29 მარტი, 2016
ევა ბარბაქაძის მეორე ოპერაცია წარმატებით დასრულდა - „ქართველი ექიმები არიან ყველაზე მაგრები“
მამულიჩას მორიგი პოსტი ბევრს გაახარებს - "მოკლედ, მეორე ოპერაციაც წარმატებით დასრულდა.... ქართველი ექიმები არიან ყველაზე მაგრები, ურთულესი ორი ოპერაცია ჩაატარეს ევას გადასარჩენად. ეხლა ყველაფერი ევას ორგანიზმზეა დამოკიდებული,.... რომელიც აუილებლად მალე გამოჯამრთელდება"... წერს მამულიჩა, რომლის თითქმის ყველა სტატუსი ბოლო დროს საიტების მთავარი ნიუსი ხდება.

მამულიჩა შორენა ბეგაშვილის მეგობარია და მძიმე წუთებში მის გვერდით დგას. ევას ჯანმრთელობის ამბები ერთ- ერთმა პირველმა იცის, ამიტომაც მის სტატუსებს ყველა ინტერნეტსაიტი მოუთმენლად ელის. მის ბოლოდროინდელ პოპულარობას თავად მამულიჩა ღიმილით უყურებს „ჩართვებზე
თუ დაგჭირდა სპეტსიალისტი, მზად ვარ ნახევარ განაკვეთზე ვიმუშაო“, სიცილით მიმართავს ნიკა გვარამიას.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS