.

გაკეთებული საქმე კი ჯერჯერობით არ ჩანს, სამაგიეროდ უცნაურად ჩაცმული მინისტრის მოადგილის ფოტოები სულ უფრო ხშირად ჩნდება სოციალურ სივრცეში.

არჩევნების შემდეგ კულტურის სამინისტროში სულ სკანდალებში ეხვეოდა. ჯერ თაკო ჩარკვიანმა გააბა დებატები მარინა ბერიძესთან, შემდეგ მოადგილეობის კიდევ
ერთმა კანდიდატმა სოციალურ ქსელში გინებებით სავსე სტატუსი გამოაქვეყნა.

კულტურის მინისტრის მოადგილედ მოიაზრებოდა იური მეჩითოვიც, რომელსაც ძველი ვიდეო გაუხსენეს, სადაც წელს ზემოთ შიშველი გურულებზე ანეგდოტებს ყვებოდა.

ამ ყველაფრის შემდეგ, გურამ ოდიშარიამ მარინა მიზანდარს შესთავაზა მინისტრის მოადგილეობა. ეს ქალბატონი მანამდე გერმანიაში ცხოვრობდა.

მინისტრის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ კი პირველივე ინტერვიუში მიზანდარი აღფრთოვანებით საუბრობდა პრემიერ-მინისტრის სახლზე და ამბობდა, რომ მისი აზრით შენობა შედევრი იყო.

მარინა მიზანდარის ჩაცმულობას ყველაზე აქტიურად ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა. ეს ალბათ არცაა გასაკვირი. ნანუკას უცნაურ ჩაცმულობას ხომ ხშირად განიხილავდნენ სოციალურ ქსელში.

მარინა მიზანდარის ფოტო სოციალურ ქსელში ნანუკამაც გაიზიარა და დაწერა, ''ამის შემდეგ იმედია, აღარ იტყვით, ვერ გავიგეთ ნანუკას რა ეცვაო'' . კომენტარებმაც არ დააყოვნა. ნანუკას ანუგეშებდნენ, ნანუკა, ახლა ვიტყვით, ნანუკას რაც ეცვა, კიდევ გვესმოდა და ეს ვერაფრით გავიგეთო.

მოგვიანებით ნანუკამ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ჟიურის წევრობისას უცნაური ვარცხნილობით გადაღებული და მარინა მიზანდარის მორიგი ფოტოს მონტაჟი გამოაქვეყნა და დაწერა, ''აჰა, შეხედეთ, აქაც მაჯობაო'' .

ზოგმა ისიც არ იცოდა, მარინა მიზანდარი ვინ იყო და ნანუკას გაოცებული ეკითხებოდა, ნანუკა შენთან შეჯიბრება ვინ გაბედაო. მართალია, კულტურის მინისტრის მოადგილეს გემოვნებას უწუნებენ, მაგრამ როგორც ჩანს, თავად არაფრის შეცვლას არ აპირებს.

ისევ ისე უცნაურად ჩაცმული ჩნდება ბრიფინგებსა და სხვადასხვა შეხვედრებზე. სოციალურ ქსელში წერდნენ, ალბათ ახლა ყველა იფიქრებს, რომ ვინმე კულტურის მინისტრს დასცინისო, მაგრამ ნურას უკაცრავად, უბრალოდ ყველაფერი შედარებითია ამ ''სასვეცკეთში.''

სალომე დადიანი
სპეციალურად
''რეიტინგის''  საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
მართა
საეღთოდ ვის აბარია ქართული კულტურა? ან ოდიშარია ვინ არის?! თვითონაც გაოგნებულია ამ თანამდებობით?! რას მოესწრნე ეს არარაობები?! და ეს ქალი კიდე გაუგებრობაა საერთოდ...მგონი სამკურნალოა ჯერ .
12:50 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გურულკა
თან კულტურის მინისტრის მოადგილეა,დაცვინვა არაა ერიის? რა უაზროდ გამოწყობილი დადის,დავიჯერო ერთი მოკეთე არა ყავს ჯილაგში ან სამეგობროში რომ ურჩიოს უაზრო იმიჯის შეცვლა?გურულებისა არ იყოს "რავა ამოწყდენ ყველე ნეტეე"???
01:10 / 04-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ასპიტი
ორიგინალურად და მოხდენილად აცვია.და რაც მთავარია ქართველ ქალს გავს,მიზანდარი მშვენიერი გვარია...
23:54 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
დარიკო
სამარცხვინოა, რომ ამ ქალს ცვენს კულტურაზე რამე ეთქმოდეს. უგემოვნებო და ბნელი. რა უბედურებაა მეტი ვერავინ სეარჩია ამ ოდიშარიამ?
18:13 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ხარა
ნაცემიც ყავთ ქართველებს არასწორად რო თარგმნიდა ინტერვიუს ბელგიის კომისარიატში,,ჩემი პირადი ტარჯიმანიც იყო
14:47 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ალექს
ჰო ბელგიაში ცხოვრობდა და აქ კარგადაც იცმევდა და მანდ რა დაემართა ვერ გავიგე, მარტლაც უცნაური ფოტოებია, იმიჯი შეიცვალა?
14:14 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ტქვენ თავს მიხედეთ სხვისი კრიტიკა ჯორიკანა ქალების და კაცების საქმე არაა უყურე ამ პირ დაუბანელ მოკომენტარეებს.გვტის გლახებს გირჩევნიათ საკუთარი გამოხეული ნიფხავი გამოკეროთ
09:35 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ვაკაკაია
დრესკოდის გარტყმასში არ არის...
09:32 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
მიზანდარი გერმანიაში კი არა ბელგიაში ცხოვრობდა.თარჯიმნად მუშაობდა კომისარიატში და არცთუ კარგი მოგონებები აქვთ ქართველებს მასზე.დახმარების ნაცვლად ხელს უშლიდა როგორც შეეძლო.
01:53 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიკუნა
გარდა იმისა ,რომ უგემოვნოა,საუბარი ისეთი აქვს ცოტა სხვანაირ შთაბეჭდილებას ტოვებს ეს ისე კულტურისათვის დავწერ თორემ მაგას შეიძლება ერთ-ერთი კუთხის კილოკავით "აშე ქალას" ეძახიან და გამოცანა მას და თქვენ რას ნიშნავს "აშე ქალა"
00:26 / 03-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS