31 მარტი, 2016
მაგდა პაპიძე გარკვეული პოზიციის დაფიქსირებას აპირებს - აცხადებს ლანა პაპიძე
ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ოჯახი მომხრეა, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

დღეს მაგდა პაპიძის დამ ლანა პაპიძემ პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომ არ ენდობა სასამართლოს და თუ ბრალდებულის სურვილი იქნება, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ.

ლანა პაპიძის ინფორმაციით, დღეს მაგდა პაპიძე გარკვეული პოზიციის დაფიქსირებას აპირებს. როგორც ლანა პაპიძემ აღნიშნა, ყველა პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი გაიხსნა და ყველაფერი გაირკვევა. იხილეთ ვიდეო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS