25 მარტი, 2016
"ბავშვს უნდა ჩავუნერგოთ, რომ ყოველთვის იმას ვერ მიიღებს, რაც უნდა..."
შვილების აღზდა ადვილი არ არის. ყველა მშობელს აღზრდის საკუთარი მეთოდი აქვს, რამდენად ამართლებს ეს მეთოდები უკვე სხვა საკითხია. თავისი აღზრდის მეთოდებზე გვესაუბრა ჟურნალისტი ნანიკო ხაზარაძე, რომელსაც ულამაზესი თინეიჯერი გოგონა ჰყავს - ლილუ ნუცუბიძე.

- ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვთვლი, რომ ბავშვის აღზრდის რეცეპტი არ არსებობს. პირადად მე დემოკრატიული აღზრდის მომხრე ვარ. დაბადებიდან დღემდე მე და ჩემი შვილი სულ ვსაუბრობთ. ეს არის ჩვენი ურთიერთობის ერთგვარი ფორმა. არასოდეს მეზარება მისი პრობლემების მოსმენა და ყოველთვის მხარდაჭერას ვუცხადებ, ამიტომ ლილუც
ნდობითაა ჩემ მიმართ გამსჭვალული.

- თინეიჯერობის ასაკს ბევრი სირთულე ახლავს თან. მშობლებს ამ დროს უჭირთ შვილებთან ურთიერთობა. თქვენს შემთხვევაში როგორაა?
- საბედნიეროდ, ჯერ პრობლემას არ წავწყდომივართ. ვფიქრობ ეს იმიტომ, რომ ყოველ დილას, შუადღეს, საღამოს ვთხოვ, თუ რამე პრობლემა ექნება მითხრას, რაიმე მოწონს თუ არ მოსწონს, უნდა მესაუბროს ამის შესახებ. დისკუსია არის ნებიმიერი საკითხის გადაჭრისკენ მიმავალი გზა. ერთობლივი ძალებით, მეგობრული დამოკიდებულებით, ნდობით ყოველთვის ვპოულობთ ამ გზას.

- ლილუ მარტომ გაზარდეთ, არ გაგიჭირდათ?იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS