ხათუნა სხირტლაძე, "მის საქართველო 2008"
"მის საქართველოს" ტიტულის მფლობელები ყველაზე სარფიანად თხოვდებიან. მაგრამ არავის გაუმართლა ისე, როგორც ეს 2008 წლის კონკურსის გამარჯვებულის, ხათუნა სხირტლაძის შემთხვევაში მოხდა. ის ცოლად გაჰყვა ბიზნესმენ კობა ნაყოფიას ვაჟს, ნიკა ნაყოფიას. ნიკამ და ხათუნამ
თეონა ჩარკვიანი
სარფიანად გათხოვდა "მის საქართველო 2007"-ის კონკურსანტი თეონა ჩარკვიანი. ის ბიზნესმენ გიორგი კოდუას გაჰყვა ცოლად, ამბობენ, რომ ერთმანეთი ია კიწმარშვილმა გააცნო. გიორგის თეონა თავიდანვე მოეწონა და დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მისი გულის მოგება მაინც მოახერხა. შემდეგ კი ქუთაისში ჩავიდა თეონას მშობლებთან და ქალიშვილის ხელი ოფიციალურად სთხოვა. გათხოვების შემდეგ თეონამ მოდელობას თავი დაანება, თუმცა ამბობს, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო. თეონას და გიორგის 4 წლის ქალიშვილი ჰყავს. რომელსაც ბებიის, ლაურა ღაჭავას საპატივცემულოდ შეურჩიეს სახელი და ლულუს ეძახიან. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მათი დაშორების შესახებაც გავრცელდა ხმები, თუმცა ინფორმაცია არასწორი აღმოჩნდა.
ლიკა ევგენიძე
დათო ევგენიძის ქალიშვილი, ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე 2012 წელს თემურ ალასანიას ვაჟზე, ნიკა ალასანიაზე გათხოვდა. ნიკამ ლიკას კიევში სთხოვა ცოლობა, დაქორწინდნენ და საცხოვრებლად თბილისში ჩამოვიდნენ. გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადეს, სადაც სანდრა რულოვსიც იმყოფებოდა სტუმრად. ლიკა ევგენიძის ქმარი, ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძაშვილია. რამდენიმე წლის მანძილზე წყვილი თბილისში ცხოვრობდა, ლიკა რუსთავი 2-ზე "შუადღის" წამყვანი იყო. მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წყვილმა ნიუ-იორკში ცხოვრება აირჩია და ახლა მანჰეტენზე ცხოვრობენ. იხილეთ სრულად