26 მარტი, 2016
"როცა ოჯახში ახალი წევრი შემოდის, დედამთილი ცდილობს თავისი დაკანონებული წესები, უცვლელი და ხელშეუხებელი დარჩეს..."
დედაშვილობა ისეთი ღვთიური გრძნობაა, რომლის მსგავსი კოსმოსში არაფერი გამოგონილა
დედაშვილობაზე, მის მნიშვნელობაზე, აღზრდის ფორმებსა და მიდგომებზე, ოჯახურ ტრადიციებზე გვესაუბრა ქალბატონი ბელა ალანია.

- დედაშვილობა ისეთი ღვთიური გრძნობაა, რომლის მსგავსი კოსმოსში არაფერი გამოგონილა. მე და ჩემს შვილებს გვაქვს შეუცვლელი ურთიერთობა. ისინი ჩემში მხოლოდ დედას არ ხედავენ, მე მათთვის ვარ მეგობარი, მესაიდუმლე. ჩემი ლოცვა ყოველთვის გზას უნათებს მათ. მადლიერი ვარ უფლის, რომ მომანიჭა ისეთი მისიის შესრულების უფლება, როგორიც დედაშვილობაა.

- თინეიჯერობის ასაკი ცოტა რთული პერიოდია. თქვენმა შვილებმა,
როგორ გადალახეს ეს ასაკი, რაიმე სირთულეებს ხომ არ წააწყდით?
- ჩემი შვილები 21-22 წლისები არიან და ეს რთული ასაკი უკვე გაიარეს. შეიძლება არც დამიჯეროთ, მე საერთოდ არ მიგრძნია ეს პერიოდი. ბავშვობიდანვე მათთან მეგობრული დამოკიდებულება მქონდა. ვესაუბრებოდი როგორც თანასწორს, რჩევებსაც ვეკითხებოდი. ხშირ შემთხვევაში მათი რჩევა არ მჭირდებოდა, მაგრამ ამას ვაკეთებდი მიზანმიმართულად, რათა მათ ეგრძნოთ საკუთარი აზრის მნიშვნელობა ოჯახში. ეს მიდგომა გარკვეულწილად გვეხმარებოდა იმაში, რომ ისინი გაზრდილიყვნენ თავდაჯერებულები, დამოუკიდებლები, ჰქონოდათ სწრაფვა განვითარებისკენ, წინსვლისკენ. როცა ჩვენი მხრიდან მხარდაჭერას და თანადგომას გრძნობდნენ, მათგანაც მოდიოდა ნდობა, იყვნენ ძალიან გულწრფელები, გულღიები. თუ რამე უმნიშვნელო უთანხმოება ან უსიამოვნება ჰქონდათ, იცოდნენ, რომ ჩვენ მათ პრობლემებში არ ჩავერეოდით, ყველაფერი თავად უნდა მოეგვარებინათ. ყოველთვის ცდილობდნენ პრობლემები ძალადობის, შეურაცხყოფის გარეშე, ცივილურად მოეგვარებინათ.

- ახლა რამდენად ითვალისწინებენ თქვენს რჩევებს?
- შეუცდომელი არავინაა, მათ შორის მეც. არ ვთვლი, რადგან მათზე უფროსი ვარ, ჩემი აზრი უფრო მნიშვნელოვანი ან მართებულია. შეიძლება მშობელს კეთილი ნება ჰქონდეს, მაგრამ ცდებოდეს. ყოფილა შემთხვევა, როცა მიმიცია მათთვის რჩევა, მაგრამ აღმოჩენილა, რომ ისინი ყოფილან მართლები. ხშირად ვსაუბრობთ, ვკამათობთ. სწორედ კამათში მოდის გამოსავლის მიგნება ან გადაჭრის გზების პოვნა. არასოდეს არ მწყინს, თუ ჩემს რჩევას არ გაითვალისწინებენ. როცა მშობლები რაიმეს შესრულება აიძულებენ ბვშვს, ვთვლი, რომ ესეც ძალადობის ერთგვარი ფორმაა. როცა ბექა აბარებდა უნივერსიტეტში, ვურჩიე, ჩაებარებინა იურიდიულზე, მაგრამ მე უბრალოდ ვურჩიე, ძალა არ დამიტანებია. ეს ისეთი საკითხია, თუ შემდეგ ცხოვრებაში არ გაუმართლებს კარიერაში ან რაიმე არ მოეწონება, მთელი ცხოვრება ემახსოვრება და გისაყვედურებს.

- თქვენი შვილები იმ ასაკში არიან, არ არის გამორიცხული, მალე სიდედრი ან დედამთილი გახდეთ. როგორია თქვენი შეხედულება რძალ-დედამთილის ურთიერთობაზე?
- ყველაფერი უფლის ნებაა (იღიმის). როდესაც შალვას გავყევი, მისი მშობლები გარდაცვლილები იყვნენ. შესაბამისად რძალდედამთილობის თემები არ შემხებია. ზოგადად მე ვთვლი, საქართველოში მკაცრი შეფასებები ახლავს ამ თემას. თუ დედამთილზე ან სიდედრზეა საუბარი, რატომღაც ხშირ შემთხვევაში ცუდ ფაქტორთან უფრო ასოცირდება, ვიდრე კარგთან. იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS