საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ბრიუსელში მომხდარ ტერაქტს გადაურჩა. სანდრა რულოვსი შვილთან ერთად სწორედ იმ აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც ტერაქტი მოხდა. თბილისში დაბრუნებული ფეისბუქზე წერს.
''ბრიუსელი ჩემი საყვარელი ქალაქია, იქ ექვსი წლის განმავლობაში ვსწავლობდი და ვმუშაობდი. ხშირი მგზავრი ვარ ზავენტემის აეროპორტის რადგან ამსტერდამზე ბევრად უფრო ახლოს არის ჩემს მშობლიურ ქალაქთან.
გუშინ დილას თბილისში რომ დავბრუნდი ზუსტად ბრიუსელის აეროპორტის გავლით ვმგავრობდით ნიკოლოზი და მე.
მთელი 4 საათით ვიმყოფებოდით აეროპორტში და რამდენიმე საათის შემდეგ
წარმოუდგენელი რამეა მაგრამ დღევანდელი სამწუხარო რეალობაა''...