პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დაიწყო. ამ წუთებში სასამართლოს ბრალდების მხარე მტკიცებულებებს აცნობს.
ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატის ირმა ბრელიძის ინფორმაციით, დღეს დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგომლობას დააყენებს. "ვიშუამდგომლებთ, რომ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი
ბრალდების მხარე კი მზად არის საქმეზე არსებითი განხილვა ჩაინიშოს. ამის შესახებ მაგდა პაპიძის საქმის პროკურორმა ელენე ჩხეიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
პროკურორის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებეზე იქნება მსჯელობა. სასამართლო ასევე დღეს იმსჯელებს, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულება იმისთვის,
რომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყოს. იხილეთ სრულად