30 მარტი, 2016
რა შეცდომა აღმოაჩინა შალვა რამიშვილის ყოფილმა მეუღლემ „ცოდნა ფულიაში“- „ეს ამ ბიჭის კი არა ტელევიზიაში რომ უცოდინრები სხედან, მათი ბრალია“
შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე თეა აბაშმაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს თუ რა შეცდომა აღმოაიჩინა  „ცოდნა ფულიას“ კითხვაში, რომელმაც დათო პაქსაშვილს 25 ათასი ლარი მოაგებინა:

„ყველაზე ღირებული რაც ამ ქვეყანაშია, ახალი თაობის ინტელექტუალური რესურსია მხოლოდ. ყველაზე მეტად რაც მაღიზიანებს ისაა, რომ ჯერ-ჯერობით ქვეყანას ის არ ჭირდება.

მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ვინც ამ ბიჭს შეხედავს, ეგრევე სინათლეს კი არ დაინახავს, გარყვნილი ევროპების მიმდევარიაო იტყვის.

ის ხომ "ნამდვილ ქართველს" არც ერთი ნიშნით არ გავს.

ეხლა აღმოვაჩინე :
"ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია" - მათეს სახარება, თავი პირველი. მაგრამ ეს ამ ბიჭის კია არა ტელევიზიაში რომ უცოდინრები სხედან, მათი ბრალია“, წერს თეა.
იხილეთ გამარჯვებულ დათო პაქსაშვილის ვიდეო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ნინო
მე ის უფრო მაინტერესებს ასეთი თავგანწირული მეუღლე როგორ დატოვა მარტო 3 შვილით ჭკვამხიარულმა შალვამ
16:59 / 31-03-2016
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
დააცადეთ ხომ უნდა გამოხტეს ვინმე გენიოსი თავისი უაზრო რეპლიკებით.
16:33 / 31-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ნიკო
ზოგან ყუზია, ზოგან ოზია, ზოგან უზია :))
15:48 / 31-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ლია
არაფერი შეცდომა არ დაუშვია
15:17 / 31-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ნათი
ილიამ ენა მამული სარწმუნოება არის ყველაზე ღირებულიო და დავიჯერო შეცდააა ))) რა ბოლშევიკური სული არ გასვენებთ კი ვიცი
15:14 / 31-03-2016
გამოხმაურება / 0 /
მარი
სხვადასხვა თარგმანში სახელები სხვადასხვაგვარად წერია. ჩემს ბიბლიაშიც და ინტერნეტშიც(http://holybible.ge/bible/georgian/book-3-40-1-8-m-geo-m-geo--0) ყუზია წერია, თუმცა playmarket-დან ჩამოტვირთულ ბიბლიაში(რომელიც სხვათაშორის არც ისე კარგი თარგმანია) ოზია წერია.
14:31 / 31-03-2016
გამოხმაურება / 0 /
პეტრე კუპრი
ყუზია წერია მხოლოდ სტოკჰოლმის გამოცემაში, რომელიც არაკანონიკური თარგმანია, დანარჩენში-რუსულად, უკრაინულად, ბერძნულად, ძველბერძნულად-ყველგან არის ოზია, ნახეთ ცემს გვერდზე სურათები:https://www.facebook.com/levani.aroshidze
12:02 / 31-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ნიცა
აქ შეცდომა არაფერია, სწორედ ასე წერია სახარებაში.იქნებ კიდე. ერთXელ გადახედოთ?
08:42 / 31-03-2016
გამოხმაურება / 0 /
ნინი
მართალია, მაგი მეც შევნიშნე, ინტერნეტში წერია ოზია და ახალ აღთქმაში - ყუზია. მთავარია, რომ მოიგო, რასაც ამ ახალგაზრდა ადამიანს სულით და გულით ვულოცავ :) მრავალი წარმატება ჰქონოდეს ცხოვრებაში.
23:47 / 30-03-2016
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
მათეს სახარება, თავი პირველი, 8. ასამ შვა იოშაფატი; იოშაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ყუზია; არაფერია აქ შეცდომით!
23:04 / 30-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS