23 მარტი, 2016
Dolce & Gabbana-ს რჩეული ქართველი მოდელი "ცეკვავენ ვარსკვლავების" მოცეკვავეზეა შეყვარებული
ანა რომელიც დროის დიდ ნაწილს საქართველოს ფარგლებს გარეთ ატარებს, ქართველ ბიჭზეა შეყვარებული
20 წლის ანა ახვლედიანი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელია. ქუთაისელი მოდელი მას შემდეგ გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, როცა მილანში ფოტოგრაფმა ნიკოლა ბორისოვმა ხუთასამდე პროფესიონალ მოდელს შორის აარჩია დოლჩე და გაბანას სარედაქციო სტატიისთვის. სწორედ მან უწოდა ანას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავი. მისი წარმატების შესახებ მაშინ ბევრი გამოცემა წერდა, რომ ჩვეულებრივი ქართველი სტუდენტი გოგონა "დოლჩე და გაბ
ანას" სახლის ფავორიტი გახდა.

როგორც აღმოჩნდა, ანა რომელიც დროის დიდ ნაწილს საქართველოს ფარგლებს გარეთ ატარებს, ქართველ ბიჭზეა შეყვარებული. ეს ბიჭი კი მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილი გახლავთ. ოთო ფოლადაშვილმა სახელი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობით გაითქვა. მისი ყველა ბიჭს შურს, რადგან სხვადასხვა სეზონზე სულ ცნობილ გოგონებს უწევდა პარტნიორობას - ნუკი კოშკელიშვილს, რუსკა მაყაშვილს, იულია ქავთარაძეს, ნინი ნებიერიძეს, და ბოლოს მისი მეწყვილე ნინი ბადურაშვილი იყო.

ანა ახვლედიანმა მისი და ოთოს სიყვარულის შესახებ, რომელიც სულ ერთი წელია დაიწყო, ჟურნალ "სარკეს" უამბო. წყვილის ფოტოები "ფეისბუქზე" მათ პირად გვერდებზეც ვრცელდება და ისინი სიყვარულში დაუფარავად უტყდებიან ერთმანეთს:

"ოთო ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან საყვარელია. ერთი წელია
ვიცნობ. მეც მასავით გიჟი ვარ, როცა ოთოსთან ვარ, მგონია, რომ ჩემი ადამიანი ვიპოვე, მისით ვსუნთქავ. უბრალოდ მიჩვეული კი არ ვარ, როცა ოთოსთან ვარ, ძალიან კარგად ვარ. იხილეთ გაგრძელება + ფოტოები

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანა
ულამაზესია, მართლაც
16:04 / 24-03-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS